ინტერვიუ

„სახლი საქართველოშიც მაქვს და ბელარუსშიც... მეც შემიძლია სახლის საქმეების კეთება, მაგრამ დამხმარეები მყავს...“ - ქეთა თოფურია ოჯახზე, ქმარსა და კარიერაზე

„სახლი საქართველოშიც მაქვს და ბელარუსშიც... მეც შემიძლია სახლის საქმეების კეთება, მაგრამ დამხმარეები მყავს...“  - ქეთა თოფურია ოჯახზე, ქმარსა და კარიერაზე

უკვე წლე­ბია რაც ქეთა თო­ფუ­რია რუ­სეთ­ში სტა­ბი­ლუ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად მისი ორი ქორ­წი­ნე­ბი­სა, მა­ინც ახერ­ხებს, რომ ყვი­თე­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იშ­ვი­ა­თად მო­ექ­ცეს. რუ­სულ მე­დი­ა­ში ასე­ვე იშ­ვი­ა­თად ქვეყ­ნდე­ბა ქე­თას ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. ამ­ჯე­რად ერთ-ერთი რუ­სუ­ლი სა­ი­ტი მომ­ღე­რა­ლის ვრცელ ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. გთა­ვა­ზობთ შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას, სა­დაც თო­ფუ­რია, ოჯახ­სა და შვი­ლებ­ზე სა­უბ­რობს:

- პან­დე­მი­ამ რა­ი­მე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა თქვენს სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ებ­სა და შე­მო­სა­ვალ­ზე?

- დიახ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში, მერე ნელ-ნელა ყვე­ლა­ფერ­მა და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და ახლა აღ­დგა. თუმ­ცა, თუ ადრე იყო, მა­გა­ლი­თად, 15 კონ­ცერ­ტი, ახლა

არის 8 კონ­ცერ­ტი.

- ისე­თი მა­გა­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფი ხართ, რომ არც ერთი პან­დე­მი­ის არ გე­ში­ნი­ათ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ერთ დროს თა­ვად ალა პუ­გა­ჩო­ვა მო­დი­ო­და კონ­ცერ­ტებ­ზე. ბოლო დროს მას­თან ხომ არ გი­სა­უბ­რია?

- არა, მას­თან არ და­მი­რე­კავ, არც თა­ვად დამ­კავ­ში­რე­ბია, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მე­ნატ­რე­ბა ალა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამ ქალ­მა დიდი როლი ითა­მა­შა A"Studio ჯგუ­ფის ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ, ჩვენ მხო­ლოდ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს მის მი­მართ.

- რო­გორც ვი­ცით, თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია მა­თე­მა­ტი­კა­ს კარ­გად სწავ­ლობს...

- ოლი­ვია 7 წლი­საა, მარ­თლა ღრუ­ბე­ლი­ვით ით­ვი­სებს ყვე­ლა­ფერს. სამი წლი­სამ იცო­და წერა-კი­თხვა, რო­დე­საც ნულ კლას­ში შე­ვიყ­ვა­ნეთ. ნი­ჭი­ე­რია და უყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა. რა თქმა უნდა, 7 წლის ასაკ­ში უკვე ჩნდე­ბა ტე­ლე­ფო­ნე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, რაც ყუ­რა­დღე­ბას უფან­ტავს ბავ­შვებს. მეს­მის, რომ ჩვენს დრო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ჯე­ტე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა - სამ­ყა­რო უკვე შე­იც­ვა­ლა. მე­ში­ნია, რომ მან არ და­კარ­გოს ინ­ტე­რე­სი მა­თე­მა­ტი­კის მი­მართ, რო­მე­ლიც მას ბე­ბი­ის­გან გა­და­ე­ცა. ის იყო წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ქი­მი­კო­სი. არ მინ­და, რომ ის მომ­ღე­რა­ლი იყოს. რა თქმა უნდა, ჩემ­თვის, ამ სფე­რო­ში მისი მხარ­და­ჭე­რა უფრო ად­ვი­ლია, მაგ­რამ ეს რთუ­ლი ცხოვ­რე­ბაა. გა­რე­დან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ არაფ­რის და­გეგ­მვა არ შე­გიძ­ლია. შვე­ბუ­ლე­ბა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გაქვს, პლუს ტუ­რე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შუ­რით გი­ყუ­რე­ბენ.

