ხშირად ბევრი ჩვენგანი სასიყვარულო ისტორიების მოსმენის შემდეგ ვამბობთ "- ასე მხოლოდ ფილმებში ხდება" . რეალურად კი ყველაფერი უფრო მარტივადაა და უმეტესი ფილმებისა რეალურ ისტორებზეა დაფუძნებული.
marao.ge -მ თქვენთვის შეკრიბა 13 სასიყვარულო ფილმი, რომლებიც არ არის მითი და ადამიანებს მართლაც გადახდათ თავს. უყურეთ, ისიამოვნეთ და გიყვარდეთ...
1. ფიცი
ფილმი ეფუძნება ახალგაზრდა წყვილი კიმი და კრიკიტ კარპენტერებს, რომლებსაც ფილმში განასახიერებენ მსახიობები ჩენინგ ტატუმი და რეიჩელ მაკადემსი. ახალგაზრდა წყვილი ავარიაში მოყვება და გოგონას ამნეზია დაემართება. მას დაავიწყდება ბოლო 18 თვეს მომხდარი მოვლენები, მათ შორის ისიც, რომ მან გაიცნო ბიჭი, რომელიც ძალიან შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა. ბბიჭი არ ნებდება, მანამ, სანამ ცოლს თავიდან არ შეაყვარებს თავს.
2. უდაბნოს დედოფალი
ფილმი დაფუძნებულია ახალგაზრდა ბრიტანელ მწერალსა და მოგზაურ გერტრუდა ბელზე. გერტრუდა( რომლის როლსაც ნიკოლ კიდმანი თამაშობს) მდიდარი მშობლების ქალიშვილია, რომელსაც არ აქვს არისტოკრატიული ცხოვრების ინტერესი. ის გაემგზავრება აღმოსავლეთში, სადა ის საელჩოს თანამშრომელს ჰენრის, რომელსაც მსახიობი ჯეიმს ფრანკო ასახიერებს.
3. ანა და მეფე
ფილმი დაფუძნებულია მასწავლებლის, მოგზაურისა და საზოგადო მოღვაწის ანნა ლეონუენსის მემუარებზე. ის 5 წელზე მეტი ასწავლიდა ინგლისურ ენასა და კულტურას მეფე მონგუკის 39 ცოლსა და 82 შვილს. ანამ, რომლის როლიც შეასრულა ჯოდი ფოსტერმა, ბრძენი და შორსმჭვრეტელი ქალის რეპუტაცია შეიძინა...
4. აფრიკიდან
ფილმი ეფუძნება დანიის მწერალ კარენ ბლიქსენის ავტობიოგრაფიულ წიგნს. ის ბიზნესის გამო აფრიკაში გაემგზავრა, სადაც შეხვდა მოგზაურსა და მონადირე დენის ფინჩ-ჰეტონს. იმის მიუხედავად, რომ ძალიან განსხვავებული ინტერესები და გემოვნება ჰქონდათ, მათ შორის ამაღელვებელი და ცეცხლოვანი რომანი დაიწყო. ფილმმა, რომელშიც კარენის როლს შეუდარებელი მერილ სტრიპი ასრულებს, 7 ოსკარი მოიპოვა.
5. სახიფათო სილამაზე
ეს ფილმი ყველაზე ცნობილი და ლამაზი მე-16 საუკუნის კურტიზანი გოგოს ვერონიკა ფრანკოს ისტორიის ეკრანიზაციაა, რომლის როლსაც ასრულებს კეტრინ მაკორმაკი. მას შეუყვარდება მაღალი წრის წარმომადგენელი, რის გამოც მისი კანონიერი ცოლი ვერ გახდება. დედის რჩევით, ის გახდება კურტიზანი და მაღალ დონეზე შეისწავლის ცდუნების ხელოვნებას. მისი ჭკუითა და სილამაზით ის შეძლებს მამაკაცის გულის მოგებას.
6. ყველაფრის თეორია
ფილმი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის შესახებაა, რომელსაც ფილოლოგიიის სტუდენტი ჯეინ უილისი შეუყვარდება. პროგრესული დაავადების გამო, ის კარგავს თავის კონტროლს, თუმცა საყვარელი ადამიანის დახმარებით ის აგრძელებს კვლევებს. გამოჩენილი ასტროფიზიკოსის როლისთვის, ედი რედმეინმა ოსკარი მიიღო.
7. უხილავი ქალი
ფილმი მოგვითხრობს ჩარლზ დიკენსის სიყვარულზე, რომლის როლსაც ასრულებს რეიფ ფეინსი, ხოლო ახალგაზრდა გოგონას ელენ ტერნანს- ფელისიტ ჯონსი. ისინი ერთმანეთს 1857 წელს შეხვდნენ, როცა ჩარლზი 45-ის, ხოლო გოგონა 18 წლის იყო. სასიყვარულო ისტორია 13 წელს გაგრძელდა,მანამ, სანამ მწერალი არ გარდაიცვალა.
8. ადმირალი
კონსტანტინ ხაბენსკი და ელიზავეტა ბაიარსკაია ასრულებენ შეყვარებული წყვილის როლს. მოვლენები ვითარდება რუსეთის იმპერიაში, სამოქალაქო ომისა და რევოლუციის დროს.
9. ბრწყინვალე გონება
ფილმში მოთხრობილია ისტორია ნიჭიერ მათემატიკოსი, ნობელის ლაურეანტი, ჯონ ნეშის შესახებ, რომელიც შიზოფრენიით იყო დაავადებული. გენიოსის მიერ მიღწეული წარმატებებისა და სირთულეების გარდა, ფილმში ნაჩვენებია მისი და მისი ერთგული ცოლის სასიყვარულო ისტორიის შესახებ.
10. ზღვარზე
ფილმში მოთხრობილია ცნობილი ქანთრის მომღერალის ჯონი კეშას და მისი მეორე ცოლის ისტორია. მათი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა: ნარკომანია, ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ მხოლოდ დიდ სიყვარულს შეუძლია გაუმკლავდეს ამ ყველაფერს.
11. აკრძალული სიყვარული
ფილმი მოგვითხრობს ცნობილი პოეტის დილან თომასის შესახებ, რომელიც ქორწინებაშია მის პირველ სიყვარულთან ვერა ფილიპსთან. ფილმის მთავარ როლებს ასრულებენ კირა ნაითლი და მეთიუ რიზი.
12. ჯეინ ოსტინი
ფილმში მოთხრობილია დიდი ინგლისელი მწერლის ჯეინ ოსტინისა და ირლანდიის იურისტის თომას ლეფროის სიყვარულის შესახებ. მათი მშობლები ქორწინებიის წინააღმდეგნი იყვნენ. ამ ლამაზ, მაგრამ სამწუხარო სასიყვარულო ისტორიაში მთავარ როლებს ასრულებენ ენ ჰეთევეი და ჯეიმს მაკევოი.
13. ახალი სამყარო
ფილმი დაფუძნებულია ბრიტანეთის კაპიტან ჯონ სმიტის წიგნებზე, რომლებიც მან დაწერა მას შემდეგ, რაც ის ამერიკიდან დაბრუნდა, სადაც ის იბრძვოდა ინდოეთის მიწების დასაპყრობად. ფილმში ველური ცხოვრების ფონზე, კოლინ ფარელის მიერ შესრულებული ჯონისა და ახალგაზრდა ინდოელი პრინცესა პოკოჰანტას მშვენიერი სიყვარულის ისტორიაა ნაჩვენები, რომელსაც კორიანკი კილჩერი ასრულებს.
ნინია მედულაშვილი