ინტერვიუ

"ინგლისიდან მეგობრები მწერენ, რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არ ჯერათ, რომ უფასოა" - რას წერს ორკვირიან კარანტინში მყოფი ქართველი გოგონა

"ინგლისიდან მეგობრები მწერენ, რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არ ჯერათ, რომ უფასოა" - რას წერს ორკვირიან კარანტინში მყოფი ქართველი გოგონა
ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ანა ნი­ჟა­რა­ძე, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლონ­დო­ნი­დან დაბ­რუნ­და და ამ­ჟა­მად, უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სხვა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის მსგავ­სად, კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­კა­რან­ტი­ნო პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლაფ­რის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. ანა ნი­ჟა­რა­ძე კა­რან­ტინ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს.

"რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლედ ვი­ტყვი, ლო­დო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 დღის წინ ჩა­მო­ვე­დი. რო­გორც კი 2 კვი­რი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი მახ­სენ­დე­ბო­და, ვორ­ჭო­ფობ­დი წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი თუ არა. ვიცი, ბევ­რი ქარ­თვე­ლი ფიქ­რობს, ჩა­მო­ვი­დეს თუ არა და ეზა­რე­ბათ კა­რან­ტი­ნის გამო. მათ
გა­სა­გო­ნად მინ­და დავ­წე­რო, ჩა­მო­დით აუ­ცი­ლებ­ლად!



ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე ინ­ფორ­მა­ცია და­ი­დო სა­ელ­ჩოს სა­იტ­ზე (მად­ლო­ბა სა­ელ­ჩოს დრო­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის) და ფრე­ნის წინა დღეს დი­ლით ადრე მო­ვა­ხერ­ხე ყიდ­ვა Georgian Airways სა­იტ­ზე. ასე­ვე მად­ლო­ბა 177£ ღირ­და ბი­ლე­თე­ბი (თირკმე­ლის გა­ყიდ­ვა არ მო­გი­წევთ). გეთ­ვი­კის აე­რო­პორ­ტში მხო­ლოდ ჩვენ ვი­ყა­ვით, ქარ­თვე­ლე­ბი. მოკ­ლედ ჩა­მო­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში. სას­წრა­ფო, უფა­სოდ პირ­ბა­დე­ე­ბი, პო­ლი­ცია, 8 დიდი ავ­ტო­ბუ­სით (და­შო­რე­ბით რომ ვიჯ­დეთ) გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს სას­ტუმ­რო­ში. ყვე­ლა­ფე­რი იყო ზე-ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და წი­ნას­წარ გათ­ვლი­ლი.



დაგ­ვხვდა ძა­ლი­ან მა­გა­რი პი­რო­ბე­ბი, 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო (ნაკ­ლებს არ გვკად­რე­ბენ) აღ­ჭურ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბით, TV, WiFi, სა­წე­რი მა­გი­და და ხმა­გა­უმ­ტა­რი კედ­ლე­ბი სა­მუ­შა­ოდ, "მა­ჩალ­კა" და სა­ვარ­ცხლი­დან და­წყე­ბუ­ლი ნემ­სი და ძა­ფით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დიდი აივ­ნით და ულა­მა­ზე­სი ზღვის ხე­დით, გა­და­სა­რე­ვი სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა იმ­ხე­ლა პორ­ცი­ე­ბი მო­აქვთ, გვე­ში­ნია კარ­ში ვერ გა­ვე­ტე­ვით. ამა­ზეც იზ­რუ­ნეს და სას­წო­რია ყვე­ლა ოთახ­ში. მად­ლო­ბა მზა­რე­ულ მა­ნა­ნას, უგემ­რი­ე­ლე­სი საჭ­მე­ლია. ხინ­კა­ლი-მწვა­დი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვა­ლაფ­რის ყიდ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი სას­ტუმ­რო­დან ან მარ­კე­ტი­დან. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნანა ექი­მი გვი­რე­კავს დღე­ში ორ­ჯერ, აკონ­ტრო­ლებს ჩვენ ჯან­მრთე­ლო­ბას და ინიშ­ნავს ჩვენ ტემ­პე­რა­ტუ­რას. "რე­სეფ­შე­ნის" გო­გო­ნებს, ხა­ტია და მა­რი­ამს მად­ლო­ბა ასე­თი ყუ­რა­დღე­ბის და სით­ბოს­თვის. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93