იურმალაში გამართული "ახალი ტალღის" კონკურსის დასრულების შემდეგ, რუსულმა HELLO-მ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალთან, ქეთა თოფურიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:
- აკვირდებოდი "ახალი ტალღის" კონკურსზე გამომსვლელებს?
- წელს ცოტა გამომსვლელი ვნახე, მაგრამ მაინც მოვახერხე რამდენიმე მათგანის მოსმენა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ქართველმა გოგომ გაიმარჯვა. ის კონკურსზე ჩვენმა მეგობრებმა ჩამოიყვანეს, ვულოცავ ნუცას, ის ძალიან ნიჭიერი გოგოა და საუცხოო შემოქმედებით გზას ვუსურვებ.
- როგორ ფიქრობ, რას მისცემს ნუცას ეს კონკურსი? ის ახლა 17 წლისაა...
- სტარტის კვალობაზე ის ძალიან პროფესიონალურად გამოიყურება. მაგრამ თუკი მას ასეთი კარგი სტარტი აქვს, მთავარია ეს შეინარჩუნოს და წავიდეს წინ ამ მიმართულებით. მისთვის კონკურსი დიდი პიარია - აქ ბევრი პროდუსერია, რომლებმაც შესაძლოა, მას შესანიშნავი წინადადება შესთავაზოს. გარდა ამისა, გამარჯვებულებს შემდეგ ხშირად ეპატიჟებიან იურმალაზე, შემდეგ წლებშიც. ის "ახალ ტალღაზე" კიდევ დიდი ხნით დარჩება, ეს ძალიან კარგია.
- ალა პუგაჩოვას საღამოზე შენ საკუთარი დიზაინით შეკერილ ტანისამოსში მოხვედი. როგორ გაგიჩნდა იდეა, შეგეკერა საკუთარი დიზაინის ტანსაცმელი და სამომავლოდაც თუ წახვალ ამ მიმართულებით?
- ეს ჯერ მხოლოდ ერთი კაბაა. იმისთვის, რომ დავჯდე და გავაკეთო პროფესიონალური ჩვენება, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. მაქვს შემოთავაზება, რომ შევქმნა საკუთარი მარკა ან კოლექცია და ალბათ ოდესმე ამას განვახორციელებ კიდეც, მაგრამ არა უახლოეს მომავალში.
- შენ თითქმის ერთი წლის წინ გათხოვდი, შეგიძლია გვითხრა რა შეიცვალა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში?
- ამბობენ, რომ შტამპი ურთიერთობებს ცვლის. როდესაც გარშემომყოფები მეკითხებიან, თუ რა შეიცვალა, ვპასუხობ, რომ არაფერი და ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ, როდესაც იწყება ყოველდღიურობა, გარჩევები, ეს ძალიან ცუდია. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ არ დავქორწინებულვართ ნაჩქარევად. ჩვენ მანამდე 4 წლის განმავლობაში ვხვდებოდით, მე ისედაც ლევის ცოლი ვიყავი. უბრაოდ, იმის გამო, რომ ნათესავებს და მეგობრებს ჩვენი დაქორწინება ძალიან უნდოდათ, გადავწყვიტეთ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და მათთვის დღესასწაული მოგვეწყო.
- როგორ ფიქრობ, რა არის ოჯახში პრობლემების მიზეზი, რომელიც ქორწინების შემდგომ იჩენს ხოლმე თავს?
- დამნაშავეა ორივე მხარე - ცოლიც და ქმარიც. დამოკიდებულია სიტუაციაზე. ოჯახი - ეს იგივე სამსახურია, უნდა იშრომო ისე, როგორც ამას ყოველ დღე სამსახურში აკეთებ. ეს რთული მეცნიერებაა და იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს, უნდა ჩადო დიდი ძალისხმევა. მაგრამ სხვა ყველაფერთან ერთად, აქ უნდა შენარჩუნდეს გულწრფელობა.
- ლევს დიდი გოგო ჰყავს, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. მოახერხეთ მასთან დამეგობრება?
სრულად იხილეთ: ambebi.ge