მეგაშოუ "X ფაქტორში" "დამატებით ოთახში" ორი ახალი წამყვანი დაემატა - თათუკა ნატროშვილი და გიგო შიუკაშვილი. ამ სტატიაში ძალიან აქტიურსა და მხიარულ გიგოს გაგაცნობთ.
მას ორი დღის წინ 20 წელი შეუსრულდა და ეს თარიღი პირდაპირ ეთერში შესაბამისად აღინიშნა. Ambebi.ge გიგო შიუკაშვილის დედას, ინგა სარჯელაძეს ესაუბრა.
- თქვენს შვილს სერიოზული საქმე მიანდეს - გრანდიოზულ შოუში თანაწამყვანია და თავისი საქციელით მაყურებელს უკვე ძალიან შეაყვარა თავი...
- გიგოს 20 წელი შეუსრულდა. განსხვავებული თარიღი იყო. წლიდან წლამდე გამორჩეულად ელოდება საკუთარ იუბილეს და უბედნიერესია ხოლმე იმ დღეს, როდესაც გაჩნდა. მეც სულ ვფიქრობ, რომ მისთვის საყვარელი დღე სიურპრიზებით იყოს ხოლმე სავსე. წელსაც რაღაც განსხვავებული, ახალი მინდოდა, თან, იმასაც ვფიქრობდი, რაღა უნდა გავაკეთო, თითქმის ამოვწურე იდეები-მეთქი. ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა ამ თარიღის აღნიშვნა. ორშაბათს, პირდაპირ ეთერში, თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა, მართლა დიდი ემოციებით იყო დატვირთული და ბედნიერი...
- პროექტში როგორ მოხვდა?
- "X ფაქტორიდან" დამირეკეს და მითხრეს, რომ სურვილი ჰქონდათ, გიგო წამყვანად მიეწვიათ, ოღონდ ჯერ ბოლომდე არ ჰქონდათ ეს გადაწყვეტილი. შემდეგ "დამატებითი ოთახისთვის" სინჯი ჩაიწერა. მერე კი უკვე შემეხმიანნენ, - მობრძანდით, ჩვენ ვიწყებთ მუშაობასო. ეს მის ცხოვრებაში ბედნიერი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი 20 წელიწადია, გიგოსთან სხვადასხვა პროგრამით ვმუშაობ.
- როგორც ჩანს, დიდი შრომა გაქვთ ამ ყველაფერში ჩადებული...
- ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული... ახლა რომ ვიხსენებ, ბავშვობიდან, ყოველთვის მიკროფონი ეჭირა ხელში, მაშინაც კი, როცა სიარული ჯერ არ იცოდა და ფორთხავდა. სულ რაღაცებს ასახიერებდა, დიდი სურვილი ჰქონდა, მსახიობი გამოსულიყო. 2 წლის წინ კი გადაწყვიტა, რომ ჯერჯერობით წამყვანობა უნდა. აქტიური ადამიანია, ყოველთვის სერიოზული გრაფიკი აქვს, - არ გვაქვს დრო, რომ რაიმეში დავკარგოთ. საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს, რამდენიმე საქმეში პარალელურად არის მუდმივად ჩართული.
12 წლისა სცენაზე იდგა. ყველაზე კარგად ეს საქმე გამოსდის. აქვს კარგი გარდასახვის უნარი და ძალიან უყვარს, ხომ გითხარით, მიკროფონი. ასევე, კამერა, ობიექტივი. ამ ყველაფერთან მშვენივრად იხსნება. მისი ოცნებაა მსახიობობა, წამყვანობა. ყველანაირად მონდომებულია, რომ ამ გზაზე არაფერმა ხელი არ შეუშალოს. დარწმუნებული ვარ, არაფერი დააბრკოლებს.
- რა დიაგნოზით დაიბადა?
- დაუნის სინდრომი... მაგრამ ჩვენ შორის ბევრი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება... ეს ყველაფერი წლების მერე მოდის... თავიდან, როცა ბავშვი ამ დიაგნოზით ჩნდება, დედას არ აქვს ამაზე ინფორმაცია. ეს პრობლემა ხომ ყველა ეტაპზე სტიგმატიზებულია და მით უფრო, ადრეულ წლებში. ნაკლებად იძლეოდნენ ამაზე ინფორმაციას.
იხილეთ სტატია სრულად