"იღბლიანი ვარ, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს იდეალურად ვეწყობით" - როგორია მსახიობ ნინი კვირიკაშვილის პირადი ცხოვრება და კარიერა - Marao

"იღბლიანი ვარ, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს იდეალურად ვეწყობით" - როგორია მსახიობ ნინი კვირიკაშვილის პირადი ცხოვრება და კარიერა

2022-11-25 10:57:23+04:00


"პედანტია, ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა აღიზიანებს. ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის სიყვარული და შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით სნობიცაა. ის დახვეწილი მაცდუნებელია. მისი გონებამახვილობა და რაციონალიზმი ბევრს ხიბლავს, მაგრამ ქალწულის ვნების ასანთებად მისი სიყვარულის ობიექტი ჭეშმარიტად უნაკლო უნდა იყოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის (კატის) წელში დაბადებულ ქალწულს.

ეს კი მსახიობ ნინი კვირიკაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ზომიერად მაინტერესებს. ჩემი ნიშნის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ვეცნობი, მაგრამ მასში ღრმად ჩახედული არ ვარ. პირადი ჰოროსკოპიც არასდროს შემიდგენია.

- ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები პედანტები არიან, შენს შემთხვევაშიც ასეა?

- დიახ, გადამეტებული დოზით, სამწუხაროდ.

- სამწუხაროდ, რატომ?

- ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, დალაგებული განრიგი არ მაქვს. სახლიდან ისე თუ მიწევს გასვლა, ყველაფრის დალაგება ჩემებურად ვერ მოვასწარი, მერე ეს მაფორიაქებს.

- "უზადო პასუხისმგებლობით და წვრილმანების მიმართ გასაოცარი ყურადღებით გამოირჩევა"...

- საქმეში ზუსტად ასეა, მაგრამ ცხოვრების ყველა მომენტში, ყველა დეტალის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს.

- ეს თვისება პროფესიაში გეხმარება?

- ძალიან მეხმარება, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის დეტალების მიმართ ყურადღება უმნიშვნელოვანესია.

- "ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა აღიზიანებს"...

- ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა, მოცემულობას გააჩნია. ზოგჯერ დრო მეც გამიფლანგავს. როცა მცალია, პერიოდულად თავს ვაძლევ უფლებას, განვიტვირთო, არაფერი დავგეგმო და დინებას მშვიდად მივყვე.

- ხალხმრავლობაში თავს კომფორტულად გრძნობ?

- მიუხედავად ჩემი პროფესიისა, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს. ამის არანაირი პრობლემა არ მაქვს მაშინ, როცა სცენაზე ვარ ან გადასაღებ მოედანზე, მაგრამ სხვა დროს დიდად არ მხიბლავს.

- "მიუხედავად იმისა, რომ ქალწული ცვალებადი ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, მას იშვიათად ახასიათებს საკუთარი ჩვევების, პრიორიტეტების მკვეთრი ცვლა"...

- ვერ ვიტყვი, რომ სიახლეების მეშინია. როცა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე "მეჯახება", სულ ვფიქრობ, მივიღო თუ არა? მიღებას თუ გადავწყვეტ, მერე არანაირი პრობლემა აღარ მაქვს.

- "მას არა მხოლოდ პირადი ნივთები, პირადი ცხოვრებაც დაგეგმილი და გადანაწილებული აქვს"...

- არა მგონია, პირად ურთიერთობებზე გეგმის დალაგებას აზრი ჰქონდეს. როცა ურთიერთობაში მეორე ადამიანი შემოდის და მხოლოდ ჩემი პიროვნება არ არის, მას ვერ გავაკონტროლებ, ვერ მოვთხოვ, ჩემი წესებით იცხოვროს. ურთიერთობაში თავისუფლება და ინტრიგა მომწონს, ყველაფრის ცოდნა არ მინდა.

- "მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რას გააკეთებს ხვალ, ზეგ ან 2 კვირის შემდეგ, გაურკვევლობა ფსიქოლოგიურ წონასწორობას ურღვევს"...

- 2 კვირა ძალიან შორია, მაგრამ სასურველია, უახლოესი დღეების გრაფიკი ყოველთვის ვიცოდე. როცა არ ვიცი, რას ვაკეთებ და გეგმა არეული მაქვს, ეს ხასიათზე მოქმედებს. ცხოვრებაში ქაოსი ძირითადად, სულ პროფესიის გამო მაქვს, ჩემი სურვილები ხშირად უკან მრჩება.

- ამას განიცდი?

- ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, ამაზე გული არ მწყდება.

- "ის უმნიშვნელო დეტალსაც კი აკვირდება როგორც საკუთარ, ასევე სხვის გარეგნობაში. მის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება"...

- მართალია, ეს მეც ვიცი და სხვებსაც უთქვამთ. უმეტეს შემთხვევაში, "წიკები" სისუფთავესა და წესრიგზე მაქვს. ამას სულ ვაკვირდები, როგორც საკუთარ თავში, ასევე - სხვა ადამიანებში.

- "ჩვევას, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს, მის მიმართ ბევრი ადამიანის არცთუ დადებითი განწყობა შეიძლება მოჰყვეს"...

- არა, ეს თვისება ასეთი გადამეტებული დოზით არ მაქვს. სადაც საჭირო არ არის, იქ ჩემს აზრს არასდროს გამოვთქვამ. არც ხალხისგან ვიღებ ზედმეტ ნეგატივს.

- ლიდერი ხარ?

- იმ საქმეში, სადაც კომპეტენტური შეიძლება ვიყო, ვცდილობ. ყველა სიტუაციაში ლიდერობა რომ სურთ, ასეთი არ ვარ.

წაიკითხეთ სრულად