კინო

ვინ იტაცებდა ლიკა ქავჟარაძეს

ვინ იტაცებდა ლიკა ქავჟარაძეს
შვიდი თვე გავიდა, რაც ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე აღარ არის... კინომსახიობი 11 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა.
კინოში პირველად ექვსი წლის ასაკში გადაიღეს, მოკლემეტრაჟიან ფილმში "უსახელო უფლისციხელი". მაშინ ლიკა ქავჟარაძე კადრში რამდენჯერმე გამოჩნდა სხვა ბავშვებთან ერთად. შემდეგ იყო ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "შადრევანი" და "მშვენიერი კოსტიუმი". 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია ქართულ ფილმში. სწორედ ამ წელს გამოჩნდა ლიკა ქავჟარაძე ლანა ღოღობერიძის ფილმში "როცა აყვავდა ნუში" - 12 წლის გოგონას გაზაფხულის სიმბოლო, ნუშის ტოტი
მოჰქონდა ქუჩაში. გამოჩნდა ამ ეპიზოდში და იქცა ფილმის ერთგვარ სიმბოლოდ. წელს პირველად, ყველაზე ლამაზი გოგონას გარეშე აყვავდა ნუში თბილისში...

1976 წელს გადაღებულ თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე", ლიკამ 16 წლისამ ითამაშა. როგორც თავად იხსენებდა, ფილმის გადაღება ურთულესი სცენით დაიწყეს:

"ფილმის გადაღება დავიწყეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენით, ჩიტი რომ შემოფრინდება ოთახში. დავიწყეთ გადაღება. ჩემი და ზაზას საერთო სცენა იყო. ვითამაშეთ და როგორც კი მორჩა გადაღება, მე პირველ რიგში შევხედე თენგიზ აბულაძეს, იმიტომ, რომ მიმაჩნდა, რომ თენგიზი იყო ჩემი შემფასებელი პირველ რიგში. შევხედე თენგიზს და მას თვალებზე ჰქონდა ცრემლები. ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდა..."

ფილმის გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე რეჟისორთან ერთად თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრა. ამ მოგზაურობამ ლიკა ქავჟარაძეზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. თავად მსახიობი ასე იხსენებდა ირანში გატარებულ დღეებს: განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93