კინო

10 ახალი საუკეთესო ანიმაციური ფილმი ბავშვებისთვის, რომლითაც მოზრდილებიც კმაყოფილები დარჩებიან

10 ახალი საუკეთესო ანიმაციური ფილმი ბავშვებისთვის, რომლითაც მოზრდილებიც კმაყოფილები დარჩებიან
10 ახალი საუკეთესო ანიმაციური ფილმი ბავშვებისთვის, რომლითაც მოზრდილებიც კმაყოფილები დარჩებიან.

1. კურდღელი პიტერის თავგადასავალი
- ძალიან სახალისო ანიმაცია, რომელიც კურდღელ პიტერსა და მის მეგობრებზეა. მხიარულ და პოზიტიურ პიტერს ყველაფერი აინტერესებს. მას ადამიანებთანაც მოუწევს ურთიერთობა. თანდათან მისი ცხოვრება კიდევ უფრო სახალისო და თავგადასავლებით აღსავსე ხდება.



2. შერლოკ გნომსი - გნომებს საფრთხე უახლოვდებათ. მათაც ჰყავთ თავიანთი შერლოკ ჰოლმსი, რომელიც დახმარების ხელს გაუწვდის. ანიმაცია სავსეა მხიარული და დაძაბული მომენტებით.


3. კოკო - პატარა ბიჭის ოჯახს უცნაური ისტორია აქვს.
ოჯახში არავის არ აქვს უფლება, რომ გიტარაზე დაუკრას და მუსიკასთან შეხება ჰქონდეს. მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ მუსიკალურ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და უეცრად სხვა განზომილებაში ხვდება.


4.  მოპარული პრინცესა - ფილმი დაუმორჩილებელ პრინცესაზეა, რომელიც ძალიან ჯიუტია. გოგონა სასახლიდან გარბის და შემთხვევით მშვენიერ პრინცს ხვდება. იგი მას სრულიად სხვა სამყაროს გააცნობს. ეს სათავგადასავლო ანიმაცია საკმაოდ კარგ განწყობას შეგიქმნით.



5. მოგზაური ტედი და მეფე მიდას საიდუმლო - მთავარ გმირს ტედი ჰქვია და მოგზაურია. მისი მეგობრები მისგან ძალიან განსხვავდებიან. ტედი მეგობარ მუმიასთან და ჭკვიან ძაღლ ჯეფთან ერთად მიემგზავრება, რომ ბოროტ და მდიდარ გამტაცებელს შეებრძოლოს, რომელმაც სარა მოიტაცა. საერთო ჯამში, საკმაოდ სახალისო სიტუაციებს იხილავთ.



6. ტროლების არდადეგები - ტროლებს არდადეგები არ აქვთ. ამიტომ ტროლების მხიარული და სასაცილო დედოფალი გადაწყვეტს, რომ ყოველდღიურობა შეცვალოს და სწორედ აქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი.



7. იხვი, იხვი და ბატი
- (3D) - ანიმაცია სამ ფრინველზეა. მათ უცნაური ამბები გადახდებათ. 3დ ანიმაცია იმის საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო გავხალისდეთ და სასაცილო მომენტები უკეთ აღვიქვათ. ფილმში თანდათან ცხოველებიც გამოჩნდებიან, რომლებიც მათთან ერთად იმოგზაურებენ.


8. მარჩენალი
- მთავარი გმირი 11 წლის გოგონა პარვანაა. მას ჰყავს და, დედა, მამა და პატარა ძმა. მისი ოჯახი უეცრად მძიმე სიტუაციაში ვარდება, რადან მამას უსამართლოდ აპატიმრებენ. პარვანა გადაწყვეტს, რომ ბიჭივით ჩაიცვას და ოჯახს დაეხმაროს. ის მალევე იპოვის მეგობარს, რომელსაც ოცნებად აქვს ზღვაზე წასვლა.


9. ფერდინანდი
- მთავარი გმირი ხარია, რომელიც თვისებებით ყველასგან გამოირჩევა. მას ძალიან უყვარს ყვავილები და კეთილია, მაგრამ მოვლენები შეიძლება შეიცვალოს. შეძლებს თუ არა ფერდინანდი, გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს?


10.  მოანა
- პატარა პრინცესა მოანა ძალიან თავდაჯერებული და ბრძოლისუნარიანია. მას სურს, რომ ოჯახი და მეგობრები გამოუვალი სიტუაციიდან იხსნას და საფრთხე ააშოროს.
სწორედ ამიტომ ის ნახევრად ღმერთ მაუისთან ერთად ჩუმად გაემგზავრება და არაერთი საინტერესო რამ გადახდება თავს.



ნათია ხუნაშვილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93