თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას სხვადასხვაგვარად ესმის, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეპოქებთან და დროის ცვლილებასთან ერთად ბრძოლის მიზანიც და გამოწვევებიც იცვლება.
ვფიქრობ, ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები თავისუფლების იდეის სხვადასხვაგვარ გაგებას შეგახსენებთ:
1984
თავისუფლებისთვის ბრძოლა ღირს მაშინაც, თუ დიდი ძმა გიყურებს; როცა გძინავს, როცა ჭამ; გისმენს, როცა ფიქრობ და გაცხადებს დამნაშავედ, თუკი შენი აზრები მისთვის მიუღებელია - ეს ჯორჯ ორუელის ამავე სახელწოდების წიგნის სიუჟეტია, რომელიც მაიკლ რედფორდმა არაჩვეულებრივ ფილმად აქცია.
მატრიცა
თომას .ანდერსონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი - ჰაკერი, სახელად ნეო. ის გაიცნობს მორფეუსს, ლეგენდარულ ჰაკერს, რომელიც მას შოკის მომგვრელ სიმართლეს გაუმხელს ჩვენს რეალობაზე.
ჯანგო
ყოფილი მონა ახლა თავისი ცოლის თავისუფლებისთვის იბრძვის.
განდი
თავისუფლებისთვის ბრძოლაზე საუბარი შეუძლებელია მაჰათმა განდის გარეშე, რომელმაც ცხოვრება ინდოელების უფლებებზე ბრძოლაში გაატარა.
შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი
როგორც კი შურისმაძიებლებმა და მათმა მოკავშირეებმა გააგრძელეს სამყაროს დაცვა საფრთხეებისგან, რომლებიც ნებისმიერი გმირისთვის უზარმაზარია, კოსმიური ჩრდილებიდან ახალი საშიშროება გამოჩნდა: ტანოსი. დესპოტი ინტერგალაქტიკური მდაბიოობიდან, მისი მიზანია შეაგროვოს უსასრულობის ექვსი ქვა, წარმოუდგენელი ძალაუფლების ნიმუშები და ზიანი მიაყენოს ყველა რეალობას. ყველაფერი, რის გამოც შურისმაძიებლები იბრძოდნენ, ხელმძღვანელობს ამ მომენტს - დედამიწის ბედი და არსებობა ასეთი არასაიმედო არასდროს ყოფილა...
ბილეთები დაჯავშნეთ აქ
მარიამ ელიაშვილი