კინო

12 თანამედროვე ფილმი მათთვის, ვისაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი ნანახი აქვთ

12 თანამედროვე ფილმი მათთვის, ვისაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი ნანახი აქვთ
კინოს მოყვარულთათვის ფილმის არჩევა ზოგჯერ ძალიან დამღლელი და რთული პროცესია, რადგან თითქოს ყველაფერი ნანახი აქვთ ან არ მოსწონთ. წარმოგიდგენთ საუკეთესო თანამედროვე ფილმების სიას, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ.



1. Two is a family/ორი ნიშნავს ოჯახს





ახალგაზრდა სამუელი იახტით ასეირნებს მდიდარ ხალხს და ფულს ამით შოულობს. თავისუფალ დროს ის პლაჟზე ერთობა და ხვდება ახალგაზრდა გოგონებს. მაგრამ ერთ დღეს ის შეხვდება ქალს, პატარა გოგონასთან ერთად, რომელიც იმ ქალის მტკიცებით, სამუელის შვილია. სამუელი გადაწყვეტს, რომ ზედმეტი პრობლემები არ სჭირდება და  ქალისგან
გაქცევას სცდის, თუმცა, მარტივი არაფერია...
ეს კეთილი და ლამაზი ფილმი მხოლოდ დადებით ემოციებს გამოიწვევს თქვენში. 

უყურე

2. The Zooskeeper's wife/ზოოპარკის მფლობელის ცოლი




ამ ფილმში ერთდროულად მოთხრობილია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რამდენიმე ისტორია. ისტორია სიმამაცეზე, სიყვარულსა და სიბრალულზე. ანტონინა ზაბინსკი, მთავარი პერსონაჟი, და მისი ქმარი ჯენი ვერ ეგუებიან იმ უსამართლო ფაქტებს, რომლებიც მათ ქალაქში ხდება. ისინი ცდილობენ გადაარჩინონ არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველებიც კი. ისინი რისკს არ უშინდებიან. 

3. A monster calls/ურჩხული გიხმობს




ისტორია არის ბიჭზე, სახელად კონორზე, რომელიც ძალიან მალე გაიზარდა. დედამისი კიბომ იმსხვერპლა, მამა არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს ბავშვზე, კლასელები კი ბიჭს სულ დასცინიან.
თუმცა, ერთხელ ქუჩაში გამოჩნდება მოჩვენება, რომელიც ბიჭს ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. 

უყურე

4. From the Land of the Moon/სიყვარულის ილუზია




მშობლებმა გაბრიელა დააქორწინეს კაცზე, რომელიც მას არ უყვარდა. იმის მიუხედავად, რომ ქმარი ძალიან პატიოსანი და მშვიდი კაცი იყო, მისი ცხოვრება ციხეში ჯდომას დაემსგავსა. მოგვიანებით ის დაავადდა და ექიმებმა  მკურნალთან გაგზავნეს. მან გაიცნო და შეუყვარდა მკურნალი. მათ გადაწყვიტეს, გაქცეოდნენ ყოველდღიურ რუტინას.
ეს ფილმი რეკომენდებულია დაოჯახებული წყვილებისთვის.

უყურე

5. Paterson/პატერსონი



პატერსონის ცხოვრება ძალიან რუტინულია, თუმცა შვებას ის პოემების წერაში პოულობს: ეს შეიძლება იყოს დაუსრულებელი დიალოგები, საუბრები, ცხოვრებისეული სიტუაციები. ის ყველაფერს წერს თავის ნოუთპედში და არ ფიქრობს პოპულარობაზე, თუმცა ერთი ფაქტი ყველაფერს შეცვლის. 

უყურე


6. The Secret Scripture/საიდუმლო ხელნაწერი




როუზენ მაკნალთი უმეტეს ცხოვრებას ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში ატარებს. მას ისიც კი არ ახსოვს, რატომ მოხვდა იქ. ახალი მკურნალი დაინტერესდება ამ ქალის ქეისით და იპოვის მალულად დაწერილ როუზენის დღიურს, რომელშიც ის ჰყვება დაუძლეველ სიყვარულსა და მისი "პატიმრობის" საიდუმლოს.
ეს ისტორია დაგაფიქრებთ ხალხთან ურთიერთობასა და გრძნობებზე.

