ინტერვიუ

როგორ მკურნალობს კოვიდინფიცირებული მანიკა ასათიანი

როგორ მკურნალობს კოვიდინფიცირებული მანიკა ასათიანი
"ასე, გა­ღი­მე­ბუ­ლი დავ­ხვდი და ღი­მი­ლით­ვე გა­ვა­ცი­ლებ!" - ეს სტა­ტუ­სი მო­დელ და ტე­ლე­წამ­ყვან მა­ნი­კა ასა­თი­ანს ეკუთ­ვნის. კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვს დღეს შე­ურთდა და ამ­ბობს, რომ ოპ­ტი­მის­ტუ­რად შეხ­ვდა ვირუსს, რომ­ლის გა­მოც, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მსოფ­ლი­ო­ში პან­დე­მია გა­მო­ცხად­და.

AMBEBI.GE მა­ნი­კა ასა­თი­ანს ესა­უბ­რა:

- ჩემი სი­ძის­გან გა­და­მე­დო ვირუ­სი, მისი ერთ-ერთი კონ­ტაქ­ტი ვი­ყა­ვი. რო­გორც კი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად და­უ­დას­ტურ­და, იზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვე­დი და სიმპტო­მე­ბი ნელ-ნელა და­მე­წყო. დღეს უკვე მე­ო­თხე დღეა და ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ცხე არ მაქვს, მაგ­რამ დავ­კარ­გე ყნოს­ვა, გე­მოს შეგ­რძნე­ბა ისევ
მაქვს. ცოტა გუ­ლიც მაქვს აჩ­ქა­რე­ბუ­ლი. თა­ვი­დან ყელი ჩა­მე­ხე­ხა, მტკი­ო­და.


- მე­უღ­ლე და შვი­ლი რო­გორ არი­ან?

- უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მე­უღ­ლის პირ­ვე­ლი ტეს­ტი უარ­ყო­ფი­თია, არა­და ორი­ვე ჩემი სი­ძის კონ­ტაქ­ტე­ბი ვი­ყა­ვით. უარ­ყო­ფი­თია ჩემი დის ტეს­ტიც. ჩემი შვი­ლის პა­სუ­ხი ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

- კლას­ტე­რი თუ გყავს?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა, კვი­რას ვი­ყა­ვი ბო­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და მა­შინ ყვე­ლა ლო­გი­კით ჯერ გა­დამ­დე­ბი არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. თუმ­ცა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დღეს ტეს­ტი მა­ინც გა­ი­კე­თეს.

- ექიმ­თან თუ გა­ი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია?

- დიახ და ვიცი, რო­გორც უნდა მო­ვიქ­ცე გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამ ეტაპ­ზე ვსვამ ბევრ სუფ­თა წყალს, ვი­ღებ D და C ვი­ტა­მინს. ასე­ვე რო­გორც ჩა­ი­ში, ისეც მი­ვირ­თმევ ლი­მონს. მი­თხრეს, რომ ძა­ლი­ან კარ­გია ამ დროს სი­ა­რუ­ლი. კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე უარი ვთქვი, რად­გან სახ­ლში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. სრუ­ლი­ად იზო­ლი­რე­ბუ­ლი ვარ, ცალ­კე სვე­ლი წერ­ტი­ლი მაქვს და აი­ვა­ნი, სა­დაც ვა­ხერ­ხებ სი­ა­რულს. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93