ინტერვიუ

"ნიკას ნელისთვის თვეში 100.000 არასდროს გადაუხდია, ამის საშუალება არ აქვს " - რას ჰყვება ნიკა ბასილაშვილის ძმა?

"ნიკას ნელისთვის თვეში 100.000 არასდროს გადაუხდია, ამის საშუალება არ აქვს " - რას ჰყვება ნიკა ბასილაშვილის ძმა?
მო­ძა­ლა­დე სპორ­ტსმე­ნი თუ პრო­ვო­კა­ტო­რი მო­დე­ლი? ეს კი­თხვა არა­ერ­თხელ გა­ის­მა და პა­სუხს სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ზე მი­ი­ღებს; სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი კი უარს აცხა­დებს, რამე თქვას თა­ვი­სი შვი­ლის დე­და­ზე.

რო­გო­რია ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი კორ­ტებს მიღ­მა, ვის მი­უ­ძღვის დიდი წვლი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის წარ­მა­ტე­ბა­ში და რა მოხ­და მას­სა და ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის? - "კვი­რის პა­ლიტ­რის" კი­თხვებს ჩოგ­ბურ­თე­ლის ძმა თენ­გიზ (თენ­გო) ბა­სი­ლაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- ნი­კას ცხოვ­რე­ბა ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა დალ­ხე­ნი­ლი მო­ეჩ­ვე­ნოს, რად­გან უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძნე­ლი და დიდი გზა გა­ი­ა­რა, აქამ­დე რომ მო­სუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ზე დიდი
დაბ­რკო­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი ფაქ­ტო­რი იყო. ჩოგ­ბურ­თი მუდ­მი­ვად მო­ი­თხოვს ტურ­ნი­რებ­ზე სი­ა­რულს, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯი უნდა გა­ი­ღო. ამას ემა­ტე­ბა სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, კორ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა და ბევ­რი სხვა.

მა­მამ გა­და­წყვი­ტა, ჩვე­ნი ოჯა­ხის მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი ნი­კას ჩოგ­ბურ­თის­თვის მო­ეხ­მა­რე­ბი­ნა. მან შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო! მა­შინ ამე­რი­კა­ში წას­ვლა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, ნიკა კი 12 წლის იყო, მა­მას­თან ერ­თად რომ წა­ვი­და. ამის­თვის ნო­დარ­მა სეს­ხი აიღო, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­ყი­და, ნა­თე­სა­ვე­ბიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ... ნი­კამ პირ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა 14 წლის ასაკ­ში Orange Ball-ის ტურ­ნირ­ზე მი­ი­ღო. იქ საფ­რან­გე­თის ჩოგ­ბურ­თის აკა­დე­მი­ის ერთ-ერთი აგენ­ტი და­ინ­ტე­რეს­და და პა­რიზ­ში მი­იწ­ვია. ერთი წელი იქ იყო, მაგ­რამ მა­ინც ამე­რი­კა ით­ვლე­ბა ჩოგ­ბურ­თის ქვეყ­ნად. ამი­ტომ უკან დაბ­რუნ­და.

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ჩოგ­ბურთში გა­დას­ვლა სპორ­ტსმე­ნის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი ეტა­პია. ბევ­რმა ჩოგ­ბურ­თელ­მა სწო­რედ ამ დროს და­ა­ნე­ბა თა­მაშს თავი, მაგ­რამ მამა ნი­კას ამ პე­რი­ოდ­შიც ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა.

- და­ო­ჯა­ხე­ბამ რა როლი ითა­მა­შა ნი­კას სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში?


- ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. ით­ქვა, თით­ქოს ნე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ნი­კას წარ­მა­ტე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ნი­კას წარ­მა­ტე­ბა­ში, ჩოგ­ბურ­თის წე­სებ­ში მა­ინც ხომ უნდა ერ­კვე­ო­დეს?!

