ინტერვიუ

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში
მწე­რალ ოტია იო­სე­ლი­ა­ნის გვა­რის გამ­გრძე­ლებ­ლის, შვი­ლიშ­ვი­ლის - ოტია იო­სე­ლი­ა­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის, ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ და­ი­წყო. ნუ­ცამ ერთი და­ნახ­ვით შეძ­ლო მისი გუ­ლის მო­გე­ბა. თა­ვად ოტი­ას თუ ჰკი­თხავთ, რო­გორ მო­ხიბ­ლა ნუ­ცამ, გე­ტყვით, - ღი­მი­ლით, თვა­ლე­ბი­თა და კი­დევ იმით, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოო. წყვილ­მა ოჯა­ხის შექ­მნა მა­ლე­ვე გა­და­წყვი­ტა.

- რამ­დე­ნად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, იყო ბა­ბუ­ის მო­სა­ხე­ლე და გა­აგ­რძე­ლო დიდი ოტი­ას გზა?

- ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოს, რომ მარ­ტი­ვია და თქვას, რა ენაღ­ვლე­ბა, ოტი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი­აო,
მაგ­რამ ასე არ არის. რთუ­ლია გა­აგ­რძე­ლო იმ კა­ცის გზა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ შე­იყ­ვა­რა.

- რო­გო­რი ბა­ბუა იყო?

- ძა­ლი­ან მკაც­რი გახ­ლდათ. ჩვენ არ გვქო­ნია სტან­დარ­ტუ­ლი, ქარ­თუ­ლი ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვი­ლო­ბა. ის ყო­ველ­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო თა­ვი­სი საქ­მით და ჩვენ­თვის დრო არ რჩე­ბო­და. მა­შინ გული მწყდე­ბო­და, მაგ­რამ ახლა ვხვდე­ბი, ჩემ­თვის რომ დიდი დრო და­ეთ­მო, მთა­ვა­რი საქ­მის კე­თე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებ­და. მე ვი­ყა­ვი მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი და ალ­ბათ ხვდე­ბით, რო­გორ ვუყ­ვარ­დი. უყ­ვარ­და სხვა შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც, მაგ­რამ მას ჩვენ შო­რი­საც, ისე­ვე რო­გორც ოჯა­ხის სხვა წევ­რებს შო­რის, ზღვა­რი ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი, ეს ზღვა­რი არ ჰქონ­და მხო­ლოდ მკი­თხველ­თან. ერთი სი­ტყვით, ძა­ლი­ან მკაც­რი იყო, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა უჭირ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, რო­გორ ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში მი­დი­ო­და და თურ­მე პე­და­გო­გებს ეკი­თხე­ბო­და, ამ ბი­ჭის­გან დად­გე­ბა რა­მეო? ამას მე არა­სო­დეს მაგ­რძნო­ბი­ნებ­და.

- ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლე გყავთ, ნუცა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­გორც ბლო­გე­რი, ისე გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა. ხში­რად მის ღი­მილს მზე­საც ადა­რე­ბენ. ნუ­ცას ათა­სო­ბით "გა­მომ­წე­რი" ჰყავს, ყვე­ლა და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი მის მი­მართ. სად იპო­ვეთ ეს სა­ო­ცა­რი გოგო?

- თვი­თონ მი­პო­ვა (იცი­ნის). ნუცა მუ­ზე­უმ­ში მო­ვი­და სტუმ­რად და ალ­ბათ, ეს იყო ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი.

ნუცა:

- ჩემ­თვის ასე არ იყო, თუმ­ცა, რო­გორც ოტია ამ­ბობს, და­მი­ნა­ხა და მიხ­ვდა, რომ მე ვი­ყა­ვი მისი ადა­მი­ა­ნი, იმ დღი­დან და­ი­წყო ჩემი გუ­ლის მო­გე­ბა.

- გაც­ნო­ბი­დან რამ­დენ ხან­ში გთხო­ვათ ხელი?

- ხელი ძა­ლი­ან მალე მთხო­ვა, იმა­ზე მა­ლეც კი, ვიდ­რე ხდე­ბა ხოლ­მე, გაც­ნო­ბი­დან 2 თვე­ში. რთუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. მე აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ვარ, ოტია - და­სავ­ლე­თი­დან. ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი და კულ­ტუ­რა მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. გარ­და ამი­სა, ვი­ცო­დი, რომ იო­სე­ლი­ა­ნე­ბი რთუ­ლი ხალ­ხი იყო და ეს კი­დევ ცალ­კე გა­მოწ­ვე­ვა გახ­ლდათ ჩემ­თვის. ოტი­ას არა­სო­დეს მო­უ­ტყუ­ე­ბია და არ და­უ­ხა­ტავს ზღა­პა­რი ლა­მაზ ფე­რებ­ში, ის ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეს მე­უბ­ნე­ბო­და. ამ­ბობ­და, რომ მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბო­და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ გა­მოგ­ვდის.

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93