ინტერვიუ

როგორ ცხოვრობს იტალია პანდემიის პირობებში - ინტერვიუ მილანელ ფოტოგრაფთან

როგორ ცხოვრობს იტალია პანდემიის პირობებში - ინტერვიუ მილანელ ფოტოგრაფთან
დომენიკო დონადიო იტალიური მოდის დედაქალაქში ცნობილი და პოპულარული ფოტოგრაფია. მუშაობს ისეთ ცნობილ მოდის ჟურნალებთან, როგორებიც VOGUE და HELLO არიან. გარდა ამისა, აქვს საკუთარი კომპანიაც – ID SUPERAQTIVE.

პანდემიის გავრცელების შემდეგ ცხოვრების ტემპი და სტილი მთელ მსოფლიოში შეიცვალა, მით უფრო, იტალიაში, რომელიც ახლა ერთ-ერთი “ცხელი წერტილია”. დომენიკო მილანიდან საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობს იტალია პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებიან ადგილობრივები უხილავ მტერს:

Domenico Donadio-ს ფოტო.

- მოგესალმებით, დომენიკო. მინდა გითხრათ, რომ ქართველები განვიცდით იტალიაში არსებულ
მდგომარეობას და მთელი გულით გგულშემატკივრობთ. უპირველეს ყოვლისა, გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა ახლა იტალიაში?

- მე მილანში ვცხოვრობ. აქაც და მთელ იტალიაშიც მხოლოდ და მხოლოდ მაღაზიებში წასავლელად გავდივართ გარეთ. გვაქვს ძალიან დიდი შიში და იმედი, რომ მძიმე დღეებს მალე უკან მოვიტოვებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსასვლელად, ჩვენი მედიკოსები კი თავდაუზოგავად, შეუსვენებლივ ზრუნავენ ჩვენზე.

- გარდა ნიღბებისა, რას იყენებთ ვირუსისგან თავდასაცავად?

- ნიღბები ყველაფრისგან ვერ დაგვიცავს. საუკეთესო თავდაცვა შინ დარჩენაა და, რასაკვირველია, ხელების ხშირად დაბანა.

- რამდენია ხანია, რაც თვითიზოლაციაში ხართ?

- პირადად მე უკვე 1 თვეა, სოციალური დისტანცირების მიზნით სახლში ვარ.

- როგორ იცავთ თავს საგანგებო მდგომარეობის პირობებში?

- გარეთ აუცილებლად ნიღბებითა და ხელთათმანებით გავდივართ და ვცდილობთ, დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია. რასაკვირველია, ვიცავთ ერთმეტრიან დისტანციას.
დომენიკო დონადიო
დომენიკო დონადიო


Domenico Donadio-ს ფოტო

- რას აკეთებს იტალიის მთავრობა ასეთ დროს დასახმარებლად?

- გადავადებულია გადასახადები და ჯარიმები და გაიცემა ხელფასები, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი შეჩერებულია.

- რომელი ობიექტები მუშაობენ საგანგებო მდგომარეობის დროს?

- გარდა საავადმყოფოებისა, მუშაობენ პირველადი მოხმარების და სასურსათო მაღაზიები, ბანკები, აფთიაქები და საკურიერო კომპანიები.

- როგორ გაგყავთ დრო სახლში ყოფნისას?

- როგორც ყველას – ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ ან სამზარეულოში ვამზადებ რაიმეს.

- საინტერესოა, დადიან ადამიანები ეკლესიაში?

- აქ ეკლესიები დაკეტილია, თუმცა მესას მაინც ატარებენ, ოღონდ მრევლის გარეშე.

- როგორია სპეციალისტთა ვარაუდი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პანდემია?

- დარწმუნებით ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. ამბობენ, რომ რამდენიმე თვე იქნება საჭირო.


ინტერვიუ მოამზადა ბლოგერმა ნეტო ბენდელიანმა

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოს დაცარიელებული ქვეყნები კარანტინის პერიოდში
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93