Top 5 კინოპრემიერა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ დეკემბერში.
1. ჯუმანჯი
ჯუმანჯის ახალი თავგადასავალი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში. ოთხი ახალგაზრდა თინეიჯერი აღმოაჩენს ძველი ვიდეოთამაშის კონსოლს. იწყებენ თუ არა თამაშს, მათ წინ იშლება ჯუნგლები. ისინი აღმოაჩენენ, რომ თავად კი არ თამაშობენ ჯუმანჯით, არამედ ჯუმანჯი თამაშობს მათით.
ახალგაზრდებმა უნდა შეასრულონ ძალიან საშიში დავალებები, სხვა შემთხვევაში ისინი სამუდამოდ ჩარჩებიან ამ თამაშში. თინეიჯერების როლს ასრულებენ: დეიენ ჯონსონი, ჯექ ბლექი, კევინ ჰარტი, კარენ ჯილანი.
2. ნათება
მოქმედება ხდება სამყაროში, სადაც ჯადოსნური არსებები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ. პოლიციას ჰყავს დივიზიონი, რომელსაც ევალება ამ არსებების განადგურება და მათ მიერ ჩადენილი კრიმინალის აღმოფხვრა.
პოლიციელები (უილ სმიტი და ჯოელ ეჯერტონი) ცდილობენ იპოვონ ისეთი ნივთიერება, რომელიც ამ არსებებს გაანადგურებს.{{ArticleSplitCont}}
3. ფერდინანდი
ფერდინანდი უშველებელი ხარია, რომელიც ძალიან კეთილია. ერთხელაც მას შემთხვევით აირჩევენ, როგორც ყველაზე დიდ ხარს და თავისი ოჯახისგან შორს წაიყვანენ. ოჯახთან დაბრუნების სურვილით, ის გაწევრიანდება მისთვის შეუფერებელ გუნდში. ფერდინანდი დაგიმტკიცებთ თქვენ, რომ ხარი არ უნდა განსაჯოთ მისი შეხედულებით.{{ArticleSplitCont}}
4. მოლის თამაში
ფილმი დაფუძნებულია მოლი ბლუმის რეალურ ისტორიაზე. ოლიმპიური კლასის მოთხილამურე, რომელიც გახდა მსოფლიო მასშტაბით ცნობილი პოკერში მაღალი ფსონების დადებით, სანამ მას, ავტომატის ტყვიებით ხელში, 17 FBI-ს პოლიციელი არ დააპატიმრებდა.
მისმა თამაშმა დაიპყრო ჰოლივუდი, სპორტის სამყარო, გავლენიანი ბიზნესმენები. მისი ერთადერთი მოკავშირე იყო მისი დამცველი ადვოკატი ჩარლი ჯაფი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ბევრად მეტი მნიშვნელოვანი დეტალი იყო მოლის ცხოვრებაში, ვიდრე ტაბლოიდები ავრცელებდნენ.{{ArticleSplitCont}}
5. WONDER WHEEL/„ბორბალი საოცრება"
ფილმი აღწერს კონდის კუნძულის საინტერესო ისტორიებს 50-იან წლებში. ფილმში ასახულია სიყვარული, ღალატი, ინტრიგები და განგსტერული ცხოვრება.
ნინია მედულაშვილი
ახალი წელი ეკრანზე: 15 ფილმი ზღაპრული განწყობისთვის