თქვენთვის ქალური ფილმები შევაგროვეთ, რომლებსაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ღირსეულად შეაფასებენ:
"მონა ლიზას ღიმილი"
საოცრად ბრძნული ფილმი ქალის მორალურ ძლიერებასა და წესების დარღვევაზე, რათა საშუალება მოგეცეს იცხოვრო საკუთარი ცხოვრებთ. ამ ფილმი ჯულია რობერტსი შეუდარებელია.
"შემიყვრე, თუ გაბედავ"
ვერასდროს მიხვდებით როგორ განვითარდება ფილმის სიუჟეტი და რა მოხდება მომდევნო კადრში. საბავშვო ფილმს ზრდასრული გმირების ცხოვრების შეცვლაც შეუძლია. საინტერესოა, რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან - სიყვარული თუ თამაში?
"წამკითხველი"
ეს არის ფილმი არამარტო ერთი ადამიანის ბედზე, არამედ მთელი ეპოქის გლობალურ პრობლემაზე. ეს კეიტ უინსლეტის საუკეთესო როლია მისი კინობიოგრაფიის ისტორაში.
"თეთრი ოლეანდრი"
სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ დედა-შვილის რთულ ურთიერთდამოკიდებულებას მაყურებელი ეკრანს თვალს ვეღარ მოწყვიტავს. ერთნაირები და განსხვავებულები. ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანების ცხოვრება. ფილმის ნახვის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მიშელ პფაიფერი დედის როლს თამაშობს.
"ბრიჯიტ ჯინსის დღიური"
შეყვარებული ქალის ისტორია, რომლის ყურება არ მოგბეზრდება. თუ უკვე გაქვთ ეს ფილმი ნანახი, დამქანცველი დღის შემდეგ მისი ნახვა შვებას მოგგვირით.
"საათები"
სამი განსხვავებული ქალი, სამი განსხვავებული ბედი, ეპოქა. რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნიან. ამ ფილმში ნიკოლ კიდმანი თამაშობს, მაგრამ თუ ტიტრებს არ წაიკითხავთ, შეიძლება ვერც მიხვდეთ.
"ფრიდა"
ნიჭიერი მხატვარი ქალის ისტორია, რომელიც მექსიკელი ფერმწერის დიეგო რივიერას ცოლი იყო. რეჟისორმა ქალი მხატვრის ცხოვრებაც და მისი ქალური ნატურის მაყურებლამდე მიტანა იდეალურად შეძლო.
"თავი ღრუბლებში"
ფილმი ესთეტებისთვისაა, რომლებიც თითოეულ კადრს აფასებენ. მასში მთავარ როლებს ულამაზესი ქალები - შარლიზ ტერონი და პენელოპა კრუსი თამაშობენ.
"სიახლოვე"
4 განსხვავბული ადამიანის ბედი საინტერესოდაა გადმოცემული. სათაურით მიხვდებით, რომ ფილმი საკმაოდ მგრძნობიარე და შთამბეჭდავია.
"ჭამე, ილოცე, შეიყვარე"
ისევ ჯულია რობერტსი, მისი გმირი ძლიერი ქალია, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეს არ უშინდება და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს.