ალბათ, ყველას გახსოვთ ცნობილი მუსიკალური ფილმი - „ბურატინო“, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ვუყურებდით. როგორები არიან ახლა ფილმის გმირები? მოდით, ვნახოთ!
ბურატინო/ დიმიტრი იოსიფოვი, 51 წლის
მთავარი როლი ერგო ბიჭს, რომელსაც არავითარი შეხება არ ჰქონია კინოს სფეროსთან. ის ფიგურული სრიალით იყო გატაცებული. მას შემდეგ, რაც ეკრანზე „ბურატინოს თავგადასავალი“ გამოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. დიმას გამუდმებით იწვევდნენ გადაღებებზე. მოგვიანებით, მან რეჟისორის პროფესია აირჩია და რეკლამების გადაღებას მიჰყო ხელი, მაგრამ არც მსახიობობაზე უთქვამს უარი. პერიოდულად ის სერიალებსა და სატელევიზიო ფილმებში თამაშობს. დიმიტრი იოსიფოვი კოსტიუმების მხატვარზეა დაქორწინებული. წყვილი 3 შვილს ზრდის.
მალვინა/ ტატიანა პროცენკო, 49 წლის
ამ როლისთვის მსახიობს დიდი ხნის მანძილზე ეძებდნენ. ერთხელ რეჟისორის ასისტენტი მატარებელში დედა-შვილს შეხვდა. ტანია იმდენად მოეწონა, რომ საცდელ გადაღებაზე მიიწვია. ფილმის გამოსვლის შემდეგ გოგონა ძალიან პოპულარული გახდა. ყველას სურდა ცისფერთმიან, ზღაპრულ გოგონასთან შეხვედრა.
ახლა ტატიანა ლექსებს წერს და ფილმებს ახმოვანებს. მისი ქმარი მსახიობი დიმიტრი ვოიტიუკია. მათ ქალ-ვაჟი ჰყავთ.
პიერო/ რომან სტოლკარცი, 52 წლის
სტოლკარცისთვის პიეროს როლი ერთადერთი აღმოჩნდა. მან მსახიობის კარიერაზე უარი თქვა და სამედიცინო განათლება მიიღო. 1990 წელს ის, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მას 4 შვილი ჰყავს და ექიმი-პედიატრია.
არტემონი/ ტომას აუგუსტინასი
გადაღებების დროს ტომასი მალვინას როლის შემსრულებელზე იყო შეყვარებული. ჩუქნიდა საჩუქრებს და ცდილობდა, ბავშვურად ეზრუნა მასზე. 1985 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად კანადაში წავიდა.
არლეკინო/ გიორგი სვეტლორუსოვი, 50 წლის
ყველაზე იდუმალი პერსონა - არლეკინოა. ეს მისი ერთადერთი როლია. ამბობენ, რომ მან 1989 წელს დაამთავრა КГБ-ს უმაღლესი სკოლა და ჯაშუში გახდა.
კარაბას-ბარაბასი/ ვლადიმირ ეტუში, 95 წლის
ფილმში ბოროტმოქმედს თამაშობდა, მაგრამ გადასაღებ მოედანზე - კანფეტები მოჰქონდა. ის 4-ჯერ იყო დაქორწინებული.
კატა ბაზილიო და მელია ალისა/ როლან ბიკოვი და ელენა სანაევა
როლანი როლზე მისმა ცოლმა, ელენამ დაითანხმა. ისინი საინტერესო და უჩვეულო სვლებს იგონებდნენ და სცენარში შესწორებებიც შეჰქონდათ.
დურემარი/ ვლადიმირ ბასოვი
ბასოვმა დაახლოებით 100-მდე როლი ითამაშა კინოში. წერდა სცენარებს და რეჟისორადაც გამოდიოდა. ის სამჯერ იყო დაქორწინებული. მსახიობი 1987 წელს, ინსულტით გარდაიცვალა.