იმ შემთხვევაში, თუ კინოს საზოგადოებაზე ზეგავლენის შესახებ შეკითხვები გაგიჩნდებათ, გაიხსენეთ აქ ჩამოთვლილი ფილმები, რომლებიც გასული 100 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში აკრძალული იყო.
1. ზულენდერი/Zoolander
ბენ სტილერის ეს ფილმი 2001 წელს გამოსვლის შემდეგ, ჰომოსექსუალური თემების გამო, რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა.
2. ჯავშნოსანი პოტიომკინი/ Battlership Potemkin
1925 წელს გადაღებული უხმო კინო, რუსი მებრძოლების 1905 წლის აჯანყების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ნაცისტურ გერმანიაში აკრძალეს, მსოფლიოს მასშტაბით მისი ჩვენების შეწყვეტა კი იმიტომ მოხდა, რომ მარქსისტული რევოლუცია არ გამოეწვია. ამჟამად ფილმის ნახვა ყველგან ნებადართულია.
3. მექანიკური ფორთოხალი/A Clockwork Orange
სტენლი კუბრიკის "მექანიკური ფორთოხალი" ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში იყო აკრძალული. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ფილმი მხოლოდ 1999 წელს, რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ აჩვენეს.
4. ექიმი სთრეინჯლავი: როგორ ვისწავლე არ ვინერვიულო და შევიყვარე ატომური ბომბი/Dr. Straingelove or: How I Learned to stop Worrying and Love the Bomb
სტენლი კუბრიკის კიდევ ერთი შედევრი, რომელშიც ცივი ომის გამომწვევი ინციდენტია აღწერილი. ფილმი 1964 წელს ფინეთმა აკრძალა, რათა მეზობელი საბჭოთა კავშირი არ გაენაწყენებინა.
5. Cocksucker Blues
ეს დოკუმენტური ფილმი 1972 წელს რობერტ ფრენკმა და დენი სეიმურმა ბენდ The Rolling Stones შესახებ გადაიღო. მისი ჩვენება მხოლოდ წელიწადში ოთხჯერ იყო ნებადართული. იხილეთ სრულად