"ომსაც ხომ აქვს თავისი კანონი, იმასაც კი არ იცავენ, ამას მხეცებიც კი არ სჩადიან!.. უმოწყალოდ ხოცავენ სხვის შვილებსაც და საკუთარ ხალხსაც. ერთ მხარესაა მთელი ცივილიზებული სამყარო და მეორე მხარეს - არაადეკვატური, უგუნური, ბოროტი ძალა, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს, წვავს, კლავს...“ - ამბობს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, რომელმაც რუსეთ-უკრაინას შორის ომსა და მიმდინარე პროცესებზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა და ამ გულისტკივილზე "კვირის პალიტრასთან" გულახდილად ისაუბრა:
- შეძრწუნებული, გულმოკლული, სასოწარკვეთილი ვარ. წარმოუდგენელი ბოროტებაა ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. თუმცა არ მიკვირს, რადგან, სამწუხაროდ, რუსეთის თავდასხმა, ომი, სისასტიკე, დაუნდობლობა ჩვენ ბევრჯერ გამოგვიცდია... ისტორიულ და ლიტერატურულ გმირებს არაერთხელ გამოუხატავთ გაკვირვება, ამხელა ტერიტორიის მქონე ქვეყანას რად უნდა სხვისი ტერიტორიებიო. მეც იმავეს ვიტყვი! ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ ამოსუნთქვის და, უბრალოდ, სიცოცხლის საშუალება მისცენ მსოფლიოს და საკუთარ მოქალაქეებსაც?! ის, რაც დღეს, 21-ე საუკუნეში, უკრაინაში ხდება, ყველანაირი ადამიანური თუ სამართლებრივი წესის დარღვევაა. ეს დანაშაულია კაცობრიობის წინაშე! ომსაც ხომ აქვს თავის კანონი, იმასაც კი არ იცავენ... ბავშვების დახოცვა - ამას მხეცებიც არ სჩადიან! ეს ბუნების კანონის დარღვევაა... უმოწყალოდ ხოცავენ სხვის შვილებსაც და საკუთარ ხალხსაც. ერთ მხარესაა მთელი ცივილიზებული სამყარო და მეორე მხარეს - არაადეკვატური, უგუნური, ბოროტი ძალა, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს, წვავს, კლავს...
იხილეთ სრულად