კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი იზოლაციური გარემო განსაკუთრებით მწვავედ ბავშვების ჯანმრთელობაზე აისახება. ჟანგბადით მდიდარი ჰაერისა და მზის სხივების ნაკლებობა მათ ზრდა-განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
როგორ უნდა იზრუნონ მშობლებმა ბავშვების იმუნიტეტის ამაღლებაზე კარანტინის პირობებში და რომელი კურორტებია რეკომენდირებული ბავშვებისთვის წელს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე AMBEBI.GE პედიატრ ილონა ხიზანეიშვილს ესაუბრა:
- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს სტრესული გარემოს შესახებ. ეს ბავშვს ემოციურ პრობლემებს უქმნის. საერთოდ, ბავშვს აუცილებლად სჭირდება ფიზიკური დატვირთვა, ახალი ემოციები, ახალი გასართობები, რომელიც გარემოს უკავშირდება, ამ ყველაფერს კი იგი იზოლაციის გამო მოკლებულია. ამასთან, თუ ბავშვი მუდმივად კომპიუტერზეა მიჯაჭვული, ეს კიდევ დამატებითი პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი დრო მრავალფეროვნებით დავტვირთოთ, შეძლებისდაგვარად. ეს იმისთვის, რომ ბავშვებს დეპრესია არ განუვითარდეთ. გარდა ამისა, იზოლაციის გამო მათ შეიძლება მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდეთ მშობლებთან და შემდეგ გარემოსთან ადაპტირება გაუჭირდეთ.
ახლა რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას, ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის ნაკლებობა განსაკუთრებულად მწვავედ აისახება ბავშვებზე, რადგან იგი იწვევს ყველა იმ პროცესის შეფერხებას, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თვითიზოლაციის შემდეგ აუცილებელია ბავშვების გასეირნება სუფთა ჰაერზე.
ესპანეთმა დაუშვა რეგულაციები, რომ 12 წლამდე ბავშვები აუცილებლად სუფთა ჰაერზე უნდა გაიყვანონ. სკვერებში, რეკრეაციულ ზონებში და ა.შ. იზოლაცია იწვევს ნივთიერებათა ცვლის მთელ რიგ დარღვევებს, ჟანგოაღდგენითი რეაქციების შეფერხებას, D ვიტამინების გამომუშავების პრობლემას და სხვა მთელ რიგ დარღვევებს. რაც თავის მხრივ იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. ამიტომ აუცილებელია როგორც მთის, ისე ზღვის სუფთა ჰაერი.
- უპირველესად მხედველობაშია მისაღები ბავშვის ასაკი. 2 წლამდე ასაკის ბავშვს მაღალმთიან ჰაერზე ვერ გავიყვანთ. მათთვის უფრო დაბალ და საშუალომთიანი კურორტებია რეკომენდებული. ამ საგანგებო მდგომარეობის გამო კურორტებზე წასვლის დიდი არჩევანი არ აქვთ მშობლებს. თუმცა თბილისის შემოგარენში ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი კურორტები: მანგლისი, კიკეთი, კოჯორი, წყნეთი და ა.შ. ესენი საშუალო და დაბალმთიანი კურორტებია და ჰაერისა და მზის სხივების მიღების მიზნით არაჩვეულებრივი საშუალებაა. მთავარია ბავშვი გაიყვანოთ ჩაკეტილი სივრციდან და მიიღოს ჯანსაღი ჰაერი.
ძალიან კარგია ასევე აბასთუმანი და ბაკურიანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კურორტებს ტყის მასივებიც აკრავს გარს, ჰაერი ოზონით გაჯერებულია, სუფთა და გამჭვირვალეა და ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვების სასუნთქ სისტემაზე. ამასთან მზის სხივებზე გამომუშავდება D ვიტამინი, რომლის დეფიციტი რაჰიტის განვითარებას უწყობს ხელს, იგი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. 3-4 წლიდან ბავშვები უკვე შეგვიძლია წავიყვანოთ მაღალმთიან კურორტებში. გზები რომ გაიხსნება, უნიკალურია ბახმაროს ჰაერი. რაც უფრო მაღალია წნევა, ანუ რაც უფრო მაღალმთიანია კურორტი, იზრდება ძვლის ტვინის ფუნქციის აქტიურობა. ამდენად მნიშვნელოვანია მაღალმთიან კურორტებზე დასვენება. მთის კურორტებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ზღვის ჰაერიც.
