"გიორგი ჩემთვის არის იდეალური მამაკაცი, რომელიც ყოველ წამს მაბედნიერებს" - გიორგი ყიფშიძის მესამე ცოლის გულახდილი ინტერვიუ - Marao

"გიორგი ჩემთვის არის იდეალური მამაკაცი, რომელიც ყოველ წამს მაბედნიერებს" - გიორგი ყიფშიძის მესამე ცოლის გულახდილი ინტერვიუ

2020-02-10 15:51:01+04:00


მსახიობი გიორგი ყიფშიძე 21 იანვარს მესამედ დაქორწინდა. მისი მეუღლე ანა გასიევაა, რომელიც ქმარზე 20 წლით უმცროსია. წყვილი ახლა ბიჭის მოლოდინშია, რომელიც 20 თებერვლისთვის დაიბადება.

ანა გასიევაზე დაქორწინების შემდეგ და მანამდეც, გიორგიმ ჟურნალისტებთან ურთიერთობა გაწყვიტა. შესაბამისად, სად გაიცნო მესამე ცოლი, ამ დრომდე პრესისთვის უცნობი იყო.

ანა გასიევამ ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა, სადაც მისი და გიორგი ყიფშიძის ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა.

- შარშანწინ საერთო მეგობარმა სახლში დაგვპატიჟა მეგობრები და მე და გიორგიმ სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. ვთვლი, რომ გიორგი ნიჭიერი და კარგი მსახიობია, თუმცა, სანამ გავიცნობდი, მისი თაყვანისმცემელი არ ვყოფილვარ. მომწონს მისი შემოქმედება, მაგრამ ამის უკან, ჩემთვის იდეალური მამაკაცი და ქმარია. გაგრძელება