თუ სოციალურ ქსელში ვიდეოდან სასიამოვნო ხმით ახალგაზრდა გოგო გესაუბრებათ და მოკლე ვიდეოში რაღაცის გაკეთებას გასწავლით, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, ეს ვლოგერი ნინო ჯანიძე იგივე, "Janini_channnel"-ის გვერდია, რომელიც უკვე ერთი წელია ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო და განსხვავებულ ვიდეობს იღებს. ნინო ქალბატონებს, ძველი ნივთების გაცოცხლებაში ეხმარება, სახლისა და ავეჯის განახლებას ასწავლის და ბიუჯეტურ რჩევებს გასცემს. ამ საინტერესო გოგოს თავის ბლოგსა და ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.
ნინო ჯანიძე:
- გაეცანით ჩვენს მკითხველს
- ნინო ჯანიძე, DIY ბლოგერი, მაქვს ჩემი არხი "იუთუბზე" და ინსტაგრამზე, სადაც ჩემს გამომწერებს ვუზიარებ იდეებს, ვიდეო მასტერკლასებს თუ როგორ გავაკეთოთ ყველაფერი საკუთარი ხელით და დაბალი ბიუჯეტით. მაქვს რამდენიმე რუბრიკა და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რუბრიკა ძველი ნივთების განახლებაა. ამ რუბრიკის ფარგლებში, ძველ ნივთებს, რომლებიც ამოღებულია ხმარებიდან ვანახლებთ და ვჩუქნით ახალ სიცოცხლეს.
- საინტერესოო სოციალური ქსელი გაქვთ, იდეებით დატვირთული როდის და როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?
- ჩემს გვერდს ინსტაგრამზე "Janini_channnel" ჰქვია, გვერდი უკვე ერთი წლის გახდა. ეს ყველაფერი კარანტინის პერიოდში დავიწყე. აქამდე საქართველოში მსგავსი "იუთუბ" არხი არ ყოფილა, პირველი ვიყავი, საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა და მოწონებაც. იდეა გაჩნდა, როდესაც საახალწლო ნაძვის ხე გავაკეთე, მის ირგვლივ მატარებელი მოძრაობდა და საოცრება გამოვიდა.
პატარა საშობაო სოფელი მოვაწყვე, გაკეტების პროცესით ყველა დაიტერესდა, მკითხეს რა მასალები გამოვიყენე და მაშინ გამიჩნდა იდეა რომ ჩემი საქმიანობა გადამეღო, მსგავსი ვლოგი გამკეთებინა და ჩემს მაყურებელს არა მარტო ნაძვის ხის გაკეთებას ვასწავლიდი, არამედ მოვიცავდი ყველაფერს, თუ რაიმე შეიძლება ადამიანის ხელებმა გააკეთოს.
- საზოგადოებას ბიუჯეტურ დაა საჭირო რჩევებს აძლევთ, ამ ყველაფერს თქვენ ქმნით თუ გყავთ ინსპირაცია?
- თითოეული მასტერკლასი, რომელიც ვლოგზე მაქვს წარმოდგენილი მთლიანად ჩემი ხელით არის დამზადებული, არის შემთხვევები, როდესაც იდეა მე მეკუთვნის ან გამომწერები მწერენ, რომ იქნებ რაიმე გვასწავლოო და ასევე ყოფილა შემთხვევა გამომწერების თხოვნით ტრენდული, მოდური ნივთები გამიკეთებია, რა თქმა უნდა, ჩემი ინტერპრეტაციით, რაღაც ჩემი ნიშა რომ ჰქონდეს. სხვის ვიდეოს არასდროს ვაზიარებ, სულ ვცდილობ ყველაფერი ჩემით გაგაკეთო და ის გავაზიარო.
- სამი ნივთი რის გარეშეც თქვენი საქმიანობა შეუძლებელია....
- პირველ რიგში ტელეფონი, იმისთვის რომ მქონდეს მუდმივი კონტაქტი ჩემს გამომწერებთან, მე მათ ვეუბნები სად შეიძნონ მასალები, რამდენი დაჯდება და სხვა. ვფიქრობ, ეს დეტალები მნიშნველოვანია ყველასთვის. შენ უნდა სცე პატივი შენს გამომწერებს რომ უკან იგივე მიიღო.
მეორე ნივთი არის ცხელი სილიკონის თოფი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩემი მოღვაწერობა და სულ თან დამაქვს. მესამე ნივთი ცოტა რთულია გამოვყო, რადგან ბევრი რამე მჭირდება მაგრამ ერთ-ერთი არის მაკრატელი, რომელიც ასევე ყოველთვის მჭირდება. მოდით, ბოლოში გავაერთიანებდი ყველა ნივთს, ჩაქუჩს, ბრტყელტუჩას და სხვას.
