ინტერვიუ

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე
ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რი მი­იჩ­ნევს, რომ გა­უ­მარ­თლა, რად­გან დღეს საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებს, რო­მე­ლიც მისი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თად ნა­წილს შო­პინ­გში, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და სწავ­ლა­ში ხარ­ჯავს. ცდი­ლობს, სხვა­დას­ხვა, პა­ტარ-პა­ტა­რა ნიჭი გა­ნა­ვი­თა­როს, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ბავ­შვო­ბა­ში არ ჰქო­ნია...

ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რი:

- ფუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა მცი­რე ასა­კი­დან­ვე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რად­გან ჩვე­ნი სა­მუ­შაო სფე­რო საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია: წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის - ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სიც სა­ჭი­როა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გახ­ვი­დე, გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი "აიღო"... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვე­ნი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს
გაგ­ვი­მარ­თლა - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. პა­ტა­რა ასა­კი­დან შევ­ძე­ლით, და­მო­უ­კი­დებ­ლად გვე­ცხოვ­რა. ფეხ­ზე მყა­რად დავ­დე­ქი.

- როცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოჩ­ნდი, სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­დი. ამ პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა იმი­ტომ გა­და­წყვი­ტე, რომ მო­მა­ვალ­ში სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გქო­ნო­და?


- ალ­ბათ, ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ იმ წრე­ში ვტრი­ა­ლებ და ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარს! ბავ­შვო­ბა­ში, თუ ვინ­მეს ეგო­ნა, რომ ცეკ­ვა ჩემ­თვის მხო­ლოდ ჰობი იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი გახ­ლდათ. უბ­რა­ლოდ, იმ პე­რი­ოდ­ში არც მი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის პე­და­გო­გი გავმხდა­რი­ყა­ვი და ამით ფული მე­შო­ვა, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ ამ საქ­მე­ში აუ­ცი­ლებ­ლად ბევრ დროს, ენერ­გი­ას დავ­ხარ­ჯავ­დი... ვინც სკო­ლას ამ­თავ­რებს, იმ სფე­რო­ზე ფიქ­რობს, რაც გარ­კვე­უ­ლი დო­ზით სა­ინ­ტე­რე­სო და ასე­ვე, შე­მო­სავ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. სტო­მა­ტო­ლო­გო­ბა ჩემ­მა ძმამ მირ­ჩია, რად­გან თა­ვად სტო­მა­ტო­ლო­გია, რუ­სეთ­ში მუ­შა­ობს. უბ­რა­ლოდ, მი­თხრა, - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, უნდა სცა­დოო... მეც ვცა­დე. სხვა­თა შო­რის, ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იყო. უბ­რა­ლოდ, მერე პე­და­გო­გო­ბის "გე­მოც" გა­ვი­გე...  გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93