- არაშენდაში ჩემს მეგობრებთან სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ეს სოფელი საგურამოდან ხუთი წუთის სავალზეა. პირველ რიგში, საგურამოსგან განსხვავებით, სიმშვიდემ მომხიბლა. ჩემთვის საგურამო ნაკლებად კომფორტულია დასასვენებლად იმიტომ, რომ ქალაქს წააგავს თავისი ცხოვრების წესით.
...ოჯახის ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელთანაც მირონი მაკავშირებს და რომელიც არაერთი კეთილი საქმითაა ცნობილი, დამასაჩუქრა თანხით. ფაქტობრივად, მისი წყალობით ავაშენეთ სახლის მნიშვნელოვანი ნაწილი. მამა სახლის დამთავრებას ვერ მოესწრო. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი გადაუხურავი დარჩა და ზიანდებოდა. შემომითვალეს, მყიდველი გამოჩნდა და რას იზამო? აი, მაშინ ჩემს თავს, უფრო კი მამას შევპირდი, რომ სახლს აუცილებლად დავამთავრებდი, ასე ძალიან რომ უნდოდა. იყო ერთი ფაქტორიც. მამას გარდაცვალებით შოკირებულები ვიყავით, ისეთი საყრდენი მუხა გამოგვეცალა ხელიდან და უცბად დიდი ოჯახი დავიშალეთ. გაზაფხული იდგა, რაღაც უცნაური ძალა მომეცა და ვთქვი: წელს, ზაფხულში ჩვენ ერთად ავალთ საგურამოში. ყველას გაუკვირდა, სახლი დაუმთავრებელი იყო. თბილისის ბინა ბანკში ჩავდე, რომლის ვალი ჯერ არ გამისტუმრებია, მაგრამ მიღირდა.
იხილეთ სრულად