კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაავადების პრევენციის მიზნით სახლიდან მუშაობს და ცდილობს, გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეს. მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე სახლიდან მუშაობას ვერ ახერხებს, თუმცა ტელევიზიიდან თავისუფალ დროს, ქალიშვილთან, ტაისია ჯაკობიასთან ერთად სახლში ატარებს.
დედა-შვილი ახლა ქრისტინეს ბაბუის სახლში ცხოვრობს, სადაც როგორც ქრისტინემ გვითხრა, პატარა ბაღის გაშენებასაც გეგმავენ.
- ქრისტინე, რა შეცვალა თქვენთვის კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, როგორ ატარებთ დროს სახლში?
- სულ სახლში ვართ მე და ჩემი შვილი ტაისია, მაგრამ კვირაში ერთხელ მიწევს ტელეეთერში ყოფნა, რათა გავართო ხალხი, რომელიც სახლშია. მე ვიპოვე გამოსავალი და ვიცი, როგორ გავატარო სახლში დრო ჩემ სასიკეთოდ. ადეკვატურად აღვიქვამ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას. ჩემ გარშემოც არავინ არის პანიკაში, ვიცავთ რეკომენდაციებს. ვიცი, რომ მთავარია, დავრჩეთ სახლში და ასეც ვიქცევი.
ახლა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. ბავშვობიდან მიყვარს სახის ნიღბები და ვაკეთებ. მაქვს ძაფები და ვქსოვ. როგორც იცით, ბალერინა ვიყავი. შესაბამისად, თავიდანვე ვვარჯიშობდი, როდესაც უშუქობის გამო გაკვეთილი გვიცდებოდა, სახლში ვვარჯიშობდი, სახლში ვარჯიში უცხო არ არის ჩემთვის.
მაქვს ჩემი ჯგუფი, რომელშიც 12 ათასი ადამიანია გაწევრიანებული და მათი სურვილით, მათთან ერთად ვვარჯიშობ ყოველდღე პილატესს. ბოლო სამი თვე ისე აეწყო, „დიდი სცენაც“ მიმყავდა. ამიტომ ვარჯიშისთვის ვერ მოვიცალე, ახლა კი შესანიშნავი დროა ამისთვის. გაგრძელება