დღეს უამრავი ბლოგერი არსებობს, რომელიც მაკიაჟსა და თავის მოვლაზე რჩევებს გვაძლევს. მათ შორის არსებობს გავრცელებული და დამკვიდრებული მოსაზრებები, რომლებიც არასწორია და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საუკეთესო ხარისხის კოსმეტიკას ვიყენებთ, ვუშვებთ მარტივ შეცდომებს, რომლებიც ჩვენი სახის ჰარმონიულობას არღვევს. გავრცელებულ შეცდომებსა და მაკიაჟის გაკეთების დროს გასათვალისწინებელ ხრიკებზე გვესაუბრა ქართველი სელებრითების საყვარელი ვიზაჟისტი კესო არახამია.
კესო, რამდენად სწორია გავრცელებული მოსაზრება, რომ ბაზისა და ტონალურის ქვეშ აუცილებლად უნდა წავისვათ დამატენიანებელი?
- ინდივიდუალური საკითხია. კანის ტიპის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ, არის თუ არა დამატენიანებელი საჭირო ბაზისა და ტონალურის ქვეშ... თუ ცხიმიანია კანი, მე პირადად არ ვუსვამ დამატენიანებელს. დამატენიანებელი ტონალურისა და ბაზის ქვეშ მხოლოდ მშრალი კანის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ.
როგორ სახეზე უნდა გამოვიყენოთ ჰაილაითერი და გამართლებულია თუ არა მისი შუბლზე წასმა?
- რაც შეეხება ჰაილაითერს, მე ძალიან მიყვარს, მაგრამ არასწორია, როცა შუბლზე და მთელ სახეზე უსვიათ... არსებობს ზღვარი... ღაწვებზე, ცხვირის წვერზე, ტუჩის ზემოთ და ქვემოთ ძალიან ოდნავ... ყველა სახეს სჭირდება ჰაილაითერი. ეს არის დეკორატიული კოსმეტიკა, რომელსაც ვიყენებთ ისე, როგორც "რუმიანას" ან ტუჩსაცხს... შესაძლებელია ვიღაცას არ მოსწონდეს და "მატი" ეფექტი ურჩევნია. ამასაც მივესალმები.
როგორ კანს უხდება ბლაში?
- ბლაში ძალიან მომწონს, განსაკუთრებით, გარუჯულ კანზე... მისი წასმა ყოველთვის ასოცირდება ღიმილთან, რადგან ამოსულ ღაწვებზე ისმევა, რაც ძალიან ალამაზებს ლოყას.
რამდენად სწორია გავრცელებული მოსაზრება, რომ ტუში არ უნდა წავისვათ ქვედა ქუთუთოზე?
- ტუშის ქვედა წამწამებზე წასმა უფრო დიდსა და ციმციმას ხდის თვალს...
როგორ თვალს უხდება ე.წ. სმოუქი მაკიაჟი?
- „სმოუქი“ ერთ-ერთი საყვარელი მაკიჟია ჩემთვის და დიდ სიამოვნებას მანიჭებს მისი კეთება... „სმოუქი“ უფრო უხდება ჩამჯდარ თვალს...
უნდა გადავცდეთ თუ არა ტუჩს კონტურით?
- ტუჩზე გადასვლა შესაძლებელია იმის მიხედვით, რამდენად გვაძლევს ტუჩის რესურსი ამის საშუალებას... უხეშად გადასული ტუჩი ძალიან ცუდი შესახედია.
ყველა ქალს უხდება წითელი პომადა?
- წითელი პომადა მე პირადად არ მიხდება. ვთვლი, რომ წითელი პომადა ტუჩს შედარებით აპატარავებს, მაგრამ ზოგჯერ ვიხდენ გარუჯულ კანზე სტაფილოსფერში გადასულ წითელს. მხოლოდ თეთრ კანს უხდება კლასიკური წითელი ფერი.
რომელი ფერის ტუჩსაცხები აჩენს ტუჩს უფრო მოცულობითს?
- ტუჩის მოცულობის გაზრდა შესაძლებელი ნუდი ფერებით... წითელი, მუქი შინდისფერი და მსგავსი მუქი ტონი შედარებით პატარას აჩენს ტუჩს (თუ არ კეთდება ომბრე წითელი და შავი ტუჩსაცხით)... ტუჩის ირგვლივ კონტური ყავისფერი და შიგნით ნუდი ფერები ბევრად ზრდის მოცულობას. მე პირადად ტუჩის მოცულობის გასაზრდელად გამომიყენებია თვალის კონსილერი. ჯერ კონსილერს ვუსვამ ტუჩზე და შემდეგ კონტურს და ტუჩსაცხს, რაც საკმაოდ ზრდის ტუჩის მოცულობას.
ხათუნა კორთხონჯია