რას უნდა ველოდოთ "ამერიკული საშინელებათა ისტორიის" მერვე სეზონისგან? (ვიდეო) - Marao

რას უნდა ველოდოთ "ამერიკული საშინელებათა ისტორიის" მერვე სეზონისგან? (ვიდეო)

2018-06-18 12:30:46+04:00

«ამერიკული საშინელებათა ისტორია» — ერთ-ერთი მთავარი სერიალია საშინელებათა ჟანრიდან! ყოველ ახალ სეზონში ორიგინალური ისტორიაა, რომელიც არაფრით არაა დაკავშირებული წინა სეზონებთან.

სერიალში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მსახიობებმა, როგორებიცაა: ჯესიკა ლენგი, კეტი ბეიტსი, ჯეიმს კრომველი, სარა პოლსონი და ყველასათვის ცნობილი ეპატაჟური მომღერალი - ლედი გაგა. ის ტელეშოუში ვამპირის როლში მოგვევლინა.

სერიალის შემქმნელები რაიან მერფი და ბრედ ფალჩული მერვე სეზონს იღებენ. ცოტა ხნის წინ რეჟისორმა განაცხადა, რომ ახალი სეზონი სექტემბერში გამოვა. "წვეულებას ალქაჯები მართავენ" - განაცხადა მან.

სერიალის გულშემატკივარს კი ისღა დარჩენია, დაელოდოს ახალ სეზონს, რომელიც სულ რამდენიმე თვეში დაიწყება.

Related image