ინტერვიუ

"44 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე..." - შაინინას ამერიკული ცხოვრება, ნიუიორკელი მეუღლე და ნასესხები 300 დოლარით დაწყებული საოცარი თავგადასავალი

"44 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე..." - შაინინას ამერიკული ცხოვრება, ნიუიორკელი მეუღლე და ნასესხები 300 დოლარით დაწყებული საოცარი თავგადასავალი
ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შა­ი­ნი­ნა, მა­ნა­მდე ნინო ბა­რა­თაშ­ვი­ლად ცნო­ბი­ლი, უკვე სამი წე­ლია აშშ-ში იმ­ყო­ფე­ბა. მან იქ იქორ­წი­ნა კი­დეც და ამ­ჯე­რად ნინო მი­ჩე­ლი გახ­ლავთ. 3 წლის წინ უზარ­მა­ზარ ამე­რი­კა­ში ერთი ჩე­მოდ­ნით და ნა­სეს­ხე­ბი 300 დო­ლა­რით ჩა­სუ­ლი, სა­ო­ცარ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში აღ­მოჩ­ნდა...

თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ფი­ნა­ლის­თვის და შე­დე­გის­თვის ნამ­დვი­ლად ღირ­და. AMBEBI.GE მას ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და. ნი­ნომ გულ­ღია და ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ინ­ტერ­ვიუ მოგ­ვცა.

- ცხოვ­რე­ბა­ში არის ეტა­პე­ბი, რო­მლებიც გარ­კვე­ულ დე­კა­დე­ბად იყო­ფა... 40 წლის რომ გავ­ხდი, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და
ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ცხოვ­რე­ბა 40 წლი­დან, ყვე­ლა­ზე დიდი გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. ჩემს თავს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბა... თუმ­ცა 2019 წლის 13 დე­კემ­ბე­რი კი საკ­მა­ოდ მძი­მე დღე აღ­მოჩ­ნდა, უკვე 44 წლის ვი­ყა­ვი.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩემი მშობ­ლე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მერ­გე­ბო­და, რო­მე­ლიც სავ­სე იყო მთე­ლი ჩემი მო­გო­ნე­ბე­ბით, შე­ნა­ძე­ნით, საყ­ვა­რე­ლი ნივ­თე­ბით და არა მარ­ტო ჩემი, ასე­ვე ნამ­ზით­ვით, დე­და­ჩე­მის, ბე­ბი­ა­ჩე­მის, დიდი ბე­ბი­ის სახ­სოვ­რად გად­მო­ცე­მუ­ლით... პირ­ვე­ლი შვილ­თაშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი და ბევ­რი სა­მახ­სოვ­რო ძვირ­ფა­სი ნივ­თი მქონ­და არა მარ­ტო მო­გო­ნე­ბე­ბის­თვის და ჩემი ემო­ცი­ე­ბის­თვის, არა­მედ ფა­სე­უ­ლად ძვირ­ფა­სიც. მოკ­ლედ, ამ სახ­ლში, სო­ფელ დი­ღომ­ში, უმე­ტე­სად ზა­ფხუ­ლო­ბით ავ­დი­ო­დი. იმ წელს კი ფეხი მო­ვი­ტე­ხე, ყა­ვარ­ჯნე­ბით დავ­დი­ო­დი და ამის გამო დი­ღომ­ში ას­ვლა დიდი ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ მო­მი­წია. კარი რომ გა­ვა­ღე, გავ­შეშ­დი, გა­ვი­ყი­ნე. დარ­ბე­ულ სახ­ლში აღ­მოვ­ჩნდი. ჯერ ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და... რა არ ვი­ფიქ­რე... ეს იყო ტკი­ვი­ლი, შე­უ­რა­ცხყო­ფა, სევ­და, დარ­დი, შიში და უამ­რა­ვი კი­თხვა, რო­მ­ლებიც მო­დი­ო­და, დღემ­დე მო­დის და პა­სუ­ხი არ მაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს სახ­ლსა და პო­ლი­ცი­ას სა­ერ­თო ღობე ჰქონ­და. მათი კა­მე­რე­ბი ხე­დავ­და სახ­ლის შე­სას­ვლელს, მთელ ეზოს. ეს დარ­ბე­ვა მა­ინც მოხ­და. სა­დღაც და­ვუშ­ვი, რომ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი ხომ არ არის-მეთ­ქი... ჩემს თავ­ში დღემ­დე არ ჯდე­ბა, ასე­თი ვის რა და­ვუ­შა­ვე, ვისი სა­მიზ­ნე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ ჩემი ქო­ნე­ბა ასე გა­ე­მე­ტე­ბი­ნა.

