"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს
ვინ არის ნანკა კალატოზიშვილის ბედნიერების ვარსკვლავი
"მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს. პერიოდულად უმძაფრდება პესიმიზმი. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, მისი მრისხანება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს. უკიდურესად ცნობისმოყვარეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.
- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მეცნიერების მიმართ ინტერესი მეტ-ნაკლებად მაქვს.
- ჯიუტი ხარ?
- ბავშვობაში საშინლად ჯიუტი ვიყავი. ასაკი რაც უფრო მომემატა, ამ თვისებამ ჩემს ხასიათში გამოკვეთილი ფორმა თანდათან დაკარგა. ოჯახში სიჯიუტით ბავშვობაშიც დიდად არ გამოვირჩეოდი, რადგან მიგებდნენ. ზოგადად კი, ეს თვისება ხასიათში იმდენად გამჯდარი იყო, რომ ერთხელ სათამაშო ვირი მაჩუქეს, - ძალიან საყვარელია, თან ხასიათით მას ჰგავხარო.
- "ერთი შეხედვით, თითქოს ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, ყველაფერი ძალუძს, მაგრამ ხშირად საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო უსუსურ სიტუაციებშიც ვარდება".
- რაც შეეხება ჩემს მორიდებულობას, ეკრანზე საკუთარ თავს ვერ ვუყურებ.
- რატომ?
- ამ დროს მრცხვენია თუ რა მჭირს, არ ვიცი. უცნაურია, მაგრამ კომპლიმენტების მიღებაც არ შემიძლია, ამ დროსაც მრცხვენია.
- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?
- ისეთი საოცარი შვილი მყავს, ცოტათი უხერხული იქნება, ვთქვა, ბედნიერ ვარსკვლავზე არ ვარ დაბადებული-მეთქი. დანის რომ ვუყურებ, ვერ აღვწერ, რა მემართება, ისაა ჩემი ბედნიერების ვარსკვლავი. გაგრძელება