პოპულარულ სერიალში ამჯერად მკაცრი, საქმეზე ორიენტირებული და ზედმეტად წესრიგის მოყვარული ქალის როლი შესთავაზეს. ისიც დასთანხმდა, რადგან რაც უფრო არ ჰგავს მას პერსონაჟი, მით უფრო სიამოვნებს ასეთ როლზე მუშაობა... დღეს ნიჭიერი მსახიობის ნანა ბუთხუზის გმირი "ჩცდ"-ს "კომენდანტია" და მის გარშემო ცდილობს, საკუთარი წესები დაამკვიდროს.
რას ამბობს თავის პერსონაჟზე, მისი რა თვისება აქვს, რით განსხვავდება ამ ქალბატონისგან - ამ და სხვა კითხვებზე მსახიობი თავად საუბრობს.
- ეს ქალი ისეთი კატეგორიის ადამიანია, რომელიც ან ძალიან გიყვარს და მოგწონს, ან კატეგორიულად არ მოგწონს და ვერ იტან. შუალედური აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძირითადად, მგონია, რომ აზრი მხოლოდ ორად იყოფა... მოეწონება მას, ვისაც უყვარს ძლიერი, მკაცრი თუ საშიში ქალები, ზოგი ძალიან გაღიზიანდება და მისთვის ის აუტანელი იქნება.
მაგრამ, მგონი, თავად ასეთი ადამიანები იმაზე არ ფიქრობენ, ვინმეს უყვართ ისინი, თუ არა. მათთვის მნიშვნელოვანია მიზანი - ემსახურებიან კონკრეტულ საქმეს, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ამ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებენ. მთავარია, შედეგს მიაღწიონ. მთავარია, გააკეთონ ის, რაც უნდათ, რომ გამოუვიდეთ.
- როდესაც სცენარისტისგან ეს პერსონაჟი მიიღეთ, მგონია, რომ ის ასეთად მაინც თქვენ დახვეწეთ, მთელი თავისი თვისებებით გამოძერწეთ...
- ამ ფსიქოტიპის ქალის თამაში, მისი "ძერწვა" ჩემთვის ძალიან საინტერესო შემოთავაზება იყო. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული უნარ-ჩვევების ადამიანია. ასეთ დროს ბევრად საინტერესოა პერსონების ძიება, მათი გაგება და გამართლება, რომელთა თვისებები, ერთი შეხედვით, უარყოფითია. არადა, გმირს თუ არ გაუგე და არ გაამართლე, მას ვერ ითამაშებ. აქედან გამომდინარე, დავიწყე ჩემი გმირის თხზვა...
სცენარისტი ისე საინტერესოდ წერს, რომ იმის საშუალებას მაძლევს, უფრო საინტერესოდ შევქმნა. ეს ერთობლივი სამუშაო პროცესია. თუმცა მე ამ ქალს ვხედავ, ვგრძნობ, მესმის, როგორ ლაპარაკობს, როგორი ტემპი აქვს, როგორ მოძრაობს. როცა მსახიობი ამ ყველაფერს აცოცხლებს, სცენარისტს მეტი სურვილი უჩნდება, პერსონაჟი საინტერესოდ განავითაროს. ეს კი, როგორც ვთქვი, ერთობლივი მუშაობის შედეგია. მოკლედ, მასზე მეც დამოუკიდებლად ვმუშაობ და უკვე შემიყვარდა კიდეც...
- მისი რაიმე თვისება თუ გაქვთ?
- ერთი, რაც შეიძლება, მქონდეს, მეც ასეთივე თავგანწირვით ვარ ჩაფლული და ბოლომდე ჩაშვებული საქმეში, თუმცა მისგან განსხვავებით, მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს - ოჯახი, შვილები და ამ ყველაფერს საქმესთან ვათავსებ. ზოგადად წესრიგი მეც მიყვარს, ადამიანმა საკუთარი თავი უნდა მართო და აკონტროლო, ეს აუცილებელია, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენო შენი ძალაუფლება... მე რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, ჩემი მეუღლის სახით, როგორიც შემხვდა, შეიძლება არ ვყოფილიყავი დაოჯახებული და ვყოფილიყავი მარტო...
ძალიან ერთგული და საქმის მორჩილი ადამიანია. ვიმეორებ, მეც ჩემს საქმეში ბოლომდე ვიხარჯები და საკუთარ თავს მაქსიმალურს ვთხოვ, რომ მიზანს მივაღწიო, შედეგი მაღალ ხარისხში დავდო და მაყურებელი იყოს ძალიან კმაყოფილი. ალბათ, ამ ქალის მიზანიც ის არის, რომ წესრიგი დაამყაროს გარშემო, იმ მოცემულობაში და იმ ყოფაში, რაშიც ცხოვრობს.
- ოჯახი, შვილები ახსენეთ... როგორ აფასებენ ამ სერიალში თქვენს ნამუშევარს?
- ოჯახის დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია. მგულშემატკივრობენ, ზოგადად ჩემს საქმიანობას გულშემატკივრობენ. უხარიათ, რომ ვარ ამ სერიალში, მოსწონთ, აინტერსებთ. მეკითხებიან, შემდეგ შაბათს მორიგ სერიაში ვიქნები თუ არა? კადრში ჩემს დანახვაზე ეღიმებათ... სამი შვილი მყავს - უფროსი ბიჭი 19 წლისაა, შუათანა ბიჭი - 15 წლისა, უმცროსი გოგონა - 8 წლის გახლავთ. ისე, ბიჭებს დიდად არ უყვართ ტელევიზორის ყურება და ემოციების გამოვლენაში ცოტა თავშეკავებულები არიან. უფროსმა შვილმა მითხრა, - კარგი მსახიობი ხარ, მაგრამ ეკრანზე მიჭირს შენი ყურებაო. დედა ვარ და ალბათ, ამიტომ. ჩემი თანდასწრებით არა, მაგრამ შეიძლება, ჩუმად უყურებს, არ ვიცი. გოგონა კი ბოლომდე ჩართულია, მგულშემატკივრობს, ბედნიერია, ემოციებს გამოხატავს, უხარია, სერიალში რომ მხედავს.