მა­შინ­ვე ლა­ი­ვი ჩავ­რთე, ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა მჭირ­დე­ბო­და, რომ ის­ტე­რი­კა­ში არ ჩავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­კონ­ცერ­ტო ფორ­ტე­პი­ა­ნოს, რო­მელ­საც სპი­ლოს ძვლის კლა­ვი­ა­ტუ­რა ჰქონ­და, კლა­ვი­შე­ბი ჰქონ­და ამო­ღე­ბუ­ლი. ფან­ჯრე­ბი, მა­ცივ­რე­ბი ჩამ­სხვრე­უ­ლი... იქ დიდ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დი და შვი­ლებ­თან თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. მა­რი­ამ­მა რომ და­მი­ნა­ხა ასე აკან­კა­ლე­ბუ­ლი, გა­გიჟ­და და მი­თხრა, წადი ამ ქვეყ­ნი­დან, გა­ე­ცა­ლე აქა­უ­რო­ბა­სო...

მოკ­ლედ, ექ­სპერტთა ჯგუფ­მა 17 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის თი­თის ანა­ბეჭ­დი აიღო... 2019 წლის 14 დე­კემ­ბერს პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა რომ შე­ვი­ტა­ნე, მას მერე აღარ მო­მი­კი­თხავს. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამე­რი­კა­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და 10 დღე­ში უკვე ნიუ-იორკში ვი­ყა­ვი.

- ასე უცებ რო­გორ მო­ხერ­ხდა?

- 10-წლი­ა­ნი ვიზა მქონ­და. 5 წლამ­დე ისე მედო, არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია. მოკ­ლედ, ფული მე­გო­ბარ­მა მა­სეს­ხა, ჩა­ვა­ლა­გე ჩე­მო­და­ნი და მტკი­ვა­ნი ფე­ხით, კოჭ­ლო­ბით და ხელ­ჯო­ხით ჩა­მო­ვე­დი.

- ვის­თან?

- არა­ვის­თან... ერ­თა­დერ­თი, გა­მომ­გზავ­რე­ბამ­დე მე­გო­ბარ­მა ნატო ჩა­დუ­ნელ­მა და­მი­რე­კა, რო­მე­ლიც ჰო­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს, ლა­ი­ვი უნა­ხავს - რა ხდე­ბაო? ვუ­თხა­რი, ამე­რი­კა­ში უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი. იც­ნობ ვინ­მე­სო? არა, მაგ­რამ არ და­ვი­კარ­გე­ბი, აქამ­დე ჯერ არ დავ­კარ­გულ­ვარ-მეთ­ქი. ნიუ-იორკში ჩემი მე­გობ­რის დედა ცხოვ­რობს, და­გა­კავ­ში­რებ და იქ­ნებ დაგ­ხვდე­სო. იმ ქალს მივ­წე­რე. მი­პა­სუ­ხა - ნა­ტოს ახ­ლო­ბე­ლი ხარ და გი­პატ­რო­ნე­ბო. ნარ­გი­ზა ვერა, მაგ­რამ მისი ნა­თე­სა­ვი დამ­ხვდა და მას­თან მი­მიყ­ვა­ნა. 23 დე­კემ­ბე­რი იყო. ჯი­ბე­ში ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლი­დან 300 ლარი მედო. ნარ­გი­ზამ შვი­ლი­ვით მი­მი­ღო...

სა­ერ­თოდ ქუდ­ბე­დით და ბე­დის პე­რან­გით და­ვი­ბა­დე და რო­გორც ძვე­ლე­ბი იტყვი­ან, ამის გამო ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი თან დამ­ყვე­ბა. აქამ­დე იღ­ბლი­ა­ნი ვი­ყა­ვი და აქაც ასეა, რაც ჩა­მო­ვე­დი, ამ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლისგულ­ზე მა­ტა­რეს.

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93