38 წლის მსახიობსა და ტელეწამყვანს, ლელა მებურიშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.
რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ბრიტანეთში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას. ამჯერად ლელამ გაერთიანებულ სამეფოში დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა:
„აქ მართლაც ძალიან იგრძნობა დედოფლის გარდაცვალება, რაღაცნაირი უცნაური სიჩუმეა. ბუკინგემის სასახლესთან ყოველთვის ხალხმრავლობა და ჟრიამული იყო, რადგან ტურისტები პირველად ყოველთვის აქ მოდიოდნენ. ძალიან ბევრი ხალხია აქ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, ყვავილებს ტოვებენ; დელეგაციებია, აკონტროლებენ, რომ ბევრი ხალხი არ გაჩერდეს… ბევრი თვალცრემლიანი ადამიანია აქ.
დედოფალი, სამწუხაროდ, წელს არ ესწრებოდა სამეფო დოღს. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პირადად მენახა და დოღზე წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. იგრძნობოდა მისი დიდი სიყვარული ამ ღონისძიების მიმართ და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა მას.
ჩვენ სამეფო დოღზე სპეციალური მიწვევა მივიღეთ. ეს ღონისძიება იყოფა ნაწილებად. სხვადასხვა შესასვლელია გათვალისწინებული და სხვადასხვა მოსაწვევი. სადაც ჩვენ ვიყავით, საბედნიეროდ, მოვხვდით იმ ადგილას, სადაც დედოფალი და სამეფო კარის წევრები შედიან ხოლმე…“ - აღნიშნა ლელა მებურიშვილმა.