ინტერვიუ

"ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: 33 წლამდე, როცა ვიცოცხლე დიაბეტთან ერთად, შემდეგ მოვკვდი და გავცოცხლდი ამ დაავადების გარეშე" - თამუნა ქორქია

"ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: 33 წლამდე, როცა ვიცოცხლე დიაბეტთან ერთად, შემდეგ მოვკვდი და გავცოცხლდი ამ დაავადების გარეშე" - თამუნა ქორქია
თამუნა ქორქია, რომელიც მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, ტელეკომპანია „პირველ არხთან“ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის - დიაბეტის შესახებ ჰყვება, რომელსაც 14 წლის ასაკიდან ებრძვის.

"40 წლის ვარ და ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: 33 წლამდე, როცა ვიცოცხლე დიაბეტთან ერთად, შემდეგ მოვკვდი და გავცოცხლდი ამ დაავადების გარეშე.

ექთანმა მითხრა, სადაც ანალიზები გაიკეთე, არ თქვა, რომ დიაბეტი გაქვს, რადგან ვერ გათხოვდებიო… ჩემი ოჯახის განწყობაზე, დამოკიდებულებაზე მივხვდი, რომ რაღაც არ იყო კარგად. როცა მივედი ექიმებთან და ამიხსნეს, რა და როგორ,
მართლა შოკი იყო, დიდი სტრესი. დროის მიხედვით უნდა ჭამო, ინსულინი უნდა იკეთო. უცბად წარმოუდგენელ ამბავში მოვხვდი. ბეჯითად ვასრულებდი ყველაფერს. მეგონა, თუ ერთი წამით გადამიცდებოდა, უბედურება დატრიალდებოდა…

მილიონ ექიმთან ვარ ნამყოფი. ზოგი რას მეუბნებოდა, ზოგი - რას. ზოგი ამბობდა, სიმსივნეაო, ზოგი – შიდსის ანალიზი გაუკეთეთო. წარმოუდგენელი რამ გავიარე. არ ვიცი, აგრესია მქონდა თუ პროტესტი, 14 წლისამ თმა მთლიანად გადავიპარსე…

საზღვარგარეთ დამისვეს უმძიმესი ფორმის დიაბეტის დიაგნოზი. დავიწყე ამასთან შეგუება, მაგრამ შემდეგ ჩემს თავს ძალიან ცუდად მოვექეცი, დავაიგნორე… მთელი ცხოვრება ექიმებთან ურთიერთობამ აგრესია გამიჩინა. დავაიგნორე დიაბეტი, თითქოს არ მქონდა… ძალიან ცუდად ვიქცეოდი. მეგონა, არაფერი მომივიდოდა.

ერთი დღე და ღამე გადადებული ვიყავი. ორივე თირკმელი გამეთიშა. ტვინში წავიდა სეფსისი. ვეღარც ვსაუბრობდი. იყო პერიოდი, როცა რაღაცები მესმოდა. ეს იყო ყველაზე დიდი მარტოობის შეგრძნება… აზრზე რომ მოვიდოდი, ჩემს დას ვეუბნებოდი, ჩემს თავთან ტიროდა ხოლმე, გამიშვი, ნუ მაწვალებ-მეთქი… მგზავრობასაც ვერ გაუძლებსო, ამბობდნენ, მაგრამ ავსტრიაში გადამაფრინეს… სიკვდილს გამომტაცეს ხელიდან… დიალიზზე შემაერთეს…“- ამბობს თამუნა.

მისივე თქმით, ორი წელი ელოდებოდა თირკმლის გადანერგვას და შვიდსაათიანი ოპერაციის შემდეგ, როდესაც გადანერგვა დასრულდა, ის  გამოჯანმრთელდა და ექიმებმა უთხრეს, რომ დიაბეტი აღარ აქვს…

„აღარასდროს აღარ ვარ ცუდ ხასიათზე“, -  ამბობს თამუნა ინტერვიუში.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ეკკკ
რამდენი წვალება გამოუვლია,,, სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო იმიტომ რომ ამას იმსახურებ
12:26 / 04-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93