გელა გნოლიძის „ღამის შოუს ბენდის“ წევრი თათა გიორგობიანი ძალიან ლამაზი გოგონაა და ეკრანზე ხშირად ჩნდება თამამად ჩაცმული.
თათამ საკუთარ თავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექსუალურობა ცუდი არ არის.
„არ ვთვლი, რომ სექსუალობა ცუდი რამ არის. ქალს სხვადასხვა მხარე აქვს და სექსუალურობა ერთ-ერთია. თუ ვინმე ჩემში მხოლოდ ამ მხარეს ხედავს, ეს მისი პრობლემაა. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიის მაგისტრანტი ვარ, სამ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობ და მათ შორის, ფინანსური მარკეტინგის განხრით. ჩემს გვერდს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს. ვინ რას დაინახავს, მათი საქმეა და მათი აღქმის დიაპაზონით განისაზღვრება“, - აღნიშნა თათამ ჟურნალ "თბილისელებთან" ჩაწერილი ინტერვიუს დროს.