ინტერვიუ

"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი

"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი
ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის ცენ­ტრმა ევ­რო­პი­დან აშშ-ში გა­და­ი­ნაც­ვლა. და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა იტა­ლი­ა­სა და ჩი­ნეთს გა­და­უს­წრო, ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით კი ის მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა იტა­ლი­ის, ეს­პა­ნე­თის, ჩი­ნე­თის, ირა­ნი­სა და საფ­რან­გე­თის შემ­დეგ.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 103 000-ს მი­აღ­წია. ერთ დღე­ში რე­კორ­დუ­ლად გა­ი­ზარ­და ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვიც და ქვე­ყა­ნა­ში გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 1 632-ია.

რა ვი­თა­რე­ბაა ამე­რი­კა­ში და რო­გო­რია იქ მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი 28 წლის ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ობი მარი ფე­იქ­რიშ­ვილი ესა­უბ­რა.
მას ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი კარ­გად იც­ნობს, მის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვრცე­ლი სტა­ტია შე­მოგ­თა­ვა­ზეთ. მარი ფე­იქ­რიშ­ვილ­მა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 2015 წლი­დან და­ი­წყო და დღეს უკვე ბევრ ამე­რი­კულ ფილ­მსა და რეკლმა­ში იხი­ლავთ.


წა­ი­კი­თხეთ: გა­ი­ცა­ნით ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ამე­რი­კულ ფილ­მებ­სა და რეკ­ლა­მებ­ში იღე­ბენ - "ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა მი­თხრა, პირ­ვე­ლად ვთა­მა­შობ ქარ­თველ­თა­ნო"
- დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ამე­რი­კა პირ­ველ ად­გილ­ზეა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, ეპი­ცენ­ტრი კი ნიუ-იორ­კია. აქ კო­რო­ნა­ვირუს­მა ბევ­რი რამე შეც­ვა­ლა. "თა­იმს სქვე­რი", რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად 400 ათა­სი ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და, დღეს თით­ქმის ცა­რი­ე­ლია.


ნიუ-იორ­კი ყო­ველ­თვის ეპი­ცენ­ტრი იყო მოვ­ლე­ნე­ბის, თუმ­ცა ამ მხრივ ეს დრა­მა­ტუ­ლია, მაგ­რამ მჯე­რა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებთ კო­რო­ნა­ვირუსს. სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მი­უ­ხე­და­ვად სა­წო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, უკვე აშენ­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო, მა­ნ­ჰე­ტენ­თან და­ა­ყე­ნეს უზარ­მა­ზა­რი "გემი სა­ა­ვად­მყო­ფო", ასე­ვე აპი­რე­ბენ რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფოდ გა­და­კე­თე­ბას.


მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იმ­დე­ნად დი­დია გავ­რცე­ლე­ბა, მა­ინც არის გა­მოწ­ვე­ვე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის მხრივ. ტეს­ტი­რე­ბის უახ­ლე­სი კრე­ა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი და­ნერ­გეს, მა­გა­ლი­თად, მან­ქა­ნი­დან გად­მო­უს­ვლე­ლად შე­გიძ­ლია ვირუს­ზე ტეს­ტის აღე­ბა, ხალ­ხი ძა­ლი­ან შეგ­ნე­ბუ­ლი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, ქუ­ჩებ­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, სურ­სა­თის რი­გე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და დის­ტან­ცი­აა. ეკო­ნო­მი­კის მხრივ ეს უზარ­მა­ზა­რი დარ­ტყმაა, ნიუ-იორ­კი და ამე­რი­კა ამოძ­რა­ვებს დღეს მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კას. სა­ხელ­მწი­ფო ამ მხრი­ვაც გვერ­დში გვიდ­გას, მათ 2 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მოყ­ვეს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93