1. "სოსისების წვეულება"
ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ საბავშვო ანიმაციასთან გვაქვს საქმე, თუმცა "სოსისების წვეულების" შემქმნელები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ ეს ფილმი მხოლოდ ზრდასრულთათვისაა. "სუპერმარკეტის" მეგობრები აცნობიერებენ თავიანთი არსებობის მიზეზს. ყველაფერი სწორედ აქედან იწყება.
ფილმი დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიასა და რუსეთში 2 სექტემბერს გამოდის.
2. "სინათლე ოკეანეებს შორის"
რომანტიკული დრამა, რომელშიც 1920-იან წლებში ვითარდება მოვლენები. ომის ვეტერანი და თავისი ცოლი არაფორმალურად აიყვანენ ბავშვს, რომელიც სანაპიროზე გამორიყული იპოვეს.
დრამა კანადასა და აშშ-ში 2 სექტემბერს, ხოლო 8 სექტემბერს არგენტინაში, სერბეთსა და გერმანიაში გამოდის.
3. "შეყვარებულები და დესპოტი"
"ფილმი, რომელიც უცხოელების ცხოვრებას ყველაზე ობიექტურად აღწერს", - ასე ახასიათებს ახალ ეკრანიზაციას ჰოლივუდის რეპორტიორი ტოდ მაკარტი. დოკუმენტური ფილმი სამხრეთკორეელი ყოფილი მსახიობის ინტერვიუზეა დაფუძნებული. მსახიობი ცოლთან ერთად კიმ იუნგის აგენტებმა მოიტაცეს და უბრძანეს, რომ ჩრდილოეთ კორეის კინემატოგრაფიაზე ეზრუნა.
კრიტიკოსებმა ფილმი დადებითად შეაფასეს.
4. "მომავალი"
შუა ხნის ასაკის ფილოსოფოსი მასწავლებლის პორტრეტი, რომლის ცხოვრებაც მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქმარმა მიატოვა.
ფილმმა კრიტიკოსებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
5. "ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი"
მთავარმა გმირმა წიგნის მორიგი ნაწილი დაასრულა, სახელად "ბრიჯიტ ჯონსის დღიურები".
ფილმის სცენარი ელენ ფილდინგის საგაზეთო სვეტზეა დაფუძნებული. ავტორი ორსულადაა, მაგრამ ბავშვის მამის ვინაობაში ეჭვი ეპარება. იხილეთ სრულად