„13 მიზეზი“ ბოლო დროის ყველაზე პოპულარული თინეიჯერული სერიალია, რომლის მთავარი გმირი, კატერინა ლანგფორდის პერსონაჟი - ჰანა ბეიკერი, გაუგებარი მიზეზით იკლავს თავს და მეგობრებს საკუთარი ამბის ამსახველ აუდიომასალებს უტოვებს. სერიალი მოთხოვნადია ქართველ თინეიჯერებშიც, რომელთაც მსახიობების შესახებ უამრავი კითხვა დაუგროვდათ. MARAO.GE შეეცადა, ცოტათი მაინც დაეკმაყოფილებინა თქვენი ინტერესი და კატერინა ლანგფორდის უფრო ახლოს გაცნობაში დაგხმარებოდათ:
1. გოგონამ ჰანა მეიერის როლი „სკაიპში“ გასაუბრების შედეგად მიიღო. რეჟისორი მას პირადად როლზე დამტკიცების შემდეგ შეხვდა.
2. კატერინა, რომელიც ალბათ ბევრს ამერიკელი ჰქონია, ავსტრალიელია.
3. მას ვიზის მისაღებად 10 დღე ჰქონდა, რაც ავსტრალიელისთვის მარტივი არ იყო, თუმცა მოახერხა და სამუშაოდ კალიფორნიაში გადავიდა.
4. ის სკოლაში წარმატებული მოცურავე იყო.
5. მისი ოცნების პროფესია ექიმობაა.
6. სწავლობდა ავსტრალიის დრამატული ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში.
7. ლედი გაგა კატერინას ინსპირაციის წყაროა. „16 წლის ვიყავი, როცა მის კონცერტზე მოვხვდი და ვიგრძენი, როგორი განცდებით უკრავდა ის. მომინდა, თავადაც გამომეცადა ეს. სახლში მივედი და პიანინოზე დაკვრის სწავლა დავიწყე“, - უთხრა ჟურნალისტებს გოგონამ.
8. საყვარელი ჟანრია ისტორიული ფანტასტიკა. თვლის, რომ ეს წარსულში აბრუნებს.