უყურე


7. A Dog’s Purpose/ძაღლური ცხოვრება



ერთი ჩვეულებრივი ოჯახი აიყვანს ლეკვს. ძაღლი დიდხანს იცოცხლებს, მაგრამ  როდესაც მოკვდება, მისი სული პოლიციის ძაღლის სხეულში აღმოჩნდება.
ეს ფილმი მაყურებელს დაარწმუნებს, რომ ძაღლები ყველაზე კეთილი, ერთგული და ჭკვიანი არსებები არიან დედამიწაზე.

8. Gifted/ნიჭიერი



ფრენკ ადლერი თავის ძმისშვილ მერის ზრდის, რომელიც დაჯილდოებულია მათემატიკის საოცარი ნიჭით. ბიძას გოგონასთვის სურს ერთადერთი რამ, რომ მან შეირგოს ბავშვობა, ითამაშოს თანატოლებთან ერთად, თუმცა უეცრად გამოჩნდება ფრანკის დედა, რომელსაც გოგონას აღზრდის სხვანაირი მეთოდები აქვს.
ფილმში წარმოდგენილია ოჯახური პრობლემები და ფაქტი, თუ როგორ ვერ უგებენ სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთმანეთს.

უყურე


9. Wakefield/ვეიკფილდი



ჰოუვარდ ვეიქფაილდს აქვს მშვენიერი ცხოვრება: მდიდრული სახლი, ძალიან კარგი სამსახური, მოსიყვარულე ცოლი და ქალიშვილები. თუმცა მოულოდნელად ყველაფერი იცვლება. ერთხელ, როცა ის ენოტს გაეკიდება, აღმოჩნდება სხვენში, საიდანაც გადასარევად მოჩანს ადგილი, სადაც მისი ოჯახი სადილობს. უეცრად ის გაიფიქრებს: "რა მოხდება, თუ გავუჩინარდები?" და გადაწყვეტს სხვენში დარჩენას.
ეს ფილმი დაგაფიქრებთ უმნიშვნელო დეტალებზე, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არც კი უფიქრდებით. 

უყურე


10. Perfect Strangers/იდეალური უცნობები



დიდი ჯგუფი სადილზე ერთად შეიკრიბება. ისინი გადაწყვეტენ, თამაში ითამაშონ: ყველა შემოსული შეტყობინება ხმამაღლა უნდა წაიკითხონ და ყველა ზარს დიქტოფონზე უნდა უპასუხონ. დასაწყისში მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, ეს უწყინარი თამაში რამდენ წარმოუდგენელ საიდუმლოს ახდის ფარდას.
ფილმი მეტად ღრმა და მრავლისმთქმელია. მიგახვედრებთ, რომ ყველა ადამიანი საკუთარ თავში მალავს ისეთ საიდუმლოს, რომელზეც ვერ კი იფიქრებდით.

უყურე


11. Everything, Everything/ყველაფერი, ყველაფერი



მედი, მთავარი პერსონაჟი, ძალიან ჭკვიანი გოგოა. მას სურს ბოლომდე შეიცნოს სამყარო, თუმცა ის ავადაა და გარეთ გასვლა ეკრძალება. ის თავს მხოლოდ კითხვით, ხატვითა და არქიტექტურის ონლაინკურსებით ირთობს. თუმცა მისი ცხოვრება ერთ დღეს იცვლება, როცა ის გაიცნობს მის მეზობელ ბიჭს და შეუყვარდება.
ეს რომანტიკული ფილმი არის ყველასთვის, ვისაც სჯერა სიყვარულისა და სასწაულების.
უყურე


12. David Lynch: The Art Life



ფილმში არის ყველაზე იდუმალი რეჟისორის ძალიან პირადი მონოლოგები. მან გადაიღო ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა : Twin Peaks, Mulholland Drive და Blue Velvet. უდავოდ, დევიდ ლინჩი არის გასაოცარი ადამიანი, რომელმაც აუდიტორიას ანტიკური სამყარო სასწაულად წარმოუდგინა.
უყურე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93