"არ ვიცი, მსახიობმა ქალმა რა უნდა გესაუბროთ, ყველამ ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი და კატეგორიულად არ მსურს, სადმე გამოვჩნდე, მეც ჩემი აზრები გამოვთქვა... საშინელება ხდება, მაგრამ რა გიშველოთ ნინელი ჭანკვეტაძემ? როგორც თქვენ ხართ დაზაფრული, ისე ვარ მეც! არ ვიცი, რა არის გამოსავალი, ერთადერთი, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ვილოცოთ, ღმერთი თუ გვიშველის. მე სხვა ალტერნატივა არ მაქვს, სხვანაირად არ ვფიქრობ...", - აღნიშნა "კვირის პალიტრასთან" საუბარში მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, რომელიც მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ასე ეხმაურება:
- მთელ საქართველოში უამრავი უკრაინული დროშაა გამოფენილი, ჩვენი, ქართველი ბიჭები უკრაინაში არიან საომრად წასულები და სამწუხაროდ, მსხვერპლი იყო... მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებაც გავწიეთ. გაჭირვებაზეც, ჩვენი შვილების მომავალზეც, ტკივილზეც და ასე შემდეგ, თუ ყველა გულით ვილოცებთ და ღმერთს ხმას მივაწვდენთ, რაღაც გვეშველება.
კოვიდი გადავიტანე, 40 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი და თუ ასეთი რამ ადამიანს არაფერს აჩვენებს, დასკვნა არ გამოაქვს და კიდევ ბაქიბუქი, ამ ქვეყნის არევა, ომი უნდა ჩემს საქართველოში და - ერთ წრეზე ტრიალი, იტრიალოს! მე ერთადერთი, რაც შემიძლია, სანთელს დავანთებ, რომ საქართველოში სიყვარულმა და ღვთის იმედმა დაისადგუროს.
არანაირი სოციალური ქსელით არ ვსარგებლობ, ზედმეტ საუბრებს რომ არ ვუსმინო... მაქვს ჩემი საქმე, ოჯახი, ჩემი ქვეყანა მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შესაძლებელია ერთი ჩვეულებრივი ადამიანისგან. მეტი არც ამბიცია მაქვს და არც არაფრის სურვილი! ძალიან დამაზარალა ავადმყოფობამ და ჩემი ენერგიის ყოველ გრამს ვუფრთხილდები, რათა კარგ საქმეში და სიკეთეში გამოვიყენო...
მარხვაა, ვნების კვირა იწყება და არავის განკითხვა არ მსურს! ასეთ თემებზე საუბარი ჩემს სიმშვიდეს და წონასწორობას მძალიან მეშინია, ომი საქართველოშიც არ იყოს... ნამდვილად მეშინია, რადგან ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ეგ საშინელება... ამ თემებზე არსად ვაკეთებ კომენტარს, რადგან ცოტა არ იყოს, მატრაკვეცობად მეჩვენება ახლა საუბარი. ვინმეს საქმის გაკეთება თუ შეუძლია, გააკეთოს! მე, როგორც მოგახსენეთ, ვლოცულობ, უფლის იმედით ვარ! ერთადერთი, რაც მაიმედებს ომზეც, შფოთზეცაკარგვინებს... ამიტომაც, არც ერთი ტელევიზიის არხზე, პრესაში არ ვჩანვარ. მშვიდად ვიყოთ და პატრიარქს დავუჯეროთ, ბოლოსდაბოლოს! რამდენჯერაც არ დავუჯერეთ, იმდენჯერ რაც მოხდა, კი ვნახეთ!
გაგრძელება