ინტერვიუ

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს
კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის გამო მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით სახ­ლი­დან მუ­შა­ობს და ცდი­ლობს, გა­რეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ვი­დეს. მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბას ვერ ახერ­ხებს, თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან თა­ვი­სუ­ფალ დროს, ქა­ლიშ­ვილ­თან, ტა­ი­სია ჯა­კო­ბი­ას­თან ერ­თად სახ­ლში ატა­რებს.

დედა-შვი­ლი ახლა ქრის­ტი­ნეს ბა­ბუ­ის სახ­ლში ცხოვ­რობს, სა­დაც რო­გორც ქრის­ტი­ნემ გვი­თხრა, პა­ტა­რა ბა­ღის გა­შე­ნე­ბა­საც გეგ­მა­ვენ.



- ქრის­ტი­ნე, რა შეც­ვა­ლა თქვენ­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა პან­დე­მი­ამ, რო­გორ ატა­რებთ დროს სახ­ლში?


- სულ სახ­ლში ვართ მე და ჩემი შვი­ლი ტა­ი­სია, მაგ­რამ კვი­რა­ში
ერთხელ მი­წევს ტე­ლე­ე­თერ­ში ყოფ­ნა, რათა გა­ვარ­თო ხალ­ხი, რო­მე­ლიც სახ­ლშია. მე ვი­პო­ვე გა­მო­სა­ვა­ლი და ვიცი, რო­გორ გა­ვა­ტა­რო სახ­ლში დრო ჩემ სა­სი­კე­თოდ. ადეკ­ვა­ტუ­რად აღ­ვიქ­ვამ მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას. ჩემ გარ­შე­მოც არა­ვინ არის პა­ნი­კა­ში, ვი­ცავთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ვიცი, რომ მთა­ვა­რია, დავ­რჩეთ სახ­ლში და ასეც ვიქ­ცე­ვი.

ახლა ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს. ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს სა­ხის ნიღ­ბე­ბი და ვა­კე­თებ. მაქვს ძა­ფე­ბი და ვქსოვ. რო­გორც იცით, ბა­ლე­რი­ნა ვი­ყა­ვი. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­დან­ვე ვვარ­ჯი­შობ­დი, რო­დე­საც უშუ­ქო­ბის გამო გაკ­ვე­თი­ლი გვიც­დე­ბო­და, სახ­ლში ვვარ­ჯი­შობ­დი, სახ­ლში ვარ­ჯი­ში უცხო არ არის ჩემ­თვის.

მაქვს ჩემი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც 12 ათა­სი ადა­მი­ა­ნია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და მათი სურ­ვი­ლით, მათ­თან ერ­თად ვვარ­ჯი­შობ ყო­ველ­დღე პი­ლა­ტესს. ბოლო სამი თვე ისე აე­წყო, „დიდი სცე­ნაც“ მიმ­ყავ­და. ამი­ტომ ვარ­ჯი­შის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე, ახლა კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ამის­თვის. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93