ინტერვიუ

"ვიცოდი, დადგებოდა დღე, როცა ჩემს კუთხეში დავბრუნდებოდი" - თბილისიდან ხევსურეთში წასული 24 წლის მასწავლებელი

"ვიცოდი, დადგებოდა დღე, როცა ჩემს კუთხეში დავბრუნდებოდი" - თბილისიდან ხევსურეთში წასული 24 წლის მასწავლებელი
"აქ ყოფნისას საკუთარი თავი და ადამიანების ბუნება გავიცანი" "აქ ყოფნისას საკუთარი თავი და ადამიანების ბუნება გავიცანი"

მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ქალაქისკენ მიიწევენ, 24 წლის მარგარეტ დაიაურმა ქალაქურ ცხოვრებას მშობლიურ მხარეში დაბრუნება ამჯობინა და შატილში გადავიდა საცხოვრებლად. პროფესიით სამკაულების დიზაინერი მარგარეტი ახლა შატილის საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის მოხალისე მასწავლებელია და ყოველდღე მთისა და ბუნების სიყვარულით ტკბება. მარგარეტს თავის საინტერესო ცხოვრებაზე სასაუბროდ, შატილში
დავუკავშირდით:

მარგარეტ დაიაური:

- ესთეტიკის მოყვარული ვარ. სოფელში, ქალაქში, ქუჩაში - ყველგან სილამაზეს, უბრალოებასა და საინტერესო რამეს ვეძებ, ემოციებს ვაგროვებ. ყველაზე მეტად გულწრფელი, კეთილი და ზრდილობიანი ადამიანები მიყვარს. თითქმის 2 წელიწადია, რაც შატილში გადავედი საცხოვრებლად. ეს გადაწყვეტილება სოფელში დარჩენილი მოსწავლეებისა და ჩემი კუთხის სიყვარულისთვის მივიღე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მთა და ხევსურეთი. ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ დადგებოდა დღე, როცა ჩემს კუთხეში დავბრუნდებოდი.



- ხშირად ახალგაზრდები ქალაქისკენ მიდიან. თქვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა - საყვარელ კუთხეს დაუბრუნდით. მოგვიყევით თქვენი ამბავი...
- იცით, ახლა ვფიქრობ, რომ ქალაქს, ისევე, როგორც სოფელს, თავისი ხიბლი აქვს. თუ ახალგაზრდებს ქალაქი უყვართ და სოფელში არ უნდათ ცხოვრება, არანაირი პრობლემა არაა. სადაც ბედნიერად და კომფორტულად გრძნობენ თავს, იქ უნდა იცხოვრონ. აუცილებელი არ არის, ყველა მთაში წავიდეს და სოფელს დაუბრუნდეს. რთულია, მოწყდე თანამედროვე ცხოვრების წესს და ნახევარი საუკუნით უკან დაბრუნდე, დაბრუნდე უშუქობაში, უინტერნეტობაში, უგზოობაში და ცხოვრება ამ სტილით განაგრძო. მე მიყვარდა მთა და ყოველთვის ძლიერი მიჭაჯვულობა მქონდა. ჩემი ბავშვობის ყველაზე საინტერესო მოგონებები ხევსურეთს უკავშირდება და ამიტომ ვარ ახლა აქ.

- რა თქვეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა?
- მათ იცოდნენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი ხევსურეთში მასწავლებლობაზე და როდესაც სკოლა და შემდეგ - უნივერსიტეტი დავამთავრე, ვერაფერი დამაბრკოლებდა, უარი მეთქვა იმ დროისთვის ყველაზე დიდი სურვილის ასრულებაზე. განშორების სევდის გარდა, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო - გაიგეს, მიიღეს და მხარი დამიჭირეს.



- თქვენს ერთ-ერთ პოსტში წავიკითხე, რომ შატილი არასდროს გენახათ. პირველი ჩასვლა, პირველი ემოცია თუ გახსოვთ?
- როდესაც შინ, ბარგით და პროდუქტით დატვირთული, შატილში წასასვლელად მანქანას ველოდებოდი, ზუსტად მაშინ დამირეკა მეგობარმა და მითხრა, რომ სკოლაში ხანძარი გაჩნდა და იწვოდა. ისიც მითხრა, რომ სწავლა ჯერ ვერ დაიწყებოდა. ეს იყო დაუჯერებელი და ძალიან ემოციური მომენტი ჩემთვის. მკითხა, დავრჩებოდი თუ მაინც წავიდოდი მათთან მასწავლებლად. ცხადია, არ გადავიფიქრე და უფრო მეტი მოტივაციით გავემგზავრე შატილისაკენ.

შუაღამისას ავედით. ვერაფერი დავინახე - ვერც კოშკები, ვერც მთები, საერთოდ ვერ აღვიქვი გარემო. ამიტომ საკუთარ კუთხეში დაბრუნების შეგრძნებები იმ დღეს საერთოდ არ მქონია. შეგრძნებები და ემოციები მერე დამეუფლა, როცა ჩემი ბავშვები და ხალხი გავიცანი. იხილეთ სრულად...
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93