ძა­ლი­ან მძი­მეა ის ბრალ­დე­ბა, რა­საც ნი­კას ნელი უყე­ნებს, რად­გან ვინც იც­ნობს, ყვე­ლამ იცის, რომ ნიკა და აგ­რე­სია ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან შორს არი­ან. ნი­კას ჩა­მოს­ვლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ლუ­კა­სის ნახ­ვა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. სულ ენატ­რე­ბა ბავ­შვი და ბევრ ტურ­ნირ­ზე თქვა უარი, შვი­ლი რომ ენა­ხა.

- ცოლ-ქმარს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და?


- ნე­ლის­თან ცხოვ­რე­ბის დროს მას ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებ­ზე არას­დროს ულა­პა­რა­კია. ნე­ლის­თვის თვე­ში 100.000 ლა­რიც არას­დროს გა­და­უხ­დია. ეს იმ­ხე­ლა თან­ხაა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, მაგ­რამ თა­ვის ოჯახს არა­ფერს აკ­ლებ­და.

- რა მოხ­და 21 მა­ისს ავ­ჭა­ლა­ში?


- კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში მთე­ლი ოჯა­ხი ავ­ჭა­ლა­ში ვი­ყა­ვით. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ცუ­დად იხ­სე­ნებს კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდს, მაგ­რამ ჩვენ ისე გვყავ­და ნიკა მო­ნატ­რე­ბუ­ლი, პი­რი­ქით, გვი­ხა­რო­და, რომ აქ იყო. ერ­თად ვა­ტა­რებ­დით დროს. ხან საჭ­მელს ვა­კე­თებ­დით, ხან ჩოგ­ბურთს ვთა­მა­შობ­დით. ბავ­შვი ძა­ლი­ან ენატ­რე­ბო­და, მაგ­რამ ლუ­კა­სი ნე­კამ კა­ხეთ­ში, თა­ვის მშობ­ლებ­თან გაგ­ზავ­ნა და მის ნახ­ვას ვერ ახერ­ხებ­და, თუმ­ცა ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­ტენ­ზია არც ჰქო­ნია. კა­რან­ტი­ნი რომ მო­იხ­სნა, ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­ახ­ლა. იმ დღეს ნე­ლის­თან ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად ერ­თად მი­ვე­დით. არ მინ­დო­და, მარ­ტო მი­სუ­ლი­ყო, რად­გან ნე­ლის­გან ცუდს ყო­ველ­თვის ვე­ლო­დით.

- ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის­გან ად­რეც ყო­ფი­ლა პრო­ვო­კა­ცია?


- ყო­ფი­ლა... ბავ­შვის ნახ­ვის სა­ა­თე­ბი ამო­წუ­რუ­ლი არ იყო, რომ ავ­ჭა­ლა­ში, ჩვენს სახ­ლში შე­მო­იჭ­რა. ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტან­საც­მლის მო­სა­ტა­ნად მო­ვი­და. ნელი ამ­ბობს, ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად მი­ვე­დიო... ჩემი აზ­რით, ეს და­გეგ­მი­ლი იყო. ნელი და­უ­კი­თხა­ვად არას­დროს მო­სუ­ლა ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის სახ­ლში. კა­მე­რა­ში ნათ­ლად ჩანს, რომ ნე­ლი­ზე არა­ვის უძა­ლა­დია. ეს ტყუ­ი­ლია! სა­სა­ცი­ლოა, თით­ქოს მა­მა­ჩე­მი გა­ე­კი­და. მას ორი­ვე მუხ­ლზე მე­ნის­კი აქვს, აჩ­ქა­რე­ბით სი­ა­რუ­ლიც კი არ შე­უძ­ლია...

თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ნე­ლის პრო­ვო­კა­ცია გა­მო­უ­ვი­და - მთელ ოჯახ­ზე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი გა­მო­ი­წე­რა, თით­ქოს ჩვენ მივცვივ­დით ნე­ლის და არა - პი­რი­ქით. ამას და­ე­მა­ტა ნი­კას და­კა­ვე­ბა, რაც ძა­ლი­ან მძი­მეა ოჯა­ხის­თვის. ამან შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ სპორ­ტულ ას­პა­რე­ზო­ბებ­ში ხე­ლიც შე­უ­შა­ლოს, რად­გან მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93