ახალი წლის პირველ დღეებში ადამიანები ცდილობენ, სატელევიზიო ეკრანების წინ მოიკალათონ და საახალწლო ფილმების მეშვეობით სადღესასწაულო განწყობა შეიქმნან.
საქართველოში ახალი წელი ალბათ, წარმოუდგენელია "ბედის ირონიისა" და "მარტო სახლშის" გარეშე.
მოდი, ვნახოთ, რომელი ფილმებით ხვდებიან ახალი წლის დღეებს სხვადასხვა ქვეყანაში.
აშშ- Home Alone (1990)
ამერიკული ოჯახი ახალი წლის შესახვედრად ჩიკაგოდან ევროპაში აპირებს ჩასვლას. სიჩქარეში მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. მიუხედავად ამისა, სახლში მარტო დარჩენილი ბავშვი გონიერების საოცარ უნარს ავლენს და როდესაც სახლში ნამდვილი მძარცველები შეიპარებიან, ისინი არაერთხელ ინანებენ პატარასთან შეხვედრას.
საფრანგეთი - Le Père Noël Est Une Ordure (1982)
ფილმის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს, მთელი საფრანგეთის შეშლილებმა ახალი წლის ერთად შეხვედრა გადაწყვიტეს. პიერი და ტერეზა ნდობის ტელეფონის ოპერატორები არიან, ჟოზეტა გარეუბანში მცხოვრები ჭკუამხიარული ქალია, ხოლო მისი მეგობარი ფელიქსი პარიზის ქუჩებში თოვლის ბაბუად მუშაობს. გარდა ამისა, ყველა, ვინც კადრში მოხვდება, ამართლებს აბზაცის პირველ წინადადებას.
დიდი ბრიტანეთი - Love Actually (2003)
სიყვარული - დაუვიწყარი, მოულოდნელი, ამოუხსნელია.
სიყვარული ჭეშმარიტად მართავს ყველას და ყველაფერს ჩვენ გარშემო.
პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, რომელსაც საკუთარი აპარატის თანამშრომელი შეუყვარდება და მწერლით დამთავრებული, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში გაემგზავრება, რათა გატეხილი გული გაიმთელოს. გაგრძელება