კინო

6 ფილმი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად ნახოთ!

6 ფილმი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად ნახოთ!
დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ მელოდრამატული ფილმების ყურება ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის დასალაგებლად.
თავად ფსიქოლოგებიც ხშირად თავიანთ პაციენტებს კინოთერაპიას უნიშნავენ: პირველ რიგში, რომანტიკული სიუჟეტის ფილმები სიახლოვისგან გამოწვეული სიხარულის ჰორმონის, პროგესტერონის გამომუშავებას უწყობს ხელს; მეორეც, ისინი ეხმარება ადამიანებს გვერდიდან შეხედონ იმას, რა პრობლემებს ეჩეხებიან სხვა წყვილები.

გთავაზობთ 6 ფილმს, რომლებიც დაგეხმარებათ გაამყაროთ თქვენი ურთიერთობა, ან საერთოდაც, გადაარჩინოთ თქვენი  ქორწინება.

"როცა მამაკაცს უყვარს ქალი"
1994 წელი


ემოციური დრამა მამაკაცისა და ქალის სიყვარულსა და სერიოზულ
გამოცდებზე, რომლის გადალახვაც წყვილს მოუწია. სამაგალითო ორშვილიანი ოჯახის სიმშვიდის დამრღვევი აღმოჩნდება ალკოჰოლი, რომელზე დამოკიდებულიც მეგ რაიანის გმირი გახდება.
მოსიყვარულე ქმარი, რომლის როლსაც ენდი გარსია თამაშობს, კრიზისულ სიტუაციაში ღირსეულად იქცევა – ცდილობს, შეაკავშიროს ოჯახი და საკუთარ დანაშაულსაც აღიარებს საყვარელი ქალის დამღუპველ ჩვევაში.

"გაზაფხულის იმედები"
2012 წელი


მერილ სტრიპი – მელოდრამატული ჟანრის ვარსკვლავი. მის პორტფოლიოში ჩვენი სიისთვის შესაფერისი უამრავი ფილმი მოიძებნება: "ჭეშმარიტი ფასეულობები", "მარტივი სირთულეები", "აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო" და სხვა. თუმცა, კინოთერაპიისთვის ყველაზე მეტად ბოლო წლების ფილმი "გაზაფხულის იმედები" გამოდგება. მისი გმირები ქორწინებაში 31 წელია იმყოფებიან და ორივე გრძნობს, რომ ურთიერთობა ის აღარ არის, რაც ადრე იყო – სიყვარული, ფაქტობრივად, ჩაქრა. იმისათვის, რომ ქორწინება გადაარჩინოს, ცოლი ოჯახის ფსიქოლოგს აკითხავს, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საკმაოდ ორიგინალურ მეთოდებს სთავაზობს.

"ისტორია ჩვენ შესახებ"
1999


მიშელ პფაიფერისა და ბრიუს უილისის არაჩვეულებრივ ეკრანულ წყვილთან ერთად, მაყურებელი გადის 15-წლიანი ცოლქმრული ურთიერთობის ევოლუციის ყველა ეტაპს: ერთობლივი ცხოვრების დასაწყისს, შვილებს, პირველ გაუგებრობებს, ერთმანეთის მიმართ გაღიზიანებულობას, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება – შედეგად წყვილი განქორწინების ზღვარზე დგება. ისტორია საკმაოდ რეალისტური და დაძაბულია, იმდენად, რომ შესაძლოა, ბევრმა ვერც გაუძლოს ფილმის ბოლომდე ყურებას. არადა, ფინალში გმირები პოულობენ რთული სიტუაციიდან გამოსავალს.

"დღიური"
2004 წელი


რომანტიკულ მელოდრამებს შორის "დღიური" ტყუილად არ არის მიჩნეული კლასიკურ ჟანრად: ეს გულისამაჩუყებელი და საკმაოდ დამაჯერებელი სამუდამო სიყვარულის ისტორიაა, რომელიც უძლებს ყველა გამოცდას. შესაძლოა, მსგავსი მაგალითი ცხოვრებაში იშვიათად ხდება, მაგრამ აუდიტორიაზე ეს ფილმი მაინც ძალიან მოქმედებს. სხვათა შორის, ნიკოლას სპარქსის ცხოვრებისეულ ისტორიებს მამაკაცებიც სიამოვნებით უყურებენ. ასე რომ, პარტნიორის დათანხმება მის საყურებლად არ გაგიჭირდებათ.

"სიახლოვე"
2004 წელი


არეული, ჩახლართული ურთიერთობის საკმაოდ შთამაგონებელი ისტორია. სიუჟეტს საფუძვლად უდევს – სასიყვარულო ოთხკუთხედი, რომელსაც შესანიშნავად განასახიერებენ კლაივ ოუენი, ნატალი პორტმანი, ჯულია რობერტსი და ჯუდ ლოუ. მათი გმირები ვერ ერკვევიან საკუთარ გრძნობებში, რასაც შედეგად ვნების სერიოზულ მოზღვავებამდე და კვანძის მოულოდნელ გახსნამდე მიჰყავთ. ძალიან ემოციური და დროდადრო მძაფრი ფსიქოლოგიური დრამა სქესთან ურთიერთობაზე.

"გასული ღამე ნიუ-იორკში"
2010


ერთფეროვნებით დაღლილი წყვილებისთვის აუცილებლად საყურებელი ფილმი. სიუჟეტი წარმატებულ წყვილზე მოგვითხრობს, რომელთაც ერთი ღამით მოუწევთ ერთმანეთთან განშორება – სწორედ ეს ღამე დააეჭვებს მათ ერთმანეთში და ცდუნების სერიოზულ გამოცდებს მოუწყობს. პერიპეტიები 2 წყვილს შორის მიმდინარეობს – რომელი შეძლებს შეინარჩუნოს მეუღლის მიმართ ერთგულება? და საერთოდ, რა შეიძლება მივიჩნიოთ ღალატად? ამ ფილმის ყურების დროს ბევრ რამეზე მოგიწევთ დაფიქრება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
name
ძალიან სულელური და დაშტამპური ფილმების სიაა, ტიპიური ჰოლივუდური სტერეოტიპებით გამოტენელი. მართლა კარგი და გულწრფელი ფილმები თუ გაინტერესებთ ურთიერთობებზე ეს ტრილოგია ნახეთ: Before Sunrise (1995) Before Sunset (2004) Before Midnight (2013)
15:03 / 20-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
კარგიაააა
01:57 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93