- არ ვიცი, მართლა ყველანაირ წესს ვიცავდი. ბოლო
ერთი კვირა სახლში ჩავჯექი და მეგობრებთან ერთადაც კი არსად არ წავსულვარ. დაბადების დღეებიც კი გავაცდინე. თუნდაც ორი და სამი ადამიანის შეკრებასაც კი არ დავსწრებივარ. ზომები რომ გავამკაცრე, მერე დავინფიცირდი. დანარჩენი, როგორც ყველა, მეც დავდიოდი აფთიაქსა და მაღაზიაში. ერთადერთი - ბავშვი გავიყვანე სასეირნოდ ჰაერზე. ორბელიანზე ვისეირნეთ, იქაც არაფერს შევხებივართ.
- სიმპტომები როგორ გამოგივლინდათ?
- თავის ტკივილი დამეწყო და წნევა რომ გავიზომე, მაღალი მქონდა. ღამე სიცხე რომ მომცა, ეგრევე განვმარტოვდი, იზოლაციაში გადავედი და შემდეგ ტესტიც გავიკეთე და დამიდასტურდა. ოჯახის წევრებიდან საბედნიეროდ არავინ დაინფიცირებულა.
- თქვენი ფოტო ვნახე სოციალურ ქსელში და ინფექციურში გადიოდით მკურნალობას?
- არა, ერთი დღე ვიყავი მარტო. უჰაერობამ შემაწუხა და ნერვებს ავყევი, ძალიან შემეშინდა. დილას ჰაერი რომ არ მეყო, ვიფიქრე ფილტვების ანთება არ ყოფილიყო და ჩემით მივედი ინფექციურში. კატე გადამიღეს და არ მაქვს ანთება. მეორე დღესვე გამომწერეს. ერთადერთი დაღლილობა მაწუხებს, ძალა არ მაქვს. ახლა სიცხეც აღარ მაქვს და აღარც თავი, ძვლები და კუნთები მტკივა. ყველაფერი გავიარე, ახლა მეშვიდე დღე მაქვს. სახლში გავდივარ მკურნალობას, მარტო ვუვლი თავს. გაგრძელება
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.