რა თქმა უნდა, თუ მას­ში მუ­სი­კა­ლურ ნიჭს და­ვი­ნა­ხავ, არ გა­ვუქ­რობ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით 7 წლი­საა და ეს არ შე­მიმ­ჩნე­ვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახ­ლა­ხან ჩემს ქა­ლიშ­ვილს თა­ვად გა­უჩ­ნდა სცე­ნა­ზე გას­ვლის სურ­ვი­ლი. და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო, ანი­მა­ტო­რი მიკრო­ფო­ნი აიღო და მთე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იმ­ღე­რა. ახლა ჩოგ­ბურ­თის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე შე­ვიყ­ვა­ნე, მინ­და, რომ კარგ ფი­ზი­კურ ფორ­მა­ში იყოს. ის ისე­თი გამ­ხდა­რია, რო­გორც მე ვი­ყა­ვი ბავ­შვო­ბა­ში.

- შარ­შან ვა­ჟიც შე­გე­ძი­ნათ. რო­გო­რია იყო ორი შვი­ლის დედა?

- ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ბიჭი და­ი­ბა­დე­ბა, სულ სხვა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამ გან­სხვა­ვე­ბას ბი­ჭ­სა და გო­გოს შო­რის არ ვგრძნობ, მაგ­რამ ვგრძნობ, რით გან­სხვავ­დე­ბა მე­ო­რე შვი­ლი პირ­ვე­ლის­გან. რო­დე­საც ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ მუ­ცელ­ში იყო, მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ნამ­დვილ დე­დობ­რივ სიყ­ვა­რულს მა­ინც ვერ ვგრძნობ­დი, რად­გან არ ვი­ცო­დი ეს გრძნო­ბა. მე­ო­რე შვი­ლი რომ შე­მე­ძი­ნა, უკვე დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლით მიყ­ვარ­და, როცა მუ­ცელ­ში იყო. და სა­ერ­თოდ, მე­ო­რე შვილ­თან ყვე­ლა­ფე­რი უფრო ად­ვი­ლია. გარ­და ამი­სა, ადა­მი პან­დე­მი­ის დროს და­ი­ბა­და და მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­და, გვერ­დი­დან არ მოვ­შო­რე­ბი­ვარ...

ისე­თი პა­ტა­რა კა­ცია - აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის. ახლა მარ­თლაც ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბავ­შვე­ბის თა­ო­ბაა. ის უკვე წლი­ნა­ხევ­რის არის, მაგ­რამ ერთი წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი იცის. ჩემი ვაჟი მა­მა­ჩე­მის ას­ლია, მაგ­რამ ქე­რათ­მი­ა­ნი - მე ბავ­შვო­ბა­ში დიდი ტუ­ჩე­ბით და ქერა ვი­ყა­ვი. ჯან­მრთე­ლი - და­ი­ბა­და 4300 კილო. და-ძმას ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აქვთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. არ ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ.

- თქვე­ნი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან მე­ო­თხე წელი და­ი­წყო, რა­ი­მე სირ­თუ­ლე­ებს ხომ არ გა­ნიც­დით?

- ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვიცი, რომ მეშ­ვი­დე წელი რთუ­ლია (იღი­მის.) რა თქმა უნდა, ყო­ველ წელს იც­ვლე­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ მე­სა­მე წელს ხდე­ბა სა­ბო­ლოო შეს­წო­რე­ბე­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან­ვე სწრა­ფად მოხ­და ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან პირ­ვე­ლი­ვე წელს მოხ­და ბა­ლან­სი. ერ­თის მხრივ, ეს შე­იძ­ლე­ბა არც თუ ისე კარ­გია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, კარ­გია, რო­დე­საც შენს უკან წინა ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა დგას. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბევრ რა­მეს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ. იქ, სა­დაც აქამ­დე ფეთ­ქდე­ბო­დი, ახლა შე­გიძ­ლია თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭო იმა­ზე, რაც ხდე­ბა.

