უკვე დროა, 2018 წლისთვის მზადება დაიწყოთ და ახალი წლიდან ახალი სერიალების სია ჩამოწეროთ. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ ისტორიებზე დაფუძნებული სერიალების ნუსხას, რომლებიც მომავალ წელს აუცილებლად უნდა ნახოთ.
1. სასიკვდილო განაჩენი (Life Sentense)
სერიალის მთავარი გმირი სტელა აბოტი 8 წლის განმავლობაში ებრძოდა საშინელ დაავადებას და გადარჩენის იმედი არ ჰქონდა, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, მან ავადმყოფობის დამარცხება შეძლო. ახლა თავიდან იწყებს და სწავლობს ცხოვრებას.
2. ციხესიმაგრე (Castle Rock)
თუ თქვენ მოგწონთ სტივენ კინგი, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ ეს სერიალი, რომელიც მწერლის რამდენიმე ნამუშევრის ეკრანიზაციაა. პირველი სეზონი 10 სერიისგან შედგება.
3. ფსიქიატრი (ALIENIST)
დაკოტა ფენინგი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი უმცროსი დის, ელის ჩრდილქვეშ იყო, ახლა ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს. "ფსიქიატრის" პრემიერა, სადაც მთავარი გმირი დაკოტაა, 22 იანვარს გაიმართება. ფილმი თეოდორ რუზველტის წინასაარჩევნო პერიოდზე მოგვითხრობს.
4. მოდიფიცირებული ნახშირბადი (Altered Carbon)
სერიალი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია ისტორიაში, თითოეული ეპიზოდის გადაღებაზე 6-დან 7 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. იგი რიჩარდ მორგანის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც ტრილოგიის ნაწილია. 10 ეპიზოდში ჩვენ ვნახავთ, რა შეიძლება მოხდეს XXIV საუკუნეში. ავტორის აზრით, საუკუნეების შემდეგ ადამიანებს სულების შეცვლის შესაძლებლობა ექნებათ. სერიალის ყველა ეპიზოდის ნახვა თებერვალში შეგეძლებათ.
5. 9-1-1
იანვარში ტელეკომპანია "Fox" წარმოგიდგენთ ახალ გადაცემას, რომელშიც აღწერილი იქნება პოლიციელებისა და მეხანძრეების რეალური ისტორიები. პროდიუსერი რაიან მერფი გვარწმუნებს, რომ შოუ მოსაწყენი არ იქნება.
6. კლდე და ფარიკაობა (Cloak & Dagger)
სერიალში 2 ახალი სუპერგმირი ჩნდება, რომლებიც მალე ტელემაყურებელი ბავშვების გულებს მოინადირებენ. სერიალის პერსონაჟებს ერთი შეხედვით ერთმანეთთან საერთო არ აქვთ, მაგრამ მოულოდნელად თავის თავში ორივე ზებუნებრივ შესაძლებლობებს აღმოაჩენს.
7. მანიაკი (Maniac)
2018 წელს ემა სტოუნი პირველად გამოჩნდება სერიალში, სადაც პარტნიორობას ოსკაროსანი ჯონ ჰილი გაუწევს. მისი პერსონაჟი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია, რომელიც საკუთარ სამყაროშია ჩაკეტილი.
8. ძალიან უცნაური ამბავი (მესამე სეზონი)
მეორე სეზონი ახლახან დასრულდა და როგორც შემქმნელები გვპირდებიან, შემდეგ ნაწილს 2018 წელს უნდა ველოდოთ. ამბობენ იმასაც, რომ სცენარისტებს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა დეტალებისა და მსახიობების შესახებ არაფერია ცნობილი.
9. ამერიკული კრიმინალური ისტორიები (მეორე სეზონი)
მეორე სეზონის თემა ჯანი ვერსაჩეს საიდუმლო მკვლელობაა. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ისტორია რეალურ ამბავზე დაფუძნებული არაა, იგი მაურენის წიგნის ეკრანიზაციაა. სერიალში ედგარ რამირესი ცნობილი დიზაინერის როლს შეასრულებს, პენელოპა კრუსი კი რიკტი მარტინის როლში იქნება.
10. მოახლის ამბავი (The Story of Maid)
შემქმნელებს ბევრი არ უფიქრიათ, გაეგრძელებინათ თუ არა "ემიზე" გამარჯვებულ ტელესერიალზე მუშაობა. როგორც ცნობილია, მეორე სეზონის პრემიერა აპრილის თვეში გაიმართება. ახალი სეზონი 13 ეპიზოდისგან შედგება.