4 მარტს, „ოსკარების“ ცერემონიის რიგით 90-ე დაჯილდოება გაიმართება. ნომინანტების სრული სია უკვე ცნობილია. ცერემონიას ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი გაუძღვება.
საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში წარდგენილები არიან:
“Call Me by Your Name”/ დამიძახე შენი სახელი
“Darkest Hour”/ ბნელი დრო
“Dunkirk”/ დუნკირკი
“Get Out”/ მოშორდი
“Lady Bird”/ ქალბატონი ჩიტი
“Phantom Thread”/ ფანტომური თემა
“The Post”/ ფოსტა
“The Shape of Water” / წყლის ფორმა
“Three Billboards Outside Ebbing, Missouri”/ სამი ბილბორდი მისურიში ებინგის საზღვარზე
საუკეთესო ანიმაციური ფილმი:
„ბავშვი-ბოსი“
„პუბლიცისტი“
„კოკო“
„შეყვარებული ვინსენტი“
5 ნომინირებული ფილმი, რომლებიც ცერემონიამდე უნდა ნახოთ:
1. წყლის ფორმა/ “The Shape of Water”
ჯადოსნურ, ზღაპრულ და არაჩვეულებრივ ფილმს განსაკუთრებულ ელფერს ის სძენს, რომ აქ აბსოლუტურად ყველა ჟანრი გვხვდება, დაწყებული დრამით, ტრაგედიითა და კომედიით, გაგრძელებული ნუარითა და მიუზიკლით. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ნამდვილად საინტერესო და სანახაობრივი ფილმია.
სიუჟეტი ამერიკაში ცივი ომის პერიოდში ვითარდება. გილერმო დელ ტორო საკუთარ ხელწერას არც აქ ღალატობს და შეიძლება ითქვას, მის კარიერაში საუკეთესო ფილმს გვთავაზობს, რომელშიც მთავარ როლს შეუდარებელი სალი ჰოუკინსი ასრულებს.
ბილეთები იყიდეთ აქ
2. სამი ბილბორდი მისურიში ებინგის საზღვარზე/ “Three Billboards Outside Ebbing, Missouri”
მარტინ მაკდონაჰის ფილმის სიუჟეტი მილდრედ ჰეისის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის შვილიც მოკლეს, საქმე კი მკვლელობიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც არ გახსნილა. პოლიციის უმოქმედობის გამო მილდრესი სამ სარეკლამო დაფაზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისადმი, რაც საბოლოოდ მთავრობასთან ბრძოლაში გადაიზრდება. გარდა ფილმის ძალიან საინტერესო სიუჟეტისა, რომელშიც პერსონაჟი ძლიერი ქალია, თუნდაც იმიტომ ღირს ამ ფილმის ნახვა, რომ მთავარ როლს გენიალური ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს.
ბილეთები იყიდეთ აქ
3. კოკო/ coco
12 წლის მიგელი მექსიკის სოფელში ცხოვრობს, მეწაღის ოჯახში და საიდუმლოდ ოცნებობს, გახდეს მუსიკოსი. საიდუმლოდ იმიტომ, რომ მათი ოჯახის კლანში მუსიკა წყევლად ითვლება. ოდესღაც, მისმა დიდმა ბაბუამ მიატოვა ცოლი, დიდი ბებია - მიგელა თავისი ოცნების გამო, რომელიც მოსვენებას არ აძლევს მიგელს. მას შემდეგ ოჯახში მუსიკალური თემა ტაბუდ ითვლება. მიგელი აღმოაჩენს, რომ მასსა და მის კუმირს, მომღერალ ერნესტო დე ლა კრუსს შორის, რომელიც გარდაცვლილია, რაღაც კავშირი არსებობს. ბიჭი მკვდართა საუფლოში მიემართება, რომ თავის კუმირს შეხვდეს და სიმართლე გაიგოს.
ბილეთები იყიდეთ აქ
4. ჩერჩილი: მძიმე დროება/ cherchili: Darkest Hour
ფილმი დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილზე გვიამბობს და კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე.
ბილეთები იყიდეთ აქ
5. ფერდინანდი/ferdinand
ცხოვრება ზოგჯერ ძალიან უსამართლოა. მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან ხარს, რომელსაც ბავშვობიდან ურჩევნია, იჯდეს ხის ქვეშ და დატკბეს ყვავილების სუნით, შეცდომით აირჩევენ მადრიდში ხარების ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად.
ბილეთები იყიდეთ აქ