პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
ჩვენ გთავაზობთ იმ ცნობილი ადამიანების სიას, რომლებიც პოპულარულები საყვარელი ადამიანების დახმარებით გახდნენ.
ემბერ ჰერდი
ულამაზესი ქერა მსახიობი ემბერ ჰერდი, მომავალ მეუღლეს გადაღებების დროს შეხვდა. იმ მომენტისთვის ემბერის ანგარიშზე რამდენიმე წარმატებული ეპოზოდური როლი იყო. მხოლოდ გასულ წელს კი მსახიობმა მონაწილეობა 5 პროექტში მიიღო - მათ შორის, „გოგონა დანიიდან“ და 4-ჯერ გახდა "ოსკარის" ნომინანტი.
პენელოპა კრუსი
ემოციური ესპანელი მსახიობი, პედრო ალმადოვარის მუზა საკუთარ ქვეყანაში წარმოუდგენლად პოპულარული იყო, მაგრამ მსოფლიო აღიარება მას ტომ კრუზთან ურთიერთობამ მოუტანა, რის გამოც ტომმა თავისი ცნობილი მეუღლე ნიკოლ კიდმანი მიატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რომანი დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს, პენელოპამ შანსი გამოიყენა და ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობების სიაშიც მოხვდა.
ქეით ჰოლმსი
ტომ კრუზის კიდევ ერთი „ყოფილი“, რომელიც ძალიან პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მათი რომანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მანამდე ქეითი მხოლოდ ერთ პროექტში იღებდა მონაწილეობას. ტომ კრუზთან დაქორწინების შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა და ქეითმა „ბეტმენში“ მთავარი როლი შეასრულა. ასევე, ამერიკის პირველი ლედის, ჯეკი კენედის როლიც მოირგო და მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ქმარს ყოფილ მეუღლესთან დღეს ცუდი ურთიერთობა აქვს, ჰოლმსი აგრძელებს გადაღებებს ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან ჰელენ მირენი, ჯეფ ბრიჯესი და მერილ სტრიპი.
კემრიჯის ჰერცოგინია
აი, რას ნიშნავს, სწორად შეარჩიო უნივერსიტეტი! მანამდე, სანამ საზოგადოება პრინც უილიამისა და მისი კურსელის რომანის შესახებ გაიგებდა, ქეით მიდლტონს ცოტა ადამიანი იცნობდა. მით უმეტეს, რომ მისი მშობლები საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან და ნამდვილად არ ფიქრობდნენ, რომ მათი ქალიშვილი კემბრიჯის ჰერცოგინია გახდებოდა.
ჟიზელ ბიუნდჰენი
ლეომ დამწყები მოდელი ერთ-ერთ ჩვენებაზე შეამჩნია და როგორც მსახიობის მეგობრები ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდა. ისინი ერთად 5 წლის განმავლობაში იყვნენ. ამ ხნის მანძილზე ჟიზელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდა, არაფერი რომ არ ვთქვათ პირველი ლამაზმანის სახელზე, რომელმაც მილიონობით კაცის გული დაიპყრო მსოფლიოს მასშტაბით. გაგრძელება