კინომოყვარულებს რეჟისორების მიერ შეუმჩნეველი კინოლაფსუსები არასდროს გამორჩებათ. გადახედეთ ოპერატორებისა და რეჟისორების მიერ შეუმჩნევლად დარჩენილ შეცდომებს ფილმებში.
1. ბინდი
ყურადღებით დააკვირდით მანქანის მინას, რომელშიც ბელა ზის. ხედავთ ოპერატორის ანარეკლს?{{ArticleSplitCont}}
2. უსახელო ნაბიჭვრები
საინტერესო მეტამორფოზა ემართება გერმანელი ფელდფებელის სამკერდე ნიშანს, ის ხან ჩნდება, ხან ქრება.{{ArticleSplitCont}}
3. ავატარი
კაფსულის გაღების დროს მასში ეტლი არსად ჩანს, იგი მოულოდნელად ჩნდება. გმირს მისი გადაადგილება უწევს, რომ მოქმედებაში ხელი არ შეუშალოს. {{ArticleSplitCont}}
4. ტერმინატორი 2
ფილმის დასაწყისში შვარცენეგერის გმირი ჯონს გადაეფარება და ტყვიებისგან იცავს. მისი ქურთუკი საცერივითაა დაცხრილული, მაგრამ ცოტა ხანში როგორღაც მთელდება.
მსგავსი ამბავი მანქანის ავტომობილს ემართება - მისი ერთი მინა იცხრილება, მეორე წუთში კი ისევ მრთელია.{{ArticleSplitCont}}
5. გამანადგურებლები
როცა თორი გარშემო ყველაფერს ანადგურებს, ავტომობილიც ზიანდება, მაგრამ ცოტა ხანში ერთი ადგილი თავისით მთელდება. {{ArticleSplitCont}}
6. დალასის მყიდველთა კლუბი
ფილმის მოქმედება 1985 წელს ხდება და საიდან მოხვდა კადრში Lamborghini Aventador-ის მოდელის პლაკატი, რომელიც 2011 წელს გამოუშვეს? {{ArticleSplitCont}}
7. ტიტანიკი
"ტიტანიკის" გემბანი რატომღაც მუდმივად იცვლება...{{ArticleSplitCont}}
8. კარიბის ზღვის მეკობრეები: "შავი მარგალიტის" წყევლა
უცნაური ადამიანი ჯეკის გარემოცვაში, თანამედროვე ჩაცმულობით...{{ArticleSplitCont}}
9. ტერმინატორი 3
ჯადოსნური ცვლილება ემართება ვერტმფრენს, რომლითაც ჯონი და ქეითი გადაადგილდებიან, აფრენისას ერთი ნომერი აქვს, ცაში - სხვა, დაფრენისას ისევ ძველი ნომერი უბრუნდება.{{ArticleSplitCont}}
10. მარია-ანტუანეტა
იცოდით, რომ მარია-ანტუანეტა კედების მოყვარული ყოფილა? მხოლოდ მისი შოვნა XVIII საუკუნეში რთული ყოფილა.{{ArticleSplitCont}}
11. სერიალი "დიდებული საუკუნე"
სულეიმანმა რამდენიმე ათწლეულით გაუსწრო თავის ეპოქას. კადრში ავტომობილიც ჩანს და რადიოანძაც.
12. უცხო
თავდაპირველად ეკიპაჟის ყველა წევრს სკაფანდრებში თეთრი სამოსი ეცვა, მაგრამ იგი რატომღაც უჩინარდება, როცა კეინის ჩაფხუტს ხდიან...{{ArticleSplitCont}}
13. საეჭვო პირები
რაღაც საეჭვო ემართება თვითმფრინავს. დაჯდომისას მას 4 ძრავა აქვს, მოგვიანებით მხოლოდ ორი რჩება.{{ArticleSplitCont}}
14. მესამე ზედმეტია
ჯეკს ფილმის სხვადასხვა ეპიზოდში მობილური უკუღმა უჭირავს. {{ArticleSplitCont}}
15. სერიალი "ეჭვმიტანილი"
ეს იმ ბანკების სიაა, სადაც ფული გადაირიცხა. საინტერესო სახელწოდებები აქვს ფინანსურ კამპანიებს: "საეჭვო" "ცუდი რობოტი".