პოპულარულ სერიალში ამჯერად მკაცრი, საქმეზე ორიენტირებული და ზედმეტად წესრიგის მოყვარული ქალის როლი შესთავაზეს. ისიც დასთანხმდა, რადგან რაც უფრო არ ჰგავს მას პერსონაჟი, მით უფრო სიამოვნებს ასეთ როლზე მუშაობა... დღეს ნიჭიერი მსახიობის ნანა ბუთხუზის გმირი "ჩცდ"-ს "კომენდანტია" და მის გარშემო ცდილობს, საკუთარი წესები დაამკვიდროს.
რას ამბობს თავის პერსონაჟზე, მისი რა თვისება აქვს, რით განსხვავდება ამ ქალბატონისგან - ამ და სხვა კითხვებზე AMBEBI.GE-ს მსახიობი თავად პასუხობს.
- ეს ქალი ისეთი კატეგორიის ადამიანია, რომელიც ან ძალიან გიყვარს და მოგწონს, ან კატეგორიულად არ მოგწონს და ვერ იტან. შუალედური აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძირითადად, მგონია, რომ აზრი მხოლოდ ორად იყოფა... მოეწონება მას, ვისაც უყვარს ძლიერი, მკაცრი თუ საშიში ქალები, ზოგი ძალიან გაღიზიანდება და მისთვის ის აუტანელი იქნება.

მაგრამ, მგონი, თავად ასეთი ადამიანები იმაზე არ ფიქრობენ, ვინმეს უყვართ ისინი, თუ არა. მათთვის მნიშვნელოვანია მიზანი - ემსახურებიან კონკრეტულ საქმეს, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ამ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებენ. მთავარია, შედეგს მიაღწიონ. მთავარია, გააკეთონ ის, რაც უნდათ, რომ გამოუვიდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

09:11 / 23-01-2021

"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით

09:04 / 20-03-2021

"ჩემი მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც ახლა..." - როგორია "პუსკუნას" ცხოვრება ეკრანს მიღმა და რას ამბობს სასცენო პარტნიორზე?

19:55 / 10-06-2021

"წლების წინ, ადამიანთან პლუსების დასაწერად რაღაცის თქმა შემეძლო და ამან ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდო" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ქუჩის ბიჭი მათე" ჩცდ-დან