ახალი სატელევიზიო სეზონი "ვანოს შოუს" შემოქმედებითმა გუნდმა "ტვ პირველზე“ დაიწყო. თუმცა მანამდე იყო „მთავარი არხის“ დატოვება, რაზეც იუმორისტები საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა. საჯარო პოსტი გამოაქვეყნა „მთავარმა არხმაც“, რაზეც ვანო ჯავახიშვილმა პირადად უპასუხა... ციაკო ფიფია იუმორისტების გუნდის ერთ-ერთი წევრია. ის ჟურნალ "გზასთან" არხის დატოვების მიზეზებზე საუბრობს და გულნატკენია, რომ ამის გამო ადამიანების ნაწილმა მათ მიმართ კრიტიკული კომენტარები არ დაიშურა.
- თავს გადასარევად ვგრძნობ, რადგან მუშაობა დიდი შემართებით, დადებითი განწყობით დავიწყეთ. თან, იმ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ვინც ეკრანთან გველოდება, ჩვენი ამბავი განიცადა. ამ ტელევიზიაში იმხელა სითბო და სიყვარული ტრიალებს, რომ კომფორტულად ვართ.
- გადაცემის დახურვის მერე ზაფხულის არდადეგების სათანადოდ გატარება, დასვენება მაინც მოახერხე?
- დიახ, რადგან სხვა ადგილასაც ვმუშაობ. მე და თათია ბავშვთა გასართობ ცენტრში ვართ დაკავებულები. ამიტომ ვერ ვიტყვი, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო. თუმცა ჩემს ბევრ თანამშრომელს სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან დასამალი არაფერია - "მთავარზე" სამი თვის განმავლობაში (აპრილი, მაისი, ივნისი) სრულიად უხელფასოდ ვიმუშავეთ. ელემენტარულად მგზავრობის ფული გინდა ადამიანს. იმ ადგილას არც მეტრო იყო, არც ავტობუსი და არც „მარშრუტკა“ მიდიოდა. ან ფეხით უნდა მისულიყავი და ან ტაქსით, ანუ ორივე შემთხვევაში ვზარალდებოდით. მიუხედავად ყველაფრისა, ხმას არ ვიღებდით, ვმუშაობდით და გადაცემები ეთერში გადიოდა. ეს ისევ ვანოს დამსახურებით ხდებოდა. ერთიანობა შევინარჩუნეთ. მხარში დგომაც ვიცით, ყველაფერი გვესმის, მაგრამ ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები და შვილები დგანან. ასევე, ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები. როცა ადამიანებს პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ვმუშაობთ, ვშრომობთ, იქ ხელფასიც უნდა იყოს. როცა ხელფასი არ იყო, წლების განმავლობაში არხს გვერდით ვედექით.
- წლების განმავლობაში?
- ჰო. ხელფასი არ გვერიცხებოდა. ისე არ ყოფილა, რომ ზუსტად გვცოდნოდა, ხელფასი როდის ჩაგვერიცხებოდა, - „წიაწიად“ გვერიცხებოდა. ამ არხზე გული ძალიან დამწყდა და იქაურობა საკუთარი გადაწყვეტილებით არ დაგვიტოვებია...გაგრძელება