- რა დადებითი თვისება აქვს ხელნაკეთ ნივთებს?
- ჩემი საქმიანობა არის დიდი განტვირთვის საშუალება, ზოგს ჰგონია, როდესაც ხელსაქმით ვარ დაკავებული დამღლელია, უთქვამთ, ამის ნერვები სად მაქვსო, თუმცა ეს არის ის, რაც მართლა ამშვიდებს ნერვებს. შეიძლება არაფერი დაგიჯდეს ნივთი, არ იყოს განსაკუთრებული, მაგრამ მას დიდი ემოცია მოქონდეს. შეიძლება ვერ გამოვიდეს ისეთი როგორიც ნაყიდი მაგრამ ის, მაინც იმაზე ძვიფასი იქნება ვიდრე ნებისმიერი ნაყიდი ნივთი.
- რას ნიშნავს თქვენთვის ის საქმიანობა, რომელსაც ყოველდღე აკეთებთ?
- ეს საქმიანობა,რასაც მე ვემსახურები ჩემთვის არის ემოციების წყარო, თვითონ კეთების პროცესში მე ვიღებ უდიდეს ენერგიას. დაგეგმვის მომენტიდან შედეგის ნახვამდე ისეთი სასიამოვნოს ჩემთვის რომ მიჭირს სიტყვებით გდმოცემა. ამას ემატეა ის, რომ რაღაც ახალს რომ გავაკეთებ, გამომწერებს ვუზიარებ და მათგან თბილ, დადებით ემოციას მიიღებ.
- მალე აღდგომა მოვა, რაიმე რჩევას ხომ არ გაგვიზიარებთ, როგორ გავზარდოთ ჯეჯილი ან როგორ მივიღოთ მკვეთრი ფერები სააღდგომო კვერცხებისთვის
- აღდგომისთვის ჯეჯილი უკვე დაგვიანებიულია, მაგრამ სამომავლოდ რომ გაითვალისწინოს ჩვენმა მკითხველმა, უმჯობესია, ხორბალი წინა ღამით დაალბოთ, თბილ წყალში. 24 საათი დატოვებთ გაღვივდება და უფრო მალე ამოვა. არის შემთხვევები, როდესაც ხორბალს უჭირს ამოსვა და ეს ჩვენი ბრალი არ არის. ჩემს გამომწერებს, განსაკითრებით მოსწონთ კვერცხის ნაჭუჭში ჩათესილი ჯეჯილი და ამის გაკეთების ვიდეოც შეუძლიათ ჩემს გვერდზე ნახონ.
- რომელია თქვენს მიერ შექმნილი ხელნაკეთ ნივთებს შორის საუკეთესო და რატომ?
- ძალაინა მიჭირს გამოვყო რომელი ნივთი უფრო მიყვარს. ქვებით აწყობილი დეკორაციებით დაწყებული ეზოს ავეჯით დამთავრებული. ხშირად მეკითხებიან რატომ არ ვყიდი, იმიტომ რომ მენანება, ამას არ ვაკეთებ ბევრს და მინდა მეც მქონდეს. ცოტა ეგოისტური დამოკიდებულებაა, მაგრამ იმით ვამართლებ, რომ ამის გაკეთებას თქვენც გასწავლით. მაინც გამოვყობ ჩემს საახალწლო ნაძვისხეს, რომლითაც გამიცნო საზოგადოებამ და რომელიც განსაკუთრებით მოსწონს ყველას.
- ეს ყველაფერი საინტერესოა, თუმცა მკითხველს ისიც დააინტერესებს როგორ ცხოვრობს და როგორი ადამიანია ნინო ჯანიძე ინსტაგრამის მიღმა?
- ნინო ჯანიძე ვლოგის მიღმა არის ზუსტად ისეთი როგორიც არის ვლოგზე, ჩემი გამომწერები ისეთს მიცნობენ, როგორიც სახლში ვარ. მე არ შემიძლია ადამიანს გავეცნო ნაწილობრივ, ვერ ვთამაშობ. ამ ეტაპზე ვლოგერობაა ჩემი საქმიანობა და ჩემი ცხოვრების უმთავრესი საქმიანობა შვილების გაზრდა, მათი განვითარება, მათთან ერთად თამაში და განვითარებაა. სამწუხაროდ, ვლოგის გამო დროის სიმცირეს განვიცდი, მაგრამ მაინც ყოველთვის ვპოულობ დროს რომ ერთად ვითამაშოთ, ვისეირნოთ და უარი არაფერზე ვუთხრა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>