ინტერვიუ

„მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ“ -რუსა მორჩილაძე ცხოვრებისა და გადატანილი მძიმე დაავადებების შესახებ

„მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ“ -რუსა მორჩილაძე ცხოვრებისა და გადატანილი მძიმე დაავადებების შესახებ

ამ­ჯე­რად ბა­თუმ­შია, ის­ვე­ნებს, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად კონ­ცერ­ტე­ბიც აქვს, 10 აგ­ვის­ტოს მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. ამ­ბობს, რომ დას­ვე­ნე­ბას მშვე­ნივ­რად შე­უ­თავ­სა ეს სა­კონ­ცერ­ტო სამ­ზა­დი­სი...

კომ­პო­ზი­ტორ რუსა მორ­ჩი­ლა­ძის სიმ­ღე­რე­ბის რი­ცხვმა თით­ქმის 5000-ს მი­აღ­წია და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰი­ტია. ამ­ბობს, რომ 25 წლის და­წე­რი­ლე­ბი, ახალ თა­ო­ბა­საც მოს­წონს და კონ­ცერ­ტებ­ზე მათ­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა... მოკ­ლედ, თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით მსმე­ნე­ლამ­დე ახ­ლოს მი­ვი­და. მან ეს შეძ­ლო...

ბევ­რმა არც იცის, რომ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა, მათ შო­რის სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბი.

"რაც შე­ე­ხე­ბა სმე­ნის პრობ­ლე­მებს, ეს არ არის ახა­ლი ამ­ბა­ვი, ძა­ლი­ან დიდი

ხნის წინ იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მჭირ­დე­ბო­და, ანუ სმე­ნა, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მექ­მნა პრობ­ლე­მა. ამ და­ა­ვა­დე­ბას ჰქვია ოტოსკლე­რო­ზი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მა­ნამ­დე არც მსმე­ნია. ის ეტა­პობ­რი­ვად გან­ვი­თარ­და ორი­ვე ყურ­ში და თით­ქმის სა­მოც­და­ა­თი პრო­ცენ­ტით და­მაკ­ლდა ყურ­თას­მე­ნა. თა­ვი­დან ვა­ტყობ­დი ცოტ-ცოტა პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ ბო­ლოს ძა­ლი­ან რომ შევ­წუხ­დი ჩემ­მა მე­ბო­ბარ­მა სულ ძა­ლის­ძა­ლით მო­მიგ­ვა­რა ყვე­ლა­ფე­რი და გა­მიშ­ვა გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც გა­ვი­კე­თე ორი­ვე ყურ­ში ოპე­რა­ცია და ამ­ჟა­მად მაქვს იმპლან­ტე­ბი. ახლა კარ­გი სმე­ნა მაქვს..." - ამ­ბობს რუსა მორ­ჩი­ლა­ძე ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში.

მისი ცხოვ­რე­ბა და ბრძო­ლა მარ­თლაც სა­მა­გა­ლი­თოა.

- ალ­ბათ, ერთი ხელი გვე­ყო­ფა იმ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ჩა­მო­სათ­ვლე­ლად, ვი­საც ბოლო 20 წე­ლი­წად­ში ამ­დე­ნი სიმ­ღე­რა აქვს შექ­მნი­ლი, რო­გორც თქვენ...

- თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, ერთი ხე­ლიც არ არის სა­ჭი­რო, ერთი თი­თიც გე­ყო­ფათ, რად­გა­ნაც სა­სიმ­ღე­რო ჟანრ­ში ჩემ­ზე მეტი სიმ­ღე­რა მარ­თლა არა­ვის და­უ­წე­რია, თო­რემ კლა­სი­კუ­რი ფორ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა, სხვებს მე­ტიც ჰქონ­დეთ. კი, ეს სი­მარ­თლეა - სა­სიმ­ღე­რო ჟანრ­ში ჩემ­ზე მეტი ნამ­დვი­ლად არა­ვის შე­უქ­მნია...

- რო­დის მო­დის მუზა და როცა მო­დის, სიმ­ღე­რა მა­შინ­ვე იწე­რე­ბა?

- მუზა მა­შინ მო­დის, როცა არის იდეა. როცა რა­ი­მე­ზე ვბრაზ­დე­ბი, რა­ი­მე მი­ხა­რია, - ეს ჩემ­თვის რა­ღა­ცის შექ­მნის სა­წყი­სი, იმ­პულ­სი და გარ­კვე­უ­ლი ფლუ­ი­დია. ყვე­ლა­ფე­რი ჯამ­ში კი იდე­აა იმის­თვის, რომ სიმ­ღე­რა დავ­წე­რო. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღა­ცა­ზე ვი­დარ­დო და ამა­ზე აე­წყოს მთე­ლი ამ­ბა­ვი, ფი­ლო­სო­ფია. ეს ხომ იდე­ე­ბია? შეკ­ვე­თაც იდე­აა. ამ დროს მო­დის რა­ღაც ბგე­რე­ბის "სიგ­ნა­ლი“, რაც მერე ტვინ­ში იხარ­შე­ბა და შე­საძ­ლოა, 6 თვის, ერთი წლის მერე დავ­წე­რო. ისე, არ არის, რომ იდე­ას ფუნ­თუ­შა­სა­ვით ვა­ცხობ. რო­გორც ვთქვი, ეს იმ­პულ­სე­ბი, ფლუ­ი­დე­ბი, იდე­ე­ბია... მუ­სი­კა ჩემ­ში ღრმა ბავ­შვო­ბა­ში გაჩ­ნდა. იმ წლებ­ში მუ­ზე­ბი ჩემ­თან თა­ვის­თა­ვად და­ბო­დი­ა­ლობ­დნენ, მაგ­რამ უკვე იმ ასაკ­ში, როცა შენ­ში რა­ღა­ცე­ბი წყნარ­დე­ბა და ბა­ლანსდე­ბა, ყვე­ლა­ფერს ალა­გებ და უკვე იდე­ე­ბის დო­ნე­ზეც და­დი­ხარ.

წაიკითხეთ სრულად

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93