რო­დე­საც რა­ღა­ცის გარ­კვე­ვას ვი­წყებთ და გა­ვი­გებთ, რომ ეს ჩემი ბრა­ლი იყო, ყო­ველ­თვის გა­მო­ვალ და ვი­ტყვი, რომ ვცდე­ბო­დი - და პი­რი­ქით. მე ნამ­დვი­ლად არ მომ­წონს, როცა წყვი­ლებს აქვთ წყე­ნა, როცა ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ერ­თმა­ნეთს გვერ­დით უვ­ლი­ან და არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან ერ­თა­მენთს. ხო, ეს სი­სუ­ლე­ლეა. თუ ვინ­მეს რამე არ მოს­წონს, უნდა დავ­სხდეთ, ვიმ­სჯე­ლოთ და მი­ვი­დეთ გა­მო­სა­ვა­ლამ­დე, რად­გან 17 წლის აღარ ვართ.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ვინ­მე გეხ­მა­რე­ბათ?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი მეც შე­მიძ­ლია, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მყავს დამ­ხმა­რე­ე­ბი. დიდი სახ­ლი გვაქვს, ოჯა­ხი. თუ არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­ტომ არ უნდა მო­იწ­ვი­ოთ ქალი, რომელიც და­გეხ­მა­რე­ბათ სახ­ლში? - ძი­ძაც მყავს, ყო­ველ­თვის ჰყავ­და სახ­ლს პერ­სო­ნა­ლი. თა­ვა­დაც ვამ­ზა­დებ საჭ­მელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­საც ვა­კე­თებ, მაგ­რამ როცა და­მა­ტე­ბით დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, სამ­სა­ხუ­რის გამო, ჩემ­თან ჩნდე­ბი­ან დამ­ხმა­რე­ე­ბი, ღმერ­თმა და­ლო­ცოს ისი­ნი. (იღი­მის.) და კი­დევ ერთი დიდი პლი­უ­სი ის არის, რომ რო­დე­საც მე მივფრი­ნავ, დე­და­ჩე­მი მო­დის სახ­ლში და ყვე­ლა­ფე­რი მის პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა­შია...

- სახ­ლი ქა­ლაქ­გა­რეთ გაქვთ?

- დიახ, ეს ის სახ­ლია, სა­დაც მთე­ლი წელი ვცხოვ­რობთ. მე კი­დევ მაქვს სახ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც მივ­დი­ვართ ხოლ­მე, ასე­ვე ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, რად­გან ჩემი ქმა­რი იქი­და­ნაა.

- რო­გორ ახერ­ხებთ ასე­თი დი­ე­ტით გამ­ხდა­რი იყოთ?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი. ერთხელ დე­დამ ექიმ­თან წა­მიყ­ვა­ნა, იქ­ნებ ჭი­ე­ბი გაქ­ვსო? (იცი­ნის.) მოს­კოვ­ში გად­მოს­ვლი­სას ალ­ბათ, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ან წყლის გამო, პირ­ველ ორ წე­ლი­წად­ში შე­შუ­პე­ბა და­მე­წყო, მაგ­რამ მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ფუმ­ფუ­ლა გოგო. მე მა­ინც მგო­ნია, რომ ეს ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­მოა: სტუ­დი­ა­ში ვის­ხე­დით, ვმუ­შა­ობ­დით, მხო­ლოდ სენდვი­ჩებს ვჭამ­დი. სპორ­ტით სა­ერ­თოდ არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, თავს ვერ ვა­ი­ძუ­ლებ, თუმ­ცა დროა. ვჭამ ცო­ტას, არ ვჭამ ტკბი­ლე­ულს. ვფიქ­რობ, ეს მხო­ლოდ ჩემი გე­ნე­ტი­კაა. მამა ყო­ველ­თვის გამ­ხდა­რი იყო, დე­დაც. უბ­რა­ლოდ გა­მი­მარ­თლა.

- და რას აკე­თებთ თა­ვი­სუ­ფალ დროს მუ­სი­კის­გან და ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­გან, რად­გან სპორ­ტი­თაც არ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- მე­გობ­რებ­თან ვურ­თი­ერ­თობ, მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, თუმ­ცა სა­მუ­შა­ოს გამო ეს არც ისე ხში­რად ხდე­ბა. მარ­თა­ლია, ახლა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია დას­ვე­ნე­ბის­თვის მეტი დრო­ის გა­მო­ყო­ფა. ზა­ფხულ­ში ერთი თვე გვქონ­და შვე­ბუ­ლე­ბა, ზამ­თარ­ში ერთი თვე. შემ­დეგ კი მე და გუნ­დი დავ­სხე­დით, ვი­სა­უბ­რეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ რად­გან, უკვე დედა ვარ, ახა­ლი წელი სამ­სა­ხურ­ში კი არა, ბავ­შვებ­თან ერ­თად უნდა აღ­ვნიშ­ნო. ზა­ფხულ­ში კი და­მა­ტე­ბით ორი კვი­რა სჭირ­დე­ბათ. ამი­ტომ ორ­თვი­ან შვე­ბუ­ლე­ბას ვი­ღებ. საკ­მა­რი­სი შვე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ასე რომ, ახლა მხო­ლოდ ჰარ­მო­ნია მაქვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

წყარო: ambebi.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93