არსებობს მოსაზრება, რომ ტენიან გარემოში კორონავირუსი ვერ ცოცხლობს, ამიტომ თუ იქნება საშუალება, კარგი იქნება ზღვის ჰაერიც.
თუმცა მშობელმა აუცილებლად უნდა მოახერხოს დისტანცირებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა როგორც მთის, ისე ზღვის კურორტებზე, სხვა შემთხვევაში შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს, ნებისმიერი კუროტი.
- საერთოდ, იმუნიტეტმა რომ შეასრულოს მისი ჩვეული ფუნქცია - შეებრძოლოს უცხო ბაქტერიებს და დაიცვას ორგანიზმი დაავადებებისგან, უნდა გვქონდეს სრულფასოვანი კვება, ვარჯიში და სრულფასოვანი ძილი. ეს ეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს თავის ავადობის ნორმა აქვს. ზოგჯერ მოდიან მშობლები და მეუბნებიან, რომ აი, ბავში უკვე ხუთჯერ გამიხდა ავად და როგორ ავუმაღლო იმუნიტეტიო.
ბავშის ავად გახდომა გარკვეული პერიოდულობით, არა რა თქმა უნდა ხშირად, ჩვეულებრივი მოვლენაა და იგი განგაშს არ საჭიროებს. უფრო საყურადღებოა, როგორ ებრძვის ბავშვის ორგანიზმი ამ ბაქტერიულ დაავდებებს, ურთულდება თუ მალე გამოდის მდგომარეობიდან. იმისთვის, რომ იმუნიტეტი გვქონდეს წესრიგში და ბავშვის ორგანიზმი კარგად შეებრძოლოს ვირუსებს, საჭიროა პირველ რიგში სრულფასოვანი კვება.
არსებობს ასეთი გამონათქვამი: ზოგჯრ ჩვენი სახლი სავსეა საკვებით, მაგრამ ჩვენ შიმშილი გვკლავს. რატომ? იმიტომ რომ ეს საკვები არასრულფასოვანია. არაც და არამც არ უნდა მივცეთ ბავშვებს ტკბილეული, რომლებიც ნაჯერი ცხიმებითაა გაჯერებული. ასევე მავნებელია ორგანიზმისთვის და აქვეითებს იმუნიტეტს კონსერვატები და ემულგატორებით სავსე ფერადი საკვები.
ისინი კატეგორიულად უნდა ამოვიღოთ კვების რაციონიდან და ბავშვები დავტვირთოთ ნატურალური საკვებით: ხორცით, ხილ-ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებიტ. ამასთან, 3-4 წლიდან ბაშვები უნდა შევაჩვიოთ უკვე ცივი პირსახოცით დაზელვას, ვარჯიშს, 5-10 წუთიან შხაპს და ა.შ. გარდა ამისა, იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი. ჩვენი წინაპრების გამონათქვამი არის სრული ჭეშმარიტება, რომ ბავშვი ძილში იზრდება, თუ ბავშვს არ სძინავს 9-დან 11 საათამდე ზრდის ჰორმონი ნაკლებად გამოიყოფა,
- კორონავირუსი იმდენად უცნაური ვირუსია და იმდენად სწრაფად დაატყდა თავს მსოფლიოს, უცებ დაიწყეს უამრავი კვლევის ჩატარება, მაგრამ ამ კვლევების შედგები მაინც მოსაზრებად შეიძლება ჩაითვალოს... კვლევა დროში უნდა იყოს გაწერილი და მოიცავდეს დიდ საკვლევ ჯგუფს. ას, ორას და თუნდაც ათას კაცზე ჩატრებული კვლევა, თან ასე უმოკლეს დროში, არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნოდ და იგი არის მხოლოდ მოსაზრება. ახლახანს გავრცელდა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი არ არის კორონავირუსის გადამტანი. 200 ბავშვზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვებიდან ოჯახის წევრებზეც არ გავრცელებულა ვირუსი. გაგრძელება