„ნაძვის ხე არ მაქვს, თუ გოზინაყი და ტოლმა არ მექნება, შემწვარ კარტოფილს შევჭამ, შარშან ერთი ჭიქა ღვინით შევხვდი" - როგორ ხვდება ქეთი ხუციშვილი ახალ წელს - Marao

„ნაძვის ხე არ მაქვს, თუ გოზინაყი და ტოლმა არ მექნება, შემწვარ კარტოფილს შევჭამ, შარშან ერთი ჭიქა ღვინით შევხვდი" - როგორ ხვდება ქეთი ხუციშვილი ახალ წელს

2022-12-30 12:59:54+04:00


ქეთი ხუციშვილის მიერ "ჩცდ"-ში შექმნილი ქართლელი ქალის პერსონაჟი ყველას უყვარს. ამ როლმა დიდი პოპულარობა და წარმატება მოუტანა... დღეს ქეთი კომედიური გადაცემის მსახიობია და მაყურებელს მისი დანახვა ყველგან სიამოვნებს.

ქეთი ხუციშვილს წინასაახალწლოდ შევეხმიანეთ, რათა გაგვეგო, როგორ ემზადება ახალი წლისთვის და ამ დღესასწაულის აღნიშვნის რა ტრადიცია აქვს. საუბარი მისი საყვარელი კუთხიდან - ქართლიდან დავიწყეთ.

- ქეთი, შენი პერსონაჟი - მთვარისა ქართლშიც მოსწონდათ?

- ქართლელებისგან მთვარისა-ლუნას გამო არანაირი აგრესია არ მიგრძვნია, მიმიღეს, მოეწონათ. დღემდე ღიმილით, სიყვარულით და თბილად მხვდებიან. ეს ხომ პერსონაჟია... ცხოვრებაში არავისთვის დამიცინია. არც კონკრეტული ადამიანი ამომიღია მიზანში, მთვარისა ჩვეულებრივი პერსონაჟია.

- კასპის რაიონის სოფელი ხოვლეა შენი წინაპრის წარმოშობის ადგილი... ახალი წლის დღესასწაული როგორი იყო იქ?

- მეხუთე კლასი კასპში რომ დავამთავრე, იმ პერიოდში ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. როცა ქართლში ვხვდებოდით ახალ წელს, ასე მკაფიოდ დეტალები არ მახსოვს, პატარა ვიყავი, თან დღესასწაულებზე თბილისში მოვდიოდით ხოლმე. ნათესავები თბილისში გვყავდა და მამას აქეთ მოვყავდით. კასპში დედაჩემის მშობლები ცხოვრობდნენ, სოფელში - მამაჩემის და რამდენჯერმე ძველით ახალ წელს იქ შევხვედრივართ. საერთოდ, სოფელში უფრო ძველით ახალი წელს აღნიშნავენ. თბილისში რომ გადმოვედით, მერე იქით ზაფხულობით არდადეგებზე ჩავდიოდით.

- რა არის ეს კუთხე შენთვის?

- ქართლი, ზოგადად, ჩემთვის მთელი ჩემი ბავშვობაა, ჩემი მშობლები, მოგონებები, სიყვარული და ურთიერთობა. ყველა კუთხე მიყვარს, მაგრამ ქართლთან სხვანაირი ბმა მაქვს და განსაკუთრებით მიყვარს.

- როგორები არიან ამ კუთხის ადამიანები - როგორ დაახასიათებდი მათ?

- ძალიან კარგები, ემოციურებიც, იუმორითაც გამოირჩევიან. კახური იუმორიც მიყვარს, გურულიც, მაგრამ ჩვენკენ სხვანაირად ხუმრობენ. ამ ხალხში რომ გავიზარდე, შეიძლება ასე ამიტომ ვფიქრობ. მე და ჩემს დას განსაკუთრებულად მოგვწონს ქართლელების იუმორი. შორს რომ არ წავიდე, მამაჩემზე ვიტყვი, უცბად საუბარში ისეთ რაღაცას იტყვის, სიცილით გაიგუდები, გეგონება მოიფიქრა, დაგეგმა და მერე თქვაო. არადა, იმ წუთას, სიტუაციურად ამბობს. ასევე არიან იქაური მეზობლები, უმაგრესი ხალხი, სანათესაო, - ადგილობრივები სიალალით, სილაღით გამოირჩევიან.

წაიკითხეთ სრულად