ინტერვიუ

"გავიგე, რომ ჩემს ირგვლივ ყველამ ყველაფერი იცოდა და ხმას არავინ იღებდა. ეს ამბავი დაივიწყეს..."

"გავიგე, რომ ჩემს ირგვლივ ყველამ ყველაფერი იცოდა და ხმას არავინ იღებდა. ეს ამბავი დაივიწყეს..."
"ჩვენი შეხვედრა იმდენად ემოციური იყო, რომ ორივე ვტიროდით. რუსლანი შოკში იყო, არ სჯეროდა, რომ გვიპოვა"

სოციალურ ქსელში ჯგუფი "ვეძებ" არსებობს, სადაც დაკარგული ადამიანები ძმებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს ეძებენ. ნინო ბაძგარაძე თავის ამბავს ჯგუფის წევრებს უყვებოდა, ის ნახევარ ძმას ეძებდა, ბევრი რამ არ იცოდა, ხალხის იმედი ჰქონდა, სჯეროდა რომ ძმას აუცილებლად იპოვნიდა. პოსტის დადებიდან ორ კვირაში, ჯგუფის წევრების დახმარებით, რუსეთში ბიჭს მიაგნეს, ინფორმაცია დაემთხვა და ნინომ წლების უნახავი ძმა იპოვა.

ამ ამბის მოსასმენად კი მას
იტალიაში დავუკავშირდით:

- საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან ვარ, თუმცა ამჟამად იტალიაში ვცხოვრობ. სულ რამდენიმე დღეა, ძმა ვიპოვე, ახლაც ემოციებში ვარ და პირველად ვყვები ამბავს, რომელიც 1975 წელს დაიწყო.

მე-12 კლასში ვიყავი, როდესაც ბიცოლაჩემი გვესტუმრა, საუბარში მითხრა ნინო შენ ძმა გყავს და მის დედას სურს, რომ ის მოძებნოო. დავიბენი. პატარა ვიყავი და ამ ამბავს ნამდვილად არ ველოდი. შინ ეს აზრი გამოვთქვი. დედამ მითხრა, დაანებე მაგ საკითხს თავიო, მივხვდი არ ესიამოვნა. ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო, ცუდ დროში ვცხოვრობდით, გაშვილებული ბავშვების რცხვენოდათ და მათ შესახებ ყველაფერს მალავდნენ.

მეც გავჩერდი და ოჯახში ეს ამბავი წლების განმავლობაში მივივიწყეთ. სულ ვფიქრობდი, სად იყო და რას აკეთებდა ჩემი ძმა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ხელთ არაფერი მქონდა, მისი სახელიც კი არ ვიცოდი. მამაჩემი 18 წლის იყო, როდესაც სოფელ საირხედან პირველი ცოლი - ეთერი შეირთო. ეთერი 16 წლის იყო და ოთხი თვის ორსულმა მამა დატოვა და წავიდა. მამამ ერთ წელში ახალი ოჯახი შექმნა და დედაჩემი მოიყვანა ცოლად.

როგორც მოგვიანებით გავიგე, მამამ იცოდა ეთერის ორსულობაზე და ისიც გაიგო, რომ ქალმა ბავშვი გააშვილა - 1975 წელს გოგონამ იმშობიარა. მშობიარობიდან მეორე დღეს ეთერის დედის ძმამ და ცოლმა, ბიძამ და ბიცოლამ თოთო ბავშვი წამოიყვანეს და უთხრეს, რომ ბიჭს ისინი გაზრდიდნენ და როდესაც ბიჭი 16 წლის გახდებოდა, მას სიმართლეს ეტყოდნენ, მანამდე კი ეთერის თავს მამიდად გააცნობდნენ. ეს შეთანხმება შედგა, თუმცა იმ საუბარში მამა არსად მოიაზრებოდა, ჩემი ძმისთვის ბიოლოგიური მამის გაცნობას არ აპირებდნენ.

გოგონას ბიძა და ბიცოლა ასაკში იყვნენ, ბავშვი არ უჩნდებოდათ და ჩემი ნახევარი ძმა, რუსლანი თავის შვილად გაზარდეს. ეთერის ბიცოლა რუსი იყო და მალევე ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, რუსლანიც თან წაიყვანეს და პერიოდულად საქართველოს სტუმრობდნენ ხოლმე. როდესაც რუსლანი საქართველოში იყო, ეთერი მას ნახულობდა, ტკბილეულობას ჩუქნიდა და ცდილობდა, მის გვერდით ყოფილიყო, თუმცა ბიჭი წამოიზარდა და როდესაც შეკითხვების დასმა დაიწყო, ბიცოლამ და ბიძამ საქართველოში ჩამოსვლა შეწყვიტეს. მალევე ტელეფონის ნომერი გამოცვალეს და ეთერიმ მათი კვალი დაკარგა.

მაშინ რთული პერიოდი იყო, ამხელა ქვეყანაში ერთ ადამიანს მარტივად ვერ იპოვიდი. ჩემს ძმას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ბოლოს, ბიოლოგიური დედისგან წერილი 20 წლის წინ მიიღო და მას შემდეგ მასზე არაფერი იცოდა. ის გაიგო, რომ ნაშვილები იყო, მოგვიანებით ისიც უთხრეს, რომ საქართველოდან იშვილეს და მასზე დედამ უარი